gallery images

საჭიროა 392 ხელმოწერა

608
1000

ადრესატი:

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

აღადგინეთ საკალათბურთო მოედანი გორში

ვითხოვთ ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში არსებული საკალათბურთო მოედნის აღდგენას, რომელიც ქალაქში ერთადერთი გახლავთ. მოედანზე შესაბამისი პირობების არარსებობის გამო უამრავი ახალგაზრდა ვერ ახერხებს ვარჯიშს, ხოლო ვინც ვარჯიშობს ისინიც ძალიან ხშირად იღებენ ფიზიკურ დაზიანებებს. მოედანი არაა დახაზული, მოსასვენებელ სკამებზე ბალახია გაზრდილი, ფარები ძალიანაა მორყეული და არ დგას გარე განათების ბოძები. მოედანზე ყრია ქვა და ქვიშა, რაც არ იძლევა ვარჯიშის საშუალებას და ხშირად იწვევს ბავშვების დაზიანებას. მოგეხსენებათ გორი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია 50000-ზე მეტი მაცხოვრებლით და ვფიქრობ აუცილებელია ქალაქში მინიმუმ ერთი კეთილმოწყობილი საკალათბურთო მოედანი მაინც  არსებობდეს.