gallery images

გამარჯვებული

5000
5000

ადრესატი:

საქართველოს პროკურატურა
თბილისის მერია
საქართველოს მთავრობა

ვითხოვთ თამუნას და ნათიას მკვლელობის სწორი კოდექსით გამოძიებას და უკანონო რბოლების აღმოფხვრას!

http://rustavi2.com/ka/news/54619

2016 წლის 8 აგვისტოს, ხუდადოვის გზაზე, ლოტკინზე, უსაბუთო და არალეგალურმა მრბოლელმა იმსხვერპლა ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. თამუნა მჭედლიძე და ნათია დვალი ტროტუარზე სეირნობდნენ, როდესაც მრბოლელმა მათ ფეხით მოსიარულეთა გზაზე დაარტყა. ნათია და თამუნა ამ დარტყმით გამოწვეული მძიმე ფიზიკური დაზიანებებით და ტკივილით გარდაიცვალნენ. ისინი დააკლდნენ ოჯახებს და მეგობრებს.

ამ დანაშაულის გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, მუხლი ამ შემთხვევას უდგება როგორც ჩვეულებრიბრივ საგზაო ავარიას. შემთხვევის მოწმეები და ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ ამ ტრაგედიის დროს უკანონო რბოლა მიმდინარეობდა და მრბოლელები მესამე სტარტს აკეთებდნედ, როდესაც მათ თამუნა და ნათია შეიწირეს. ოჯახის წევრებს და ადგილობრივ მოსახლებას სჯერა რომ სწორი ფაქტები ამ ტრაგედიისა დამახინჯებულია.

საქართველოს და კერძოდ ლოტკინის მოსახლეობისათვის უკანონო რბოლებით გამოწვეული ასეთი ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობას საკუთარი სიცოცხლე ყოველდღიური საფრთხის ქვეშ მიაჩნია. როგორც გაირკვა, ლოტკინის მოსახლეობამ უკვე რამდენიმეჯერ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თუმცა უშედეგოდ.

ცნობილი ფაქტია, რომ ეს არაკანონიერი მოქმედება ნეგატიური პოპულარული „თრენდია“ ქართველ ახალგაზრდებში. საქართველოში უკანონო რბოლების კლუბები ღიად არსებობენ სოციალურ ქსელებში და მათი აღრიცხვა რთული არ არის. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მოპყრობას, ყურადღებას და დაცვას მათგან არჩეული ხელისფლებისგან და შესაბამისი ორგანოებისგან.

დაღუპულის ოჯახები და ზოგადად ქართველი ხალხი მოითხოვს ამ დანაშაულის სწორი მუხლით გამოძიებას,შემთხვევის გამოძიება უნდა მოხდეს როგორც უკანონო რბოლის აქტი და არა როგორც რიგითი საგზაო ავარია. ასევე მოითხოვენ არალეგალური რბოლების აკძალვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ საავტომობილო ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს რომ მიიღონ სასწრაფო და საჭირო ზომები არაკანონიერი რბოლების აღმოფხვრისთვის.

პეტიცია შედგენილია თამუნა მჭედლიძის და ნათია დვალის ოჯახების თხვონით. იგი ასევე გამოხატავს ამ ტრაგედიით გამოწვეულ გულისტკივლს კერძოდ ლოტკინის მოსახლეობის და ფართო მასშტაბით ქართველი საზოგადოების აზრს არაკანონიერ რბოლებთან დაკავშირებით.

http://rustavi2.com/ka/news/54619