• საიტის შესახებ
  • გამოყენების წესები
  • კონტაქტი
  • 1. ა(ა)იპ "მანიფესტი" არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისა თუ გაერთიანების მხარდამჭერ ინტერნეტ რესურსს და არც მომავალში განიხილება მსგავსი შესაძლებლობა.

    2. გამოკითხვები არ წარმოადგენს სრულყოფილ, მეთოდოლოგიურ სოციალურ კვლევას

    3. პეტიციები, შედგენილია მომხმარებლების მიერ და არ გამოხატავს საიტის ადმინისტრაციის შეხედულებებს

    4. საიტზე რეგისტრაცია უფასოა, დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს

    5. იკრძალება ისეთი შინაარსის ინფორმაციის განთავსება საიტზე, რომელიც დისკრიმინაციულია, ზღუდავს სხვათა უფლებას, შეურაცხმყოფელია მესამე პირებისათვის, ახდენს სიძულვილის და აგრესიის წახალისებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან ფართოდ გავრცელებულ საერთაშორისო სტანდარტებს

    6. ვებ საიტზე არსებული მასალის გადაბეჭდვა ან გამოყენება წყაროს მითითების გარეშე დაუშვებელია.
  • ონლაინ პეტიციების საიტზე www.manifest.ge რეგისტრაცია უფასოა, დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ფიზიკურ, იურიდიულ ან საინიციტივო ჯგუფს.

    პეტიციის გასახსნელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც შესაძლებელია პეტიციის გახსნა. გახსნისას აუცილებელია დავიცვათ წესები

    1. პეტიცისს დასახელება უნდა იყოს მტკიცებითი ფორმით და ჰქონდეს რაიმეს მოთხოვნის, მხარდაჭერის ფორმა.

    2. პეტიციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს აღწერა (ტექსტი) რომელიც თქვენი მოთხოვნის შესაბამისი უნდა იყოს.

    3. პეტიციას სასურველია ჰქონდეს სურათი ან ვიდეო, ვიდეოს ჩასმა შეგიძლიათ youtube.com დან ბრაუზერში განთავსებული ლინკის გადმოტანით საიტზე შესაბამის ველში.

    4. პეტიციაში აუცილებელია მონიშნოთ ადრესატი, ერთი ან რამოდენიმე. თუ ადრესატების ჩამონათვალში არ არის თქვენთვსის სასურველი უწყება/პიროვნება აირჩიეთ „სხვა“ და თავად ჩაწერთ ადრესატის სახელი და ელ-ფოსტა. პეტიციის გამარჯვების შემთხვევაში ავტომატურად მოხდება წერილის ადრესატთან გაგზავნა პეტიციის შესახებ.

    5. პეტიციაში აუცილებელია მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ხელმომწერების რაოდენობა. მინიმალური ოდენობა, რომლის მითითებაც შეგიძლიათ არის 50 ხელმოწერა, მაქსიმალური რაოდენობა-შეუზღუდავია. მოითხოვოთ საჭირო ხელმომწერების რეალური რიცხვი. ეს დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

    6. პეტიციის გახსნისას აუცილებელია კატეგორიის არჩევა.

    7. პეტიციის გახსნისას არის ფუნქცია „დამატებითი ველი“.მისი გამოყენება შეგიძლიათ, თუ თქვენ გსურთ ხელმომწერებისგან, დამატებით, რაიმე სპეციფიკური ინფორმაციის მოთხოვნმა.

    8. პეტიციაში მონაწილეობა შეუძლია ნიბისმიერ ფიზიკურ პირს.ამისათვი სთქვენ ავსებთ მოთხოვნილ ველებს და აჭერთ ღილაკს „ხელმოწერა“, რის შემდეგაც ავტომატურად დაფიქსირდებით პეტიციის ხელმომწერებში.

    9. საიტზე იკრძალება ისეთი შინაარსის ინფორმაციის განთავსება, რომელიც დისკრიმინაციულია, ზღუდავს სხვათა უფლებას, შეურაცხმყოფელია მესამე პირებისათვის, ახდენს სიძულვილის და აგრესიის წახალისებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან ფართოდ გავრცელებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

    10. პეტიციის შინაარსზე პასუხისმგებელია თავად პეტიციის ავტორი საიტის ადმინისტრაცია არ ერევა, სრულად ან ნაწილობრივ რედაქტირებაში, შეცვლაში ან საიტიდან მის წაშლაში, მიუხედავად პეტიციის პოლიტიკური თუ სხვაგვარი შინაარსისა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი წესების 1, 2, 9 პუნქტების დარღვევის აღმოჩენისას. ასეთ შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეზღუდოს და ავტორს მოთხოვოს მისი მოყვანა საიტის წესებთან შესაბამისობაში ან საერთოდ წაშალოს ასეთი პეტიცია, თუ კი არ მოხდება მითითებული ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრა

    გამოკითხვაში მონაწილეობა შუძლია ნებისმიერ პიროვნებას, აირჩევთ სასურველ პასუხს და დააჭერთ ღილაკ „ხმის მიცემა“.

    სიახლეების გამოწერა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას, წერთ თქვენს ელ-ფოსტას და ირჩევთ სასურველ განყოფილებებს, რის შემდეგაც პერიოდულად გეგზავნებათ სასურველ განყოფილებებში გახსნილ პეტიციებზე ინფორმაცია.

    ვებ საიტზე არსებული მასალის გადაბეჭდვა ან გამოყენება წყაროს მითითების გარეშე დაუშვებელია.
  • დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე [email protected]
    ან ისარგებლეთ ქვემოთ არსებული საკონტაქტო ფორმით