30 ნოემბერი

-0001

tengo
okujava
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 32946 ხელმოწერა
    2054
    35000
    ადრესატი: საზოგადოებრივი მაუწყებელი

    პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის

    ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრები, წინამდებარე პეტიციაზე ხელმომწერნი, ვითხოვთ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დამსახურებისამებრ გააშუქოს ქართული რაგბი:  ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების საშინაო და გასვლითი მატჩები;  ქართული კლუბების საევროთასო ასპარეზზე ჩატარებული საშინაო და გასვლითი მატჩები;  ეროვნული ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩები;  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს ყოველკვირეული სარაგბო გადაცემის მომზადება, რომელიც მოემსახურება ეროვნული ჩემპიონატის მიმოხილვას, ინფორმაციულ და ანალიტიკურ სიუჟეტებს. ცნობილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოდგენილია ორი სამაუწყებლო არხით, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ანუ პირდაპირ თუ ირიბად საზოგადოების მხრიდან, შესაბამისად ჩვენი თხოვნის ამოსავალი წერტილიც, სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების დაკვეთაა - დამსახურებისამებრ და საკადრისად გაშუქდეს ქართული რაგბი. ჩვენი თხოვნა ეხება რაგბის პოპულარიზაციისთვის იმ აუცილებელს ელემენტს, რასაც მედია სივრცის დათმობა ჰქვია, მაგალითისთვის გაცნობებთ, რომ დასწრება სარაგბო ბატალიებზე არნახულად მზარდია:  ერთა თასის მატჩებზე საშუალოდ ოცი-ოცდახუთი ათასი გულშემატკივარი;  რუმინეთთან დაპირისპირებისას ოცდაათი ათასი გულშემატკივარი;  რუსეთთან დაპირისპირებისას კი ორმოცდაათი ათასამდე გულშემატკივარი;  ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ხუთასიდან ათას გულშემატკივრამდე (2013/14 - 2014/15 სეზონი)  პლეიოფებზე ავჭალისა თუ შევარდენის სტადიონები (დაახლოებით 2,000 ადგილი) პირთამდე ივსება.  ეროვნული ჩემპიონატის ფინალს 8000-მდე გულშემატკივარი დაესწრო 2013-14 წლების სეზონში,  წელს „თბილისის კავკასიელების“ საევროთასო ასპარეზობას ათი ათასამდე გულშემატკივარი. წელს ბორჯღალოსნებს ოცდახუთი წელი შეუსრულდათ, ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე განსაკუთრებული ტემპით ვითარდება სპორტის ეს სახეობა: ზედიზედ მეოთხედ ვიღებთ მონაწილეობას მსოფლო თასის გათამაშებაზე, 12 გათამაშებიდან შვიდჯერ მოვიპოვეთ ევროპის ერთა თასი (2011 წლიდან ზედიზედ ოთხჯერ), სადაც ოთხჯერ შევასრულეთ ”დიდი სლემი” (ვძლიეთ ყველა მეტოქეს), თხუთმეტი გათამაშებიდან ცხრაჯერ ვიმარჯვეთ ”უმცროს ექვს ერზე” (U 18). დღესდღეობით სამოცდაათზე მეტი რეგისტრირებული სარაგბო კლუბი ფიქსირდება საქართველოში, ათი ათასამდე პროფესიონალი სპორტსმენი, ბოლო წლებია გააქტიურდა ჩართულობა სამოყვარულო რაგბიშიც, რის დასტურია: ყოველწლიური ტურნირი „ქვიშის რაგბიში“, სადაც წელს ბათუმს 30-მდე პროფესიონალური თუ სამოყვარულო გუნდი ეწვია. სხვადასხვა სასწავლებლებში კი „შვიდკაცა“ რაგბის გუნდები, რომლებიც სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობენ. ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით თავად განსაჯეთ, თუ რა როლს ითამაშებს ტელე-ეთერის რაგბისთვის გამოყოფა შემდგომი პროგრესში, რამდენად დაინტერესდება ფინანსური ზრდის პერსპექტივის ფონზე, ევროპული ოჯახის ზღურბლზე მდგომი კერძო (სამეწარმეო) სექტორი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თხოვნა სცილდება მხოლოდ წმინდა სპორტულ თემატიკას და მას სოციალური, საზოგადოებრივი და გნებავთ სახელმწიფოებრივი დატვირთვაც გააჩნია. რაგბი ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა. რაგბი მომავალი თაობების სწორად აღზრდის, მაღალი ფასეულობების ზიარების, ღრმა შინაარსის სისტემაა. სისტემა, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე:  რაგბი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად წარმოგვიდგა;  ქართული სარაგბო თემი დღემდე აქტიურად არის ჩაბმული კამპანიაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ;  ქართული სარაგბო თემი ასევე აქტიურად არის ჩაბმული კამპანიაში გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე;  ეთნიკურად თუ რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან რეგიონებში ხელს უწყობს მოქალაქეთა დაახლოებას (პანკისის ხეობა, ქვემო ქართლი, სამცხე–ჯავახეთი). ეს მხოლოდ ნაწილია იმ ჩამონათვალისა სადაც ქართული რაგბი სახელმწიფოს თუ საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ყოველივე ზემოთხსენებულის პროგრესის გარანტი კი ზოგადად ქართული რაგბისა და ბორჯღალოსანთა წარმატებებია. წარმატებები, რომელთაც ხელშეწყობა თითოეული ჩვენთაგანის ვალია. ქართული რაგბის გულშემატკივრები

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ირაკლი ლომოური საქართველო თბილისი 05/06/2018
    2
    ბადრი ციქუბაძე საქართველო გორი 20/11/2017
    3
    ბადრი ციქუბაძე საქართველო გორი 20/11/2017
    4
    გიორგი ბერიტაშვილი საქართველო თბილისი 29/01/2017
    5
    გიორგი ქისტაური საქართველო თბილისი 14/10/2016
    6
    ზურაბ ჯაში საქართველო თბილისი 20/09/2016
    7
    Temo Jgarkava 07/02/2016
    8
    თემო ჯღარკავა საქართველო რუსთავი 07/02/2016
    9
    ნოე სვანიძე საქართველო ქუთაისი-თბილისი 25/01/2016
    10
    დათა მიშველაძე საქართველო თბილისი 17/12/2015
    11
    მინდია თულაშვილი საქართველო ბათუმი 17/12/2015
    12
    გიორგი ფარტენაძე საქართველო ბათუმი 17/12/2015
    13
    სალომე ცომაია საქართველო თბილისი 16/12/2015
    14
    გიორგი ბექაია საქართველო ბათუმი 16/12/2015
    15
    მარიამი ჯავახია საქართველო თბილისი 16/12/2015
    16
    დათო შავდათუაშვილი საქართველო თბილისი 16/12/2015
    17
    თამთა გიგაური საქართველო თბილისი 16/12/2015
    18
    თემო ჯინჭარაძე საქართველო თბილისი 16/12/2015
    19
    ბექა ბექაური საქართველო თბილისი 15/12/2015
    20
    ნიკა ბიგანიშვილი საქართველო რუსთავი 15/12/2015