22 ოქტომბერი

2016

Sophie
Jibuti
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1819 ხელმოწერა
    181
    2000
    ადრესატი: თბილისის მერია

    მოვითხოვთ შუმბა ლენდში ცხოველების ფორმის ურნების შეცვლას

    ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია:

    ·         მუხლი 2

    ყველაცხოველს აქვს უფლება,  მოეპყრან პატივისცემით;

    ·         მუხლი 3

    არცერთ ცხოველს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მითუმეტეს სასტიკად;

    ·         მუხლი 10

    საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

     

    ვინაიდან დღეს ჩვენ ქვეყანაში სულ მეტად იკვეთება ცხოველთა მიმართ მომხმარებელი და სასტიკი და მოკიდებულება.

    იმის ფონზე, რომ სახელმწიფო არ იჩენს ინტერესს, ჰქონდეს სრულყოფილი კანონმდებლობა და გააჩნდეს საგანმანათლებლო სტრატეგია ახალგაზრდა თაობის ცხოველებისადმი ჰუმანური და ჰარმონიული დამოკიდებულების დასამკვიდრებლად, რაც იწვევს სისასტიკის და აგრესიის მატებას დაუცველი არსებების მიმართ, დაუშვებლად მიგვაჩნია ვაკის პარკში, “შუმბალენდ”-ის ტერიტორიაზე განთავსებული ცხოველების ფიგურების გამოყენება ნაგვისურნებად.

    ცხოველებისადმი სისასტიკე უშუალო კავშირშია ადამიანისადმი სისასტიკესთან და მისი პროფილაქტიკა საჭიროა ადრეული ასაკიდან. ბავშვი ცხოველებისადმი სიყვარულით უნდა იზრდებოდეს, ცხოველების ფორმის "საყვარელი" ურნები კი ვერჩაითვლება კარგ პედაგოგიურ იდეად. გაუგებარია, რატომ უნდა ჩატენო საყვარელ არსებას პირში ნაგავი, სიგარეტის ნამწვები და აშ. ამ გზით პატარა ბავშვი ეჩვევა ცხოველებთან უდიერად მოპყრობას და ასეთი ქცევის წაქეზება მიუღებელია ქალაქის მმართველობის მხრიდან.

    ასევე საყურადღებოა, რომ ბავშვებს სათამაშოდ და გასართობად მოსწონთ ეს ურნები, ისინი ეხუტებიან სიგარეტის ნამწვებითა და ნარჩენებით ამოვსებულ ცხოველების ფიგურებს, რაც არაჰიგიენურია.

    კატეგორიულად მოვითხოვთ არსებული ნაგვის ყუთების დემონტაჟს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების საკეთილდღეოდ უმჯობესია, ჩაანაცვლოთ ისინი სხვა ფორმის კონტეინერებით, რომლებსაც არ ექნება უარყოფითი გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე.

     

    ცხოველთა უფლებების კომიტეტი

    ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანიმალი“

    პარტიზანული მებაღეობა

    დემოკრატიული ინსტიტუტი

    ააიპ. ფისომოყვარულთა კლუბი

    ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონიტი 

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მირიან გაბაიძე საქართველო თბილისი 09/05/2017
    2
    Manana Apkhadze 05/03/2017
    3
    მარინა თიკანაძე საქართველო თბილისი 26/01/2017
    4
    სოფო ებრალიძე ამერიკა New York 23/12/2016
    5
    თამარ ჯინჭარაძე საქართველო თბილისი 16/11/2016
    6
    ნათია მიქელაძე საქართველო თბილისი 01/11/2016
    7
    გიორგი საყვარელიძე საქართველო თბილისი 01/11/2016
    8
    გიორგი თვალიაშვილი საქართველო რუსთავი 27/10/2016
    9
    თამარ საგინაშვილი საქართველო თბილისი 27/10/2016
    10
    სოფო დურგლიშვილი საქართველო მცხეთა 27/10/2016
    11
    თინათინ ვაშაყმაძე საქართველი თბილისი 27/10/2016
    12
    დიანა ბაკურიძე საქართველო თბილისი 26/10/2016
    13
    ლიზი ქოქოშვილი საქართველო თბილისი 26/10/2016
    14
    Levan Uturgashvili Saqartvelo Tbilisi 26/10/2016
    15
    ზურა კაცელაშვილ საქართველო მცხეთა 26/10/2016
    16
    მანანა მალაღურაძე საქართველო თბილისი 26/10/2016
    17
    კარინა ხარაზიშVილი საქართVEლო თBილისი 25/10/2016
    18
    ანა კიკალიშვილი საქართველო თბილისი 25/10/2016
    19
    ელენე მალაშევსკი-ჯაყელი საქართველო თბილისი 25/10/2016
    20
    ზურაბ გიგაშვილი საქართველო თბილისი 25/10/2016