30 ნოემბერი

2016


  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 11993 ხელმოწერა
    7
    12000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    ონლაინ სესხები არ უნდა აიკრძალოს

    ონლაინ სესხების გაუქმება უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის კეთილდღდეობაზე.

    ეს ორგანიზაციები იმ მიზნით შეიქმნა, რომ დაეკმაყოფილებინა ბაზარზე არსებული მოთხოვნა. მოგეხსენებათ, რომ საბანკო სესხები ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი, ფულის სესხება კი ბევრ ადამიანს უწევს პერიოდულად: სწავლის საფასურის გადასახდელად, მედიკამენტების შესაძენად თუ სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დასაფარად. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს შემოსავლის წყარო, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ მუშაობს, მაგრამ სამსახურში დროულად ვერ იღებს კუთვნილ ხელფასს, სტუდენტი - დროულად ვერ იღებს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ 200 ევროს, გლეხი - 3 თვეში ღვინოს გაყიდის და აიღებს მიზერულ თანხას, მაგრამ ფული დღეს სჭირდება ვენახის მოსავლელად.  ასეთ შემთხვევებში ადამიანებს უწევთ ფულის სესხება. ბანკები, როგორც წესი, არ გასცემენ სესხებს ადამიანზე, რომელსაც შემოსავალი საბანკო ბარათზე არ ერიცხება, ამიტომ ადამიანი იძლებულია, რომ სხვა გზა მოძებნოს სასურველი თანხის მისაღებად. ამისათვის უმარტივესი გზაა ონლაინ სესხები. თუ ონლაინ სესხი არ იქნება, მაშინ ადამიანს მოუწევს მევახშისგან ისესხოს თანხა, ან დაალომბარდებს ოქრო-ვერცხლის სამკაულებს, ტელეფონს, მანქანას... უკიდურეს შემთხვევაში კი კრიმინალური გზით მოიპოვებს სასურველ ფულს.

    საგულისხმოა, რომ ონლაინ სესხების აღება ძალიან მარტივია და თითქმის არ ხდება პერსონალური მონაცემების გადამოწმება, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. აუცილებელია, რომ ონლაინ სესხის გამცემმა კომპანიამ სესხის გაცემამდე მოახდინოს სესხის ამღების იდენტიფიცირება, რათა ერთი ადამიანის მონაცემებით მეორემ არ აიღოს სესხი და  მოქალაქეები არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი.

    მოვითხოვთ, რომ ონლაინ სესხების  გაუქმების ნაცვლად მოხდეს მათი სერვისის დახვეწა, სესხის გაცემამდე პერსონალური მონაცემების გადამოწმება და კონტროლის გამკაცრება.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თორნიკე ძნელაძე საქართველო თბილისი 25/05/2018
    2
    ramin lamparadze georgia batumi 01/12/2016
    3
    მარია ცისკარიშვილი თბილისი თბილისი 30/11/2016
    4
    შორენა ზედგინიძე საქართველო თბილისი 30/11/2016
    5
    ნინო მგალობლიშვილი საქართველო თბილისი 30/11/2016
    6
    ბექა ბიწაძე საქართველო თბილისი 30/11/2016
    7
    30/11/2016