01 დეკემბერი

2016

გიორგი
გიორგაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9985 ხელმოწერა
    15
    10000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    მოხდეს ყველა დოლარში გაცემული იპოთეკური სესხის ლარში კონვერტაცია

         როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 29 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ. "მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ამ გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, 2015 წლის პირველ იანვრამდე, ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება. მსგავს სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიოც გაუქმდება. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში, ყველა კლიენტს შეტყობინება გაუგზავნონ, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც ლარის კურსზე ზეწოლას საგრძნობლად შეამცირებს“, - განაცხადა პრემიერმა. 

         მთავრობის მხრიდან აღნიშნული ინიციატივა რათქმაუნდა მისასალმებელი და დასაფასებელია, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ის პირები, რომლებსაც იპოთეკური სესხი აღებული აქვთ 2015 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდში, ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლებენ და იძულებულნი იქნებიან სესხი დაფარონ ყოველთვიურად გაძვირებული კურსით და მეტი ლარი გადაიხადონ დოლარის შესაძენად. რაც მათ იმ პირებთან შედარებით, ვისაც აღნიშნული "ერთჯერადი სოციალური აქციით" სარგებლობა შეუძლიათ აყენებთ ერთგვარ დისკრიმინირებულ პოზიციაში.

         ჩვენი მოთხოვნაა არ მოხდეს მომხმარებელთა მსგავსი დაყოფა და ხსენებული "ერთჯერადი სოციალური აქცია" გავრცელდეს ყველა იმ პირზე ვისაც იპოთეკური სესხი აღებული აქვთ არა 2015 წლის პირველ იანვრამდე, არამედ 2016 წლის 30 ნოემბრამდე  პერიოდში.  სესხის გაცემის თარიღის მიუხედავად, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს მოახდენს თუ არა დოლარში აღებული იპოთეკური სესხის ლარში კონვერტაციას.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ტატო კაკალაშვილი საქართველო თბილისი 11/06/2017
    2
    ეთერ მახაჭაძე საქართველო ბათუმი 09/12/2016
    3
    დავით ნაცვლიშვილი საქართველო თბილისი 08/12/2016
    4
    აჩი ჩიხრაძე 08/12/2016
    5
    ნატო ასლანიშვილი საქართველო თბილისი 07/12/2016
    6
    რობი მახარაშვილი საქართველო რუსთავი 02/12/2016
    7
    ნინო შერაზადიშვილი საქართველო თბილისი 01/12/2016
    8
    კონსტანტინე ჯიქიძე საქართველო რუსთავი 01/12/2016
    9
    შალვა გოგსაძე საქართველო თბილისი 01/12/2016
    10
    ანი ბებია საქართველო თბილისი 01/12/2016
    11
    დავით გაფრინდაშვილი საქართველო თბილისი 01/12/2016
    12
    გიორგი წიგნაძე საქართველო თბილისი 01/12/2016
    13
    გიორგი ბებია საქართველო თბილისი 01/12/2016
    14
    გიორგი გიორგაძე საქართველო თბილისი 01/12/2016
    15
    George MBimmer 01/12/2016