პირველკლასელთა რეგისტრაციისას საცხოვრებელ მისამართს მიენიჭოს პრიორიტეტი
მოგესალმებით. პირველკლასელთა რეგისტრაციისას საცხოვრებელ მისამართს პრიორიტეტი მიენიჭოს !!!! სკოლასა და საბავშვო ბაღში რეგისტრაციის დროს დიდ უკმაყოფილებას იწვევს ე.წ. კომპიუტერის "გაჭედვა", რატომღაც, მოცემული საათის 1 წუთზე უკვე შევსებულია ყველა ადგილი. ვთქვათ, დავიჯერეთ და შეივსო ობიექტურად, ვერ დავაჭირე საათის 2 წამზე, რა გამოდის? 6 წლის ბავშვით დილის 8 საათზე უმძიმესი (ალბათ 5 კგ) სკოლის ჩანთით ვატარო ნახევრად მძინარე ბავშვი რამოდენიმე გაჩერება????? ასეთი დაღლილი მივიყვანო სკოლასა თუ ბაღში???? მერე, ისევ საღამოს, ამ საცობში, 1 საათი მოვანდომოთ სახლში მისვლას? კი, ბატონო, მერე დავწერთ განცხადებას დაკმაყოფილებაზე და პასუხი იქნება - თუ გათავისუფლდება, შეგატყობინებთ!!! არც გათავისუფლდება როგორთი მშობლისთვის !!!! მაგალითად, ჩემი ახლობლის ბავშვი რეგისტრაციის დროს გამცხადებული საათის 2-3 წამზე "ვერ" მოხვდა კიკვიძის ბაღის ტერიტორიაზე (ნაძალადევი), დაწერა განცხადება, დაურეკეს და ... იცით, სად მოუნახეს ადგილი???? სანზონა-თემქის ასახვევთან, მე-8 საავადმყოფოს ზემოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, 2 წლის ბავშვი მშობელმა ყოველდღე რომ ატაროს ასეთ მანძილზე (4-5 გაჩერება) ?????? იმას აღარ ვამბობ, მერე მშობელს სამსახურში რომ ეჩქარება :)
ეს ძალიან ადვილია - მივცეთ პრიორიტეტი ჯერ ახლო მცხოვრებ ბავშვს და, შემდგომ, სხვა მსურველს !!!! ვფიქრობ, ბევრი დამიჭერს მხარს და, ნუ დაველოდებით გაზაფხულს, რეგისტრაციის პერიოდს ! მოვითხოვოთ ცვლილება, დავიცვათ ჩვენი შვილის უფლება, სამინისტრომ კი შეასრულოს მათი მოვალეობა !!!!!!!!!