15 იანვარი

2017

ააიპ ღია აფხაზეთისათვის
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 29984 ხელმოწერა
    16
    30000
    ადრესატი: არასამთავრობო ორგანიზაციები

    სახალხო დიპლომატია

    ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა მოუწოდებს დევნილ საზოგადოებას სახალხო დიპლომატთა ინსტიტუტის შექმნისა და მისი განვითარებისაკენ. სახალხო დიპლომატი საკუთარი თავის, ადამიანთა ვიწრო ჯგუფის წარმომადგენელია, ოფიციალური დიპლომატი კი - სახელმწიფოს წარმომადგენელი. სახალხო დიპლომატიისა და ოფიციალური დიპლომატიის საქმიანობის კოორდინაცია აუცილებელია თუნდაც გარკვეული დოზით. სახალხო დიპლომატია უფრო აქტიური და შემტევი უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ და განახორციელოს ხელისუფლებაზე პოზიტიური ზემოქმედება, ხოლო ოფიციალურმა დიპლომატიამ გაამყაროს, ან პოზიტიურად შეცვალოს საკუთარი პოზიციები სახალხო დიპლომატიის მონაპოვარის საფუძველზე.

     

    ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა მოუწოდებს საზოგადოებას, ხელი შეუწყოს აფხაზთა და ქართველთა შორის კომუნიკაციის აღდგენას, რაშიც შედის ყოველდღიურობის კულტურულ, სოციალურ, აკადემიურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ტელე თოქ-შოუები, ტელე-ხიდები, კონფერენციები, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შეხვედრები როგორც ადგილობრივ, ასევე ნეიტრალურ ტერიტორიაზე; ახალგაზრდობას შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა, მეწარმეებს, ბიზნესმენთა შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა. ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს სახალხო დიპლომატიის განვითარებას, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ „ხალხის ნება, თუკი ის არ ემთხვევა მთავრობის სურვილებს, ვერაფერს, მათ შორის, სახალხო დიპლომატიის დონესაც ვერ შეცვლის ვერც საქართველოში და ვერც სხვა რომელიმე ქვეყანაში“, „სახალხო დიპლომატია შედეგიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნებადართული და დაგეგმილია ზევიდან“, უფრო დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატიამ შეიძლება მიაღწიოს თვალსაჩინო წარმატებას ზევიდან მომდინარე წინააღმდეგობის შემთხვევაშიც, ან ზემოდან ხელშეწყობის გარეშე. „სახალხო დიპლომატია გარკვეულ წარმატებებს აღწევს მაშინაც, როცა წინააღმდეგობაში მოდის ოფიციალურ პოლიტიკასთან, უფრო მეტიც, სწორედ მაშინ ხდება საჭირო, როცა ოფიციალური დიპლომატია ვერ ახერხებს კონფლიქტის განმუხტვას“.

    მოსახლეობა ნაკლებად, ან საერთოდ არ იცნობს რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ და მის მიერ აფხაზთა რეინტეგრაციაზე მიმართულ დოკუმენტში დეკლარირებულ ოფიციალურ პოზიციას სახალხო დიპლომატიის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი, თუნდაც სუსტი სტრატეგია და ტაქტიკა აღნიშნულთან მიმართებით. ნაწილი ხაზს უსვამს იმას, რომ მსგავსი დოკუმენტების შექმნაზე გაწეული მუშაობა ფუჭია, თუკი არ მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები მისი რეალიზაციისათვის, რასაც ნაკლებად მოელიან „არაპროგნოზირებადი, არათანმიმდევრული, პიარ-კამპანიებზე ორიენტირებული მთავრობისაგან“.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლევან მიქაძე საქართველო თბილისი 26/06/2017
    2
    ზურაბ გიგაშვილი საქართველო თბილისი 05/02/2017
    3
    მარი ჯაფარიძე საქართველო თბილისი 23/01/2017
    4
    ხათუნა მიქაუტაძე საქართველო თბილისი 20/01/2017
    5
    გელა კორახაშვილი საქარათველო წნორი 20/01/2017
    6
    გიორგი სხულუხია საქართველო სოხუმი 20/01/2017
    7
    ლევან კაჭარავა საქართველო თბილისი 20/01/2017
    8
    მირიან ბერულავა საქართველო სოხუმი-ქუთაისი 19/01/2017
    9
    კონსტანტინე ვეკუა საქართველო გულრიფში 19/01/2017
    10
    ლაშა ყურაშვილი საქართველო სოხუმი 18/01/2017
    11
    Maxo Koxia 17/01/2017
    12
    თამარი ჯაფარიძე აშშ ნიუ იორკი 16/01/2017
    13
    ბესიკი ადამია საქართველო ქუთაისი 16/01/2017
    14
    დავით კორახაშვილი საქართველო თბილისი 16/01/2017
    15
    დავით კორახაშვილი საქართველო თბილისი 15/01/2017
    16
    ლაშა ბერულავა საქართველო თბილისი 15/01/2017