18 იანვარი

2017

ფსიქიატრთა საინიციატივო
ჯგუფი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 170 ხელმოწერა
    1830
    2000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა!

    2017 წლის 3 იანვარს ფსიქიატრიული მომსახურება მოულოდნელად დადგა ნეგატიური ცვლილებების წინაშე. ჯანმრთელობის პროგრამის დაფინასების წესის დაუგეგმავმა ცვლილებამ გამოიწვია ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.

    მწვავე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით 40% შემცირდა, რის გამოც თბილისში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი სამი ფსიქიატრიული განყოფილება იძულებული გახდა შეეწყვიტა პაციენტების მიღება და გაეუქმებინა 90 მწვავე საწოლი.

    თბილისში მომსახურებას განაგრძობს მხოლოდ ორი ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც არის გადავსებული და, შესაბამისად, სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც კი უარს ეუბნება პაციენტების მიღებაზე. შედეგად ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები რჩებიან მომსახურების გარეშე.

    2017 წლის საბიუჯეტო დადგენილებით სახელმწიფო ძირეულად ეწინააღმდეგება 2015 წელს მის მიერვე მიღებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმას და უარს ამბობს თანამედროვე, ჰუმანურ და ხარისხიან  ფსიქიატრიულ მომსახურებაზე.

    დარგის სპეციალისტთა აზრით დაუშვებელია რეფორმის შედეგად შექმნილი ფსიქიატრიული სერვისის გაუქმება დაფინანსების მოდელის  გაუაზრებელი ცვლილების გამო.

    მოვითხოვთ  ხალისუფლების და დარგის პროფესიონალების თანამშრომლობით მოხდეს ბიუჯეტის ცვლილება და დადგენილების გადახედვა პაცინტთა ინტერესების, უფლებების, ხარისხიანი ფსიქიატრიული მომსახურების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ღირსეულად დაცვის სასარგებლოდ.

    მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ თქვენი ხელმოწერით...

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნათია მიხელიძე საქართველო თბილისი 18/11/2019
    2
    რატი სარდანაძე საქართველო თბილისი 18/11/2019
    3
    ინგა ჯანეზაშვილი საქართველო თბილისი 18/11/2019
    4
    სალომე ჯაშიაშვილი საქართველო თბილისი 18/11/2019
    5
    თეონა მუნჩავა საქართველო თბილისი 18/11/2019
    6
    სალომე ჯაშიაშვილი საქართველო თბილისი 18/11/2019
    7
    ელენე ნებულიშვილი საქართველო თბილისი 18/11/2019
    8
    ნინო ვაჩაძე საქართველო თბილისი 18/11/2019
    9
    როზა ვაჩაძე საქართველო ამბროლაური 18/11/2019
    10
    მარიამ გრძელიშვილი საქართველო თბილისი 18/11/2019
    11
    მარიამ ნებულიშვილი საქართველპ თბილისი 18/11/2019
    12
    ლაშა ვანიშვილი საქართველო თბილისი 18/11/2019
    13
    დათო რუხაძე საქართველო ქუთაისი 29/10/2019
    14
    Tamar Giorgadze Georgia Tbilisi 17/02/2019
    15
    გიორგი წიქარიშვილი საქართველო თბილისი 02/07/2018
    16
    თინათინ ხათრიძე საქართველო თბილისი 23/03/2018
    17
    ნათია ბულისკერია საქართველო თბილისი 10/02/2018
    18
    გიგა ბულისკერია საქართველო თბილისი 10/02/2018
    19
    გიგა გოგოხია საქართველო თბილისი 10/02/2018
    20
    ნონა ჯგუბურია საქართველო თბილისი 10/02/2018