02 თებერვალი

2017

ნანა
ბუხსიანიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 469 ხელმოწერა
    31
    500
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    დაიცავით მოსახლეობა ენერგო კომპანიების მიერ ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებებისაგან

    როგორც ვიცით, ამ დღეებში საქართველოში საზარელი ფაქტი მოხდა. ბათუმში ენერგო პროს გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 2 უპოვარ აბონენტს 50 წლის უმუშევარ ქალს და 70 წლის პენსიონერს. მედია საშუალებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებამ მათი გაყინვით სიკვდილი გამოიწვია. თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა სხვა სახის ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც ქალები შიმშილისა და ავადმყოფობის გამო უკვე გარდაცვლილები იყვნენ როდესაც ენერგო პრომ მათ დენის მიწოდება შეუწყვიტა. ცხადია, რომ თუკი ეს ადამიანები იმდენად მშივრები და ფიზიკურად დაუძლურებულნი იყვნენ ხელმოკლეობის გამო, რომ მათი გარდაცვალების ფაქტი 26 იანვრამდე შეიძლება დამდგარიყო, ენერგო პროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათი საარსებო გარემოს კიდევ უფრო გაუარესების შესახებ მათ ფიზიკურ მდგომარეობას ვერანაირად ვერ გააუმჯობესებდა იმ შემთხვევაში თუკი ისინი 26 იანვარს ცოცხლები იყვნენ და სიკვდილის პირას იმყოფებოდნენ. ამიტომ გამოძიების მიერ "გამოვლენილი" მილიარდელი ორგანიზაციისათვის ხელსაყრელი ფაქტები, სურათის სიმძიმეს არ ცვლის.

    ეს საზარელი ფაქტი ლოგიკური შედეგია საქართველოში გაბატონებული მანკიერი რეალობისა. საქართველოში დამსაქმებლები გამოქვეყნებულ ვაკანსიებში მკაფიოდ აყენებენ 35 წლამდე ასაკობრივ შეზღუდვას მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა ზარზეიმით მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. სწორედ ამიტომ ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე რომლის ასაკი 35-დან 65 წლამდეა განწირულია უმუშევრობაზე და სახელმწიფოს მხრიდან სრული გულგრილობის მსხვერპლია. ასევე, საქართველოში მოხუცებული ადამიანი ღირსება აყრილია და მისი თვიური პენსია შეადგენს 180 ლარს რაც 70 დოლარის ექვივალენტია. და ეს ხდება მთავრობის წევრების მრავალ ათეულ ათასიანი ხელფასებისა და სახელფასო დანამატების ფონზე. ფაქტია, რომ საქართველო გინი ინდექსით უსწრებს აფრიკის სახელმწიფოებს, რაც შემოსავლის უკიდურესად არათანაბარ განაწილებაზე მიუთითებს. ხშირია ფაქტები, როცა მთავრობის მიერ რეგულირებული კომპანიები უთიშავენ დენს და გაზს მოქალაქეებს, რომლებსაც სამსახურზე და ნორმალურ პენსიაზე ოცნებაც არ შეუძლიათ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო. 
    მოვითხოვთ მთავრობისაგან, რომ 
    1. გაითვალისწინოს საზარელი პრეცედენტი და შემდგომი გაყინვების და სიკვდილების გამოსარიცხად შეიმუშავოს სიღარიბის მძიმე შედეგების აღმოფხვრის პროგრამა. 
    2. პროგრამის ფარგლებში მოეთხოვოს ენერგომატარებლების მიმწოდებლებს კვარტალური შეღავათიანი გადახდის სქემების გაშვება. მსგავსი სქემები წარმატებულად მუშაობს აშშ-ს თითქმის ყველა შტატში და ევროგაერთიანების მრავალ ქვეყანაში.
    3. მთავრობამ გადახედოს სოციალური დახმარების მექანიზმებს და თანხობრივ რაოდენობას და გაითვალისწინოს ენერგო მატარებლებზე სუბსიდირების შესაძლებლობები უმუშევარი და პენსიონერი მოსახლეობისათვის. 
    4.კანონით აიკრძალოს ზამთრის თვეებში და უარყოფითი ტემპერატურის დროს დენის და გაზის გათიშვა აბონენტისთვის. და მსგავსი გათიშვისათვის ენერგომატარებელი კომპანია დაჯარიმდეს. არც ერთი ორგანიზაცია არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მოქალაქის სიცოცხლეს!

    კონკრეტულად ბათუმში გაყინული დედა-შვილის საქმეზე ვაყენებთ მოთხოვნებს:

    1. ობიექტურად გამოიძიონ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები და გამოვლინდეს რეალური დამნაშავეები.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორგი სანაია საქართველო ქუთაისი 20/04/2017
    2
    ლელა სენსორი საქართველო ხაშური 23/03/2017
    3
    ლალი ბარათაშვილი საქართველო თბილისი 23/02/2017
    4
    Kakha Kukava 23/02/2017
    5
    Ia Tsetskhladze Sakartvelo Kobuleti 04/02/2017
    6
    თინათინი დობორჯგინიძე საქართველო თბილისი 03/02/2017
    7
    მარიამ შტილერი გერმანია ფრანკფურტი 02/02/2017
    8
    შორენა სვანიძე საქართველო თბილისი 02/02/2017
    9
    დავით მარგიანი საქართველო თბილისი 02/02/2017
    10
    ნინო ახალკაციშვილი საქართველო თბილისი 02/02/2017
    11
    შალვა მინდორაშვილი საქართველო სიღნაღი 02/02/2017
    12
    რუსუდან დაუშვილი საქართველო თბილისი 02/02/2017
    13
    ლილი მღვდელაძე საქართველო თბილისი 02/02/2017
    14
    ქეთევან თოდაძე საქართველო საგარეჯო 02/02/2017
    15
    ერეკლე მამალაშვილი საქართველო თბილისი 02/02/2017
    16
    აკაკი პეტრიაშვილი საქართველო თბილისი 02/02/2017
    17
    სოფიო ჯიბუტი საქართველო თბილისი 02/02/2017
    18
    გვანცა ღვაბერია საქართველო თბილისი 02/02/2017
    19
    ირაკლი კიკილაშვილი საქართველო თბილისი 02/02/2017
    20
    გრიგოლ შვანგირაძე საქართველოს თბილისი 02/02/2017