03 თებერვალი

2017

"პროგრესული თაობა საქართველოსთვის"
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 2000 ხელმოწერა
    0
    2000
    ადრესატი: საქართველოს პრეზიდენტი , სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო , განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    მოვითხოვთ მედიათეკის გახსნას დიდუბის რაიონში!

    არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობა საქართველოსთვის" მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დიდუბეში მედიათეკის გახსნისკენ. განათლება არის ის მეცნიერება, რომელიც თაობათა უკეთესობისკენ შეცვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, ეს ის გზაა, რომელიც საქართველოს და ქართველ ერს ნათელი მომავლისკენ გაუკაფავს გზას. მედიათეკების დანიშნულება საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში ძალიან დიდია, რადგან მისი მთავარი დანიშნულებაა ითამაშოს განათლების მიღების
    ერთ-ერთი საშუალების როლი, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ დიდუბის რაიონში მედიათეკის აშენება დიდ გავლენას იქონიებს ახალგაზრდობის, იმ ახალგაზრდობის განვითარებაზე, რომელიც მომავალი ძლიერი საქართველოს ძლიერი ფუნდამენტის ნაწილია. 

    განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლითაც შეგვიძლია სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ და იმედი გვაქვს, რომ არსებული რეალობა პროგრესისკენ მალე შეიცვლება და დაიწყება მედიათეკის აშენება !

    მოვუწოდებთ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, რათა მეტი ინტერესი გამოიჩინოს განათლების მეცნიერების კუთხით, რათა სწორედ თანადგომით და განათლებით შეგვიძლია ავაშენოთ ის საქართველო, რომლითაც ჩვენი მომავალი თაობა იამაყებს ! 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი