09 თებერვალი

2017

კატო
ბერძნიშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9909 ხელმოწერა
    91
    10000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს პრეზიდენტი , ფინანსთა სამინისტრო

    გაუქმდეს ონლაინ სესხები

    ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენ ადამიანს აქვს სესხი არ არსებობს. თუმცა რეალობა იმდენად მწარეა, ონლაინ სესხების კომპანიებისა და ე.წ. ამომღები კომპანიების მხრიდან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

    სესხის აღებისას მომხმარებელმა იცის, რომ 200 ლარის აღების შემთხვევაში ერთ თვეში დაახლოებით 240 ლარის გადახდა მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადა, „გადავადების სერვისს“ სთავაზობს კომპანია. ერთი თვით სესხის გადავადება საშუალოდ 60 ლარი ღირს. 4 თვით სესხის გადავადებისას, ძირი წესით დაფარული უნდა იყოს, მაგრამ დავალიანება მაინც 240 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებულ დღეებზე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო და ყოველდღიური ჯარიმები, საშუალოდ თანხის 1,5%. სწორედ ასეთი სისტემის გამო, მსესხებელს 200 ლარის აღების შემთხვევაში თუ დროულად თანხა ვერ დაფარა, 600-800 ლარის უკან დაბრუნება უწევს.

    სესხები გაიცემა ყოველგვარი ცნობის ან პერსონის გადამოწმების გარეშე. რის გამოც, ხშირად ხდებიან ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნიც. არასრულწლოვანი შვილები, მშობლების მონაცემებს იყენებენ, რათა ისარგებლონ სესხებით.

    საგულისხმოა, რომ ონლაინ სესხების კომპანიის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი კონტროლისა და ლიცენზიის გარეშე. მთავარია გქონდეს თანხა.

    და რა ხდება მაშინ თუ თანხა ვერ გადავიხადეთ? ერთი თვის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენელი გირეკავს და გახსენებს რომ თანხა გაქვს გადასახდელი. მეორე-მესამე თვიდან კი სესხი ამომღებ კომპანიას გადაეცემა, შპს-ს რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და საქართველოს კონსტიტუციას აქტიურად არღვევენ. იწყება მსესხებელზე ზეწოლა, ყოველდღიური რეკვები (განსაკუთრებით ხელფასის აღების პერიოდში), მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მიდიან სამსახურში, ურეკავენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, სამსახურის უფროსსაც კი.. ასმენინებენ პატრულის სიგნალიზაციას, ემუქრებიან რომ დაუყადაღებენ (თავად!) უძრავ-მოძრავ ქონებას, ზოგიერთ შემთხვევაში დაიჭერენ, ერთ-ერთი თანამშრომელი მოკვლითაც კი დაემუქრა მომხმარებელს.

    ამ ზემოთაღნიშნულმა ფაქტებმა, ბევრი ახალგაზრდა დაუფიქრებლად მიიყვანა თვითმკვლელობის ზღვარზე. ბევრ ადამიანს არც ინფორმაცია აქვს და არც საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული კანონდარღვევების აღსაკვეთად.

    უამრავ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც აიკრძალა ონლაინ სესხები, ასეთი კაბალური საპროცენტო განაკვეთები იქაც კი არ არსებობდა!

    სწორედ ზემოხსენებული, დაზარალებული მოსახლეობა ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მთავრობისგან, იმ მთავრობისგან, რომელიც შექმნილია ხალხის კეთილი ნებით მოგვექცეს ყურადღება და გაგვეწიოს თანადგომა . დაწესდეს რეგულაციები ონლაინ სესხებისათვის და ამომღები კომპანიებისათვის! დაწესდეს მაქსიმალური წლიური 36% – 360%-ის ნაცვლად. გაკონტროლდეს ამომღები კომპანიის ქმედებები! იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა, ვერ განახორციელებს აღნიშნულ რეგულაციებს, აიკრძალოს და გაუქმდეს “თანამედროვე მევახშეების” არსებობა! წერილი იქნას განხილული და დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რაც მხოლოდ ერთი სიტყვით მაგრამ გასაგებადაა ნათქვამი. წერილის გამოგზავნაში მონაწილეობას იღებს როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონში მცხოვრები დაზარალებულები.

    ვაცხადებთ ღიად და თამამად რომ თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქტიურად დაიწყვება ხმაურიანი აქციები ჩვენი ქვეყნის  ყველა ქალაქსა და რეგიონში.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლევან დარასელია საქართველო თბილისი 16/11/2017
    2
    ნიკოლოზ გაბრაშვილი საქართველო თბილისი 25/10/2017
    3
    სოფიო ბოლოკაძე საქართველო თბილისი 28/09/2017
    4
    ქრიატინე ბაბლუანი საქართველო თბილისი 19/06/2017
    5
    გიორგი ბერუაშვილი საქართველო რუსთავი 18/06/2017
    6
    დაიანა გუჯაბიძე საქართველო ბათუმი 13/06/2017
    7
    მარიამ გიორგობიანი საქართველო თბილისი 13/06/2017
    8
    ცოტნე ბაბუაძე საქართველო თბილისი 11/06/2017
    9
    ხათუნა სირაძე საქართველო თბილისი 11/06/2017
    10
    შოთა ტაბატაძე საქართველო თბილისი 09/06/2017
    11
    თეა ღავთაძე საქართველო თბილისი 09/05/2017
    12
    ქეთევან მაისურაძე საქართველო თბილისი 12/04/2017
    13
    ლუკა ცირდავა საქართველო ზუგდიდი 02/04/2017
    14
    ლუკა თოლორდავა საქართველო თბილისი 30/03/2017
    15
    დავით რიკრიკაძე საქართველო თბილისი 07/03/2017
    16
    თამარ ცაგურია საქართველო რუსთავი 28/02/2017
    17
    ნათია ბატიაშვილი საქართველო რუსთავი 28/02/2017
    18
    მარიამ ოზბეთელაშვილი საქრთველო თბილისი 23/02/2017
    19
    ნიკო ალავიძე საქართველო თბილისი 22/02/2017
    20
    სოფიო ჯაფარიძე საქართველო თბილისი 21/02/2017