30 ნოემბერი

-0001

თამარა
ჩადუნელი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 7771 ხელმოწერა
    1229
    9000
    ადრესატი: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

    თხოვნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აღიაროს ლაშქრობა სპორტის სახეობად

    ლაშქრობა არის სპორტული აქტივობა, რომლის მიზანი და დანიშნულებაც არის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ლაშქრობა, ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი, ბუნების შემეცნების საუკეთესო საშუალებაა. ლაშქრობა თავისი მნიშვნელობით დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდების სწორად როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განვითარებაზე. სწორედ ესაა თითოეული სპორტის სახეობის, მათ შორის ლაშქრობის მიზანი. იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ლაშქრობის როგორც სპორტის სახეობის მიმართულება, საჭიროა არსებობდეს ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ამ სფერში ინფრასტრუქტურისა და პროფესიონალი მაღვალკვალიფიციყრი კადრების განვითარებას. მაგალითად, საფრანგეთში სალაშქრო ფედერაციის საქმიანობას თვალყურს ადევნებს ახალგაზრდობის, სპორტის და დასვენების სამინიტრო, ხოლო ლაშქრობა აღიარებულია სპორტულ აქტივობად სპორტის კოდექსის მიხედვით. ამ ეტაპისთვის, საჭიროა რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ლაშქრობა აღიაროს სპორტულ მიმართულებად და შექმნას მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოსა და საკანონმდებლო ბაზის შექმნას ლაშქრობის სფეროში. ლაშქრობის, როგორც სპორტული სახეობის პოპულარიზაციის გზით მოხდება ნებისმიერი კატეგორიის საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვა, სხვადასხვა ტიპის სალაშქრო პრაქტიკის განვითარება როგორიცაა, გადაადგილება ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, ან თხილამურებით თოვლში. გარდა ამისა, ლაშქრობა ამაღლებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ხელს შეუწყობს ძნელად მისასვლელ სოფლებსა და დასახლებებში ალტერნატიული შემოსავლების წყაროს შექმნას, წაახალისებს ქვეყნის ეკონომიკას, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს დაახლოებას ისეთ ევროპულ ქვეყნებთან რომელბიც უკვე ასწლეულების მანძილზე წარმატებით ატარებენ სალაშქრო პრაქტიკას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწოლილად ვთვლით იმას, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აღიაროს ლაშქრობა სპორტის სახეობად და შესაბამისად შექმნას ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ბექა ტაბიძე საქართველო თბილისი 07/03/2016
    2
    ნინო სამხარაძე საქართველო საჩხერე 29/10/2015
    3
    ნიკა ხუნჯუა საქართველო თბილისი 24/08/2015
    4
    მარი ველიაშვილი საქართველო თბილისი 16/06/2015
    5
    ნიკა მამულია საქართველო თბილისი 25/05/2015
    6
    ანი მესხიშვილი საქართველო თბილისი 25/05/2015
    7
    ნანუკა სიმონიშვილი საქართველო თბილისი 24/05/2015
    8
    თორნიკე გოგოლაძე საქართველო თბილისი 24/05/2015
    9
    უჩა ღვინიაშვილი საქართველო თბილისი 12/05/2015
    10
    ქრისტინე ბელაშვილი საქართველო თბილისი 10/05/2015
    11
    ლოლა ბუაჩიძე საქართველო თბილისი 02/05/2015
    12
    დავიტ მარმრაშვილი საქარტველო თბილისი 10/04/2015
    13
    GeoDark Angel 22/03/2015
    14
    ლიკა თაბუკაშვილი საქართველო თბილისი 09/03/2015
    15
    ბექა მაჭარაშვილი საქართველო თბილისი 07/03/2015
    16
    Luka Goshadze Tbilisi 30/11/-0001
    17
    ცაცა გვეტაძე ქუთაისი 30/11/-0001
    18
    nika chargeishvili tbilisi 30/11/-0001
    19
    ინგა არსოშვილი ტბილისი 30/11/-0001
    20
    მამია სვანიძე ბათუმი 30/11/-0001