04 მარტი

2017

კახაბერ
როდინაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 992 ხელმოწერა
    8
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    მოვითხოვთ, საქართველოს საჯარო სამსახურიდან წავიდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაგინებელი საქართველოს საჯარო მოხელეები!

    მოვითხოვთ, საქართველოს საჯარო სამსახურიდან წავიდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაგინებელი საქართველოს საჯარო მოხელეები!

     

    აუცილებელია საქართველოს საჯარო სამსახურიდან წავიდნენ, რა თქმა უნდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ის  საჯარო მოხელეები, რომლებიც 2016 წლის 8 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში საჯაროდ, მათ შორის სოციალურ ქსელებში,  დონალდ ტრამპს ლანძღავდნენ და აგინებდნენ, და 2016 წლის 8 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც  ლანძღავენ და აგინებენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპს.

     

    დონალდ ტრამპის მაგინებლების საქართველოს საჯარო სამსახურიდან წასვლის აუცილებლობა იმით არის გამოწვეული,  რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, ხოლო სტრატეგიულ მოკავშირესთან კარგი ურთიერთობების ქონა არის საჭირო.

     

    თუ ტრამპის მაგინებლები საკუთარი ნებით არ წავლენ, არსებობს შტატების შემცირების ინსტიტუტი. ეს უკვე საქართველოს ხელისუფლების საყურადღებოდ.

     

    საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რამდენიმე უსაქმური საჯარო მოხელის ბედი, რომლებიც მუშაობის  მაგივრად სამუშაო საათებში სოციალურ ქსელებში აშშ-ის პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის გინებით იყვნენ დაკავებულები.

     

    ტრამპი არის თითქმის ერთადერთი ნორმალური ადამიანი აშშ-ის პოლიტიკოსებს შორის.

     

    ყოჩაღ ტრაპს. სწორია ტრამპი, ამიტომ აირჩია ბრძენმა ამერიკელმა ხალხმა ტრამპი.

     

    აბა, ლიბერალებო, დაუწყეთ ახლა ბრძენ ამერიკელ ხალხს ლანძღვა-გინება და ”ბრბოდ” მოხსენიება, ტრამპი რატომ აირჩიეთო.

     

    მაგრამ, ლიბერალებო,  არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა უკვე ტრამპი აკონტროლებს იმ ღილაკს, საიდანაც მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს,  უკუღმართებს  საკვებ-საჭმელი მიეწოდებოდა მათი უკუღმართი  იდეების პროპაგანდის, ოჯახის და სახელმწიფოს ნგრევისთვის.

     

     

    --

    კახაბერ როდინაძე

    ადვოკატი

    ბათუმი, აჭარა

    4.03.2017

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორგი სანაია საქართველო ქუთაისი 20/04/2017
    2
    სერგო ბარახტარიანი საქართველო თბილისი 07/03/2017
    3
    ხათუნა ვასაძე საქართველო ადიგენი 07/03/2017
    4
    მიხეილ ქინქლაძე საქართველო დედოფლისწყარო 07/03/2017
    5
    ნინო ჭიღიტაშვილი საქართველო თბილისი 07/03/2017
    6
    თამაზ გაგნიძე საქართველო თბილისი 07/03/2017
    7
    მალხაზ სიბაშვილი საქართველო თბილისი 07/03/2017
    8
    კახაბერ როდინაძე საქართველო ბათუმი 04/03/2017