05 მარტი

2017

თაზო
ჩხაიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 36700 ხელმოწერა
    3300
    40000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    შეწყდეს ნადირობის შესახებ კანონპროექტის განხილვა

    საქართველოს პრემიერ მინისტრს

    ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

     

    საქართვლოს გარემოსა და ბუნებრივი

    რესურსების დაცვის მინისტრს

    ბატონ გიგლა აგულაშვილს

     

    საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა!

     

    როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ნადირობის შესახებ კანონპროექტის განხილვა. აღნიშნულმა კანონპროექტმა, საქართველოს მონადირეთა საზოგადოებაში გამოიწვია დიდი პროტესტი, რაც განპირობებულია მრავალი ფაქტორით. ამ ფაქტორებიდან უმთავრესი და ყველაზე დამაფიქრებელია ბუნებრივი რესურსების (მიწის, ტყის ფონდის, წყლის რესურსების) განაწილების და გადაცემის საკითხი.

                საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით ,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ", ცალსახად არის გამოკვეთილი  ნადირობის, მონადირეების, სანადირო რესურსების, მდგრადი მოპოვებისა და გამრავლების საკითხები.

    ამასთან ერთად, იმავე დოკუმენტში მკაფიოდ არის განსაზღვრული სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის ასპექტები, მათ შორის: მიწა, სასოფლო სამეურნეო (მთისა და ბარის) საძოვრები, ტყისა და წყლის რესურსები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ კანონპროექტთან. სტრატეგიაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ „ჩამოსაყალიბებელია სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციები და მდგრადი ნადირობის სტრატეგია ... „დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია, ხოლო, შემდეგი ნაბიჯი არის ნადირობის შესახებ კანონის ინიცირება.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეისათვის წარმოდგენილი კანონპროექტი წინ უსწრებს და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით განსაზღვრულ გეგმას. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ არ არის მოწესრიგებული სამონადირეო სივრცე, შემოთავაზებული კანონპროექტი ახდენს ისეთი ცნებების ინიცირებას, როგორებიცაა: სანადირო ტერიტორია და სანადირო ტერიტორიის მმართველი. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული სანადირო ტერიტორიების განსაზღვრის და ამ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მკაფიო პრინციპები.    ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად, დღეს, საუბარი სანადირო ტერიტორიების შესახებ, სანადირო მმართველების დანიშვნაზე, ფედერაციის შექმნასა თუ სხვა მსგავს საკითხებზე წარმოადგენს არასწორი მენეჯმენტის წარმოქმნის წინაპირობას.

    ამასთან, საქართველოში დღეისათვის მოქმედი ნადირობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის პირობებში საქართველოს მონადირეებს (საქართველოში დღეისათვის ირიცხება დაახლოვებით 40 000 მონადირე, რომლებიც ნადირობენ კანონის დაცვით და წარმოადგენენ სხვადასხვა პროფესიის, სრულწლოვან, ჩამოყალიბებულ ამომრჩეველს) უწევთ კანონიერ ნადირობასა და „ბრაკონიერებას“ შორის არსებულ ძალიან ვიწრო ზღვარზე გავლა, რათა არ დაარღვიონ კანონი და ინადირონ პატიოსნად, კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში. გარწმუნებთ, რომ ნადირობის შესახებ აღნიშნული კანონპროექტის ამ რედაქციით მიღება საქართველოს მონადირეების 80%-ზე მეტს ავტომატურად და უნებლიედ გადააქცევს „ბრაკონიერად“, რაც საზოგადოებაში სოციალური და სხვა ტიპის დაპირისპირების საფრთხეებს წარმოშობს.

    ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მონადირეთა საზოგადოება დაინტერესებულია სანადირო და ზოგადად, ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების კანონმდებლობის შემდგომი დახვეწით. საზოგადოება დაინტერესებულია მოხდეს სფეროს სრული რეგულაცია, განისაზღვროს მონადირის სტატუსი, ნადირობისთვის დასაშვები იარაღები თუ სხვა კონკრეტული საკითხები.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა :

    1.      შეჩერდეს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების  დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა;

    2.      განისაზღვროს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ერთიანი სტრატეგია ყველა ასპექტის გათვალისწინებით (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, ეროვნულ-ტრადიციული და სხვ.);

    3.      ნადირობის შესახებ კანონპროექტის შემუშავება მოხდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილების შესაბამისად (,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმა“);

    4.      ზემოაღნიშნული სტრატეგიის შესაბამისად და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით ჩამოყალიბდეს სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციები და მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია;

    5.      მოთხოვნების მე-2 ; მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, თავიდან შემუშავდეს კანონპროექტი ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობით და შემდგომ მოხდეს მისი განხილვა საზოგადოებაში;

     

    დანართი:   ხელმოწერები

    პატივისცემით,

    საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი


    ხელმოწერის შემდეგ გთხოვთ გააზიაროთ ინფორმაცია.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლევან ავქოფაშვილი საქართველო თბილისი 27/06/2017
    2
    zaza qashakashvili italia udine 25/06/2017
    3
    რეზო ჭოლოკავა საქართველო წყალტუბო 22/06/2017
    4
    ლევანი ნატროსჰვილი საქარტველო თელავი 19/06/2017
    5
    გოჩა ნაგიევი საქართველო მცხეტა 11/06/2017
    6
    ალექსანდრე მახათაძე საქართველო თბილისი 07/06/2017
    7
    გივი ტუღუში საქართველო ოზურგეთი 06/06/2017
    8
    გურამ ჩაჩანიძე საქართველო თბილისი 29/05/2017
    9
    რეზო მაზანასჰვილი საქართველო თბილისი 27/05/2017
    10
    Zviad Kvaracxelia Saqartvelo Zugdidi 26/05/2017
    11
    ირაკლი კუჭავა საქართველო თბილისი 25/05/2017
    12
    ნოდარი დევაძე საქართველო ოზურგეთი 24/05/2017
    13
    ტარიელ ქიტიაშვილი საქართველო ქუთაისი 24/05/2017
    14
    მალხაზ გოჩელაშვილი საქართველო ქუთაისი 24/05/2017
    15
    ბექა მაჭარაშვილი საქართველო თბილისი 19/05/2017
    16
    Kaxa Beruashvili Saqartvelo Eredvi 15/05/2017
    17
    უჩა ხაჭაპურიძე საქართველო თბილისი 11/05/2017
    18
    beqa kurtanidze saqartvelo gori 10/05/2017
    19
    ზვიად კვირიკაძე საქართველო თბილისი 08/05/2017
    20
    გიორგი ჭონქაძე საქართველო დუშეთი 06/05/2017