19 აპრილი

2017

Giorgi
Kajaia
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 923 ხელმოწერა
    77
    1000
    ადრესატი: თბილისის საკრებულო , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    მოვითხოვთ რეკრეაციული ზონის შექმნას ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე !

    ჩვენი, ახალგაზრდების აზრით, სახელმწიფოს პრიორიტეტი არ უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. მისი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება უნდა იყოს ის, რომ ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი და კომფორტული გარემო შეუქმნას ხელისუფლების წყაროს, ხალხს, რომლის წინაშეც თავადვეა ანგარიშვალდებული. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული თბილისის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც მოიცავს სკვერებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციასა და შექმნას, რათა ჩვენი ახალგაზრდობა ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ე.წ ელიავას ბაზრობა შორეულ თუ ახლო პერსპექტივაში გადატანილი იქნეს ქალაქგარეთ და მის ადგილზე აშენდეს სპორტკომპლექსი და აუზი ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე მოხდეს სკვერის აშენება. ვითვალისწინებთ,რომ აღნიშნული ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ასეთი ინიციატივით კერძო მესაკუთრე არ ზარალდება,ხოლო მოსახლეობას მიეცემა საშუალება დაისვენოს და იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით. გარდა ემპერიული წესით აზროვნებისა, არსებობს კიდევ სხვა მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში აღნიშნული ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც კერძო საქმიანობით არიან დაკავებულნი აღნიშნულ ტერიტორიაზე, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს შესაბამისი ალტერნატიული ადგილი, რათა მათ განაგრძონ კერძო სფეროში მოღვაწეობა ნეგატიური დაბრკოლებების გარეშე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება დაინტერესდება არსებული პრობლემით და ჩვენს შეთავაზებას მხედველობაში მიიღებს,რადგან ეს არის დიდუბელი ხალხის არამარტო ნება-სურვილი, არამედ თხოვნა და შეგვიძლია უაპელაციოდ განვაცხადოთ, რომ აღნიშნული სიკეთით ისარგებლებს მთელი ქალაქი, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ხალხის საკეთილდღეოდ.

     

    პატივისცემით,

    "პროგრესული თაობა საქართველოსთვის" გენ. დირექტორი გ. ქაჯაია

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორგი მეშველიანი საქართველო თბილისი 23/03/2018
    2
    თეონა ლომუაშვილი საქართველო თბილისი 18/08/2017
    3
    მამუკა გვენცაძე საქართველო თბილისი 17/07/2017
    4
    საბა მანთიძე საქართველო ოზურგეთი 07/07/2017
    5
    დაჩი ჩიტაია საქართველო თბილისი 05/07/2017
    6
    ალექსანდრე სინიცა საქართველო თბილისი 04/07/2017
    7
    ალექსანდრე გეგეჭკორი საქართველო თბილისი 04/07/2017
    8
    სანდრო კვინიკაძე საქართველო თბილისი 14/06/2017
    9
    მარიკა კენჭოშვილი საქართველო თბილისი 23/05/2017
    10
    კონსტანტინე ბოკელავაძე საქართველო სამტრედია 17/05/2017
    11
    ნინო გვანცელაძე საქართველო თბილისი 06/05/2017
    12
    მარიამ დარჩია საქართველო თბილისი 06/05/2017
    13
    გეგა ოდიკაძე საქართველო თბილისი 06/05/2017
    14
    ლაშა ნასარიძე საქართველო თბილისი 05/05/2017
    15
    მარიამ ლოგუნოვა საქართველო თბილისი 05/05/2017
    16
    ანი აბზიანიძე საქართველო თბილისი 02/05/2017
    17
    გვანცა ბაქაქური საქართველო თბილისი 02/05/2017
    18
    აკაკი სტურუა საქართველო სამტრედია 02/05/2017
    19
    თამაზ გაბისონია საქართველო თბილისი 01/05/2017
    20
    ბექა ბერიძე საქართველო თბილისი 29/04/2017