20 აპრილი

2017

Nino
Nikolaishvili
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 2996 ხელმოწერა
    4
    3000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    კლინიკას დაეკისროს პლასტიკური ოპერაციით დაინტერესებულ პირითან კლინიკის პრაქტიკაში მომხდარი წარუმატებელი შემთხვევების განხილვა ოპერაციის წინ.

    მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ადამიანია დარწმუნებული, რომ სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. ბევრი მათგანი აყენებს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, რათა შეესაბამებოდეს "იდეალური ადამიანის" სტანდარტებს. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება გადაწყვიტოს თუ როგორ გადაანაწილოს საკუთარი რესურსები და შეცვალოს საკუთარი თავი, მაგრამ ბევრი იმდენადაა დაბრმავებული მუდმივი პროპაგანდით სილამაზის ინდუსტრიის მიერ რომ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს მსუბუქი ეიფორიით, უკუჩვენებების გათვალისწინების გარეშე წყვეტს. მსგავსი ადამიანებისთვის ადეკვატური გადარყვეტილების მისაღებად საჭიროა არამხოლოდ ეფექტის და პოზიტიური ცვლილებების, არამედ ასევე წარუმატებელი შემთხვევებისა და შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლინიკის მიერ ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ. მაგალითად, ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა 27 წლის ბრაზილიელი მოდელის ანდრეა ურახის შემზარავი კადრები, რომლებიც ნათლად ასახავს მის თეძოს არეში არსებულ მრავალი სიცარიელეს, ხვრელების სახით (Bloom, 2016). ვინ წყვეტს რა არის იდეალი? ვინ განმარტავს რის მიღწევისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ საკუთარ გარეგნობაში?! პლასტიკური ქირურგიის ინდუსტრია და მოდელები ჟურნალებიდან, რომლებიც კომპიუტერული გრაფიკის ნაყოფია და სინამდვილეში არც კი არსებობენ? გარდა ამისა, პლასტიკური ქირურგია არის ცრუ შთაბეჭდილებისა და ტყუილის წყარო. გახმაურებული სასამართლო სხდომა ჩატარდა ჩინეთში, სადაც ქმარმა მოიგო ცოლის წინაამდეგ 75 000 ევრო მორალური ზარალის ანაზღაურების მიზნით. ჯიან ფენგმა სასამართლოში მაშინ შეიტანა სარჩელი, როდესაც მათ შეეძინათ მათთან შეუდარებლად "შეუხედავი" ,ასე ვთქვათ, მათგან განსხვავებული ბავშვი. აღმოჩნდა, რომ ქალმა მომავალ მეუღლესთან შეხვედრaმდე ჩაიტარა მრავალი პლასტიკური ოპერაცია (Johnson,2012). 

      მე არ და ვერ მოვითხოვ პლასტიკური ოპერაციების გაუქმებას, თუმცა რეალური ინფორმაციის გავრცელება მუდმივ პროპაგანდასთან საბრძოლველად( რეკლამების, მოდის ჟურნალების და ა.შ) სრულებით მისაღები და მიზანშეწონილია ჩვენი თვითშეფასების ასამაღლებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

     

    Reference

    http://www.dailymail.co.uk/news/article-2897129/Miss-Bum-Bum-contestant-Brazilian-TV-presenter-reveals-shocking-damage-caused-fillers-injected-bigger-bottom-thighs.html

    http://www.dailymail.co.uk/news/article-2223718/Chinese-man-sues-wife-ugly-court-AGREES--awarding-120-000.html

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თამარი კაკოჩაშვილი საქართველო თბილისი 13/12/2017
    2
    ქეთი ავაზაშვილი საქართველო რუსთავი 28/04/2017
    3
    ვანო მაისურაძე 28/04/2017
    4
    Nino Nikolaishvili 20/04/2017