31 მაისი

2017

ბესარიონ
საღარაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1003
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულთა უფლებების დაცვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

    ბატონო გიორგი,

    როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 9 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა #419 განკარგულება, რომლის თანახმად „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალის სახით არსებული, დედაქალაქში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულების საკითხის მოგვარების მიზნით, ქალაქ თბილისის მერიამ უნდა უზრუნველყოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ.

    მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მიმართვისა, თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტო“ ვერ/არ ასრულებს საქართველოს მთავრობის მიერ #419 განკარგულებით თბილისის მერიაზე დელეგირებულ ვალდებულებას.

    შესაბამისად, მიუღწეველი რჩება შედეგი, რომელსაც მიზნად ისახავდა  საქართველოს მთავრობის #419 განკარგულება.

    ამიტომ მოგმართავთ წინამდებარე პეტიცია-განცხადებით.

    ჩვენ მოვიძიეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 01.72.14.014.689.

    მოძიებული გვყავს პოტენციური ინვესტორი, რომელიც მიწის ამ ნაკვეთზე ააშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს და საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულთა მნიშვნელოვან ნაწილს, მინიმუმ 1 000 (ათასი) ბენეფიციარს.

    ბენეფიციართა რაოდენობა, სია და მიწის ნაკვეთების გადაცემის პირობები დადგინდება თქვენთან, ინვესტორთან  და შესაძლო ბენეფიციარებთან შეთან-ხმებით.

    გთხოვთ, ჩვენი მონაწილეობით, მოამზადოთ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის ძალით მიწის ეს ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემათ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულებს სიმბოლურ ფასად,  მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    შორენა ბუხრაშვილი საქართველო თბილისი 15/06/2017
    2
    მანანა აბრამიშვილი საქართველო თბილისი 14/06/2017
    3
    მიშკა ქიმაძე საქართველო რუსთავი 14/06/2017
    4
    Armaz Metreveli UK Edinburgh 10/06/2017
    5
    თამაზ ჭეიშვილი საქართველო ღბილისი 10/06/2017
    6
    ნატო გოგელია საქართველო ჩოხატაური 10/06/2017
    7
    ნატო სოფრომაძე საქართველო თბილისი 10/06/2017
    8
    აპოლონ გაბრიაძე საქართველო თბილისი 10/06/2017
    9
    ბიძინა გიორგობიანი საქართველო თბილისი 10/06/2017
    10
    ზაზა სვანაძე საქართველო თბილისი 10/06/2017
    11
    გიორგი ლორთქიფანიძე საქართველო თბილისი 10/06/2017
    12
    ზაზა თაბაგარი საქართველო თბილისი 10/06/2017
    13
    კახა სიხარულიძე საქართველო თბილისი 10/06/2017
    14
    ლევი გეონჯიანი საქართველო თბილისი 10/06/2017
    15
    ზაური ნაჭყებია საქართველო თბილიოსი 10/06/2017
    16
    მარი ჯაფარიძე საქართველო თბილისი 10/06/2017
    17
    გიორგი ჯაფარიძე აშშ ატლანტა 10/06/2017
    18
    ნუნუ სიდამონიძე საქართველო თბილისი 08/06/2017
    19
    გიორგი ჭაჭუა საქართველო თბილისი 08/06/2017
    20
    ელგუჯა მინდელი საქართველო თბილისი 08/06/2017