10 ივნისი

2017

გიორგი
კუპატაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 638 ხელმოწერა
    362
    1000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    აიკრძალოს აზბესტი და აზბესტის შემცველი პროდუქციის იმპორტი საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან

    საქართველოში სასუნთქი გზების დაავადებებმა წელიწადში მილიონს მიაღწია!

    ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ კვლევებით დადგინდა რომ საქართველოში ავტომობილების 80% მოიხმარს აზბესტის შემცველ ხუნდებს(კალოდკებს). აღნიშნული ხუნდების ცვეთის შედეგად გამოწვეული მტვერი, იწვევს სასუნთი გზებისა და ფილტვის კიბოს.

    წელიწადში, მხოლოდ თბილისში 400-მდე ადამიანი იღუპება ფილტვისა და სასუნთქი გზების კიბოთი, რისი ძირითადი გამომწვევი მიზეზებიც ზემოთ ხსენებული აზბესტის ხუნდებია!!!!

    აზბესტის ყველა სახეობა ადამიანისათვის კანცეროგენს წარმოადგენს. აზბესტის, მათ შორის, ქრიზოტილის ზემოქმედება იწვევს მეზოთელიომას (პლევრისა და პერიტონეალური კიბო), ფილტვის, ხორხისა და საკვერცხეების კიბოს.  აზბესტის ზემოქმედება ასევე წარმოადგენს ისეთი დაავადებების მიზეზს, როგორიცაა აზბესტოზი (ფილტვის ფიბროზი), პლევრის ბალთა, გასქელება და ემფუზია. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 125 მილიონი ადამიანია აზბესტის ზემოქმედების ქვეშ სამუშაო ადგილებზე, ხოლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის–ს ბოლო შეფასებით, ყოველწლიურად 107 000–ზე მეტი – იღუპება  აზბესტის ზემოქმედებით გამოწვეული  ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომისაგან. პროფესიული კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია აზბესტით. გარდა ამისა, ჯანმო–ს [1] მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად სიკვდილიანობის რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება აზბესტის ზემოქმედების შედეგად სახლში.

    ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. დადგინდა, რომ ,,მკვლელ" ხუნდებსა და ეკოლოგიურად სუფთა ხუნდებს შორის ფასში სხვაობა არის მხოლოდ რამდენიმე ლარი (5-10 ლარი). ამ ,,ეკონომიის" გამო, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს!!

    მიგვაჩნია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ: 

    1. 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა აკრძალოს აზბესტის და აზბესტის შემცველი პროდუქციის იმპორტი

    2.შეიქმნას სპეციალური ნაგავსაყრელი

    მოვითხოვთ აიკრძალოს აზბესტის იმპორტი საქართველოში!!!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    დავით კორახაშვილი საქართველო თბილისი 07/08/2017
    2
    ბექა ბაკარანძე საქართველო თბილისი 03/08/2017
    3
    თამარ დვალაძე საქართველო თბილისი 27/07/2017
    4
    გიორგი მიქანაძე საქართველო თბილისი 18/07/2017
    5
    დათო ციციშვილი საქართველო თბილისი 16/07/2017
    6
    ჯონი სიმონიშვილი საქართველო თბილისი 16/07/2017
    7
    ქრისტინე ლიპარტელიანი საქართველო თბილისი 14/07/2017
    8
    ნატალია ბუკია საქართველო თბილისი 13/07/2017
    9
    ლიკა თაბუკაშვილი საქართველო თბილისი 13/07/2017
    10
    გიორგი ნოზაძე საქართველო თბილისი 12/07/2017
    11
    სერგო გიგანი საქართველო თბილისი 12/07/2017
    12
    ბექა ბაღნაშვილი საქართველო თბილისი 11/07/2017
    13
    ანი ჯაფარიძე საქართველო თბილისი 11/07/2017
    14
    ვახტანგ კონცელიძე საქართველო ბათუმი 11/07/2017
    15
    Mariam Breu-neparidze Saqartvelo Chiatura 11/07/2017
    16
    ნათია სამადბეგიშვილი საქართველო თბილისი 11/07/2017
    17
    ზაზა მამულაშვილი საქართველო ოზურგეთი 11/07/2017
    18
    ana mikadze saqartvelo tbilisi 11/07/2017
    19
    mari mikadze saqartvelo tbilisi 11/07/2017
    20
    ალექსანდრე მაისურაძე საქართველო თბილისი 11/07/2017