30 ივნისი

2017

თეონა
ჭალიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1000
    ადრესატი: თბილისის საკრებულო

    მოსკოვის გამზირს გადაერქვას სახელად საქართველოს გამზირი

    თბილისში ისნისა და სამგორის რაიონების ტერიტორიაზე დღემდე მოსკოვის გამზირი ჰქვია გამზირს, რომელიც იწყება სამგორის მეტროდან და გრძელდება მეხუთე საავადმყოფომდე.

    ვფიქრობთ მოსკოვის გამზირს უნდა გადაერქვას სახელი და დაერქვას საქართველოს გამზირი.

    ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი და ვფიქრობთ ბევრი ახსნა არაა საჭირო რატომ უნდა გადაერქვას სახელი მოსკოვის გამზირს. 

    აღსანიშნავია რომ ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" გეგმით სახელის გადარქმევა მხოლოდ სახელის ცვლილებას არ ნიშნავს. ეს გამზირი გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. საქართველოს გამზირის კონცეპტუალური განვითარება ხელს შეუწყობს ამ გამზირზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

    ამჟამად მოსკოვის გამზირი დაახლოებით ოთხი კილომეტრის მანძილზე გრძელდება. აქედან ორ კილომეტრზე მეტ მანძილზე სატრანსპორტო გზის შუაში განთავსებულია მარადმწვანე ხეების ხეივანი. აღნიშნული ბუნებრივი პირობა კიდევ უფრო გაამარტივებს ამ გამზირის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გადაქცევას. მოპირკეთდება სკვერები და მოეწყობა ახალი დასასვენებელი წერტილები.

    გაკეთდება შემეცნებითი მუზეუმები, სადაც საქართველოს ისტორიდან მნიშვნელოვანი პერიოდები და ფაქტები იქნება გაცოცხლებული. საქართველოს გამზირი მიიზიდავს, როგორც ტურისტებს, ასევე თბილისში და ზოგადად საქართველოში მაცხოვრებლებს.

    გაიხსნება ახალი გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები.

    ამ გამზირზე იქნება ყველაზე გრძელი საფეხმავლო ბილიკი.

    აღნიშნული გამზირი შეიძლება გახდეს რამდენიმე უბნის მაცხოვრებლების საყვარელი ადგილი სახლთან ახლოს. კერძოდ ეს გამზირი არის ერთგვარი კვანძი აფრიკის დასახლების, კაიროს დასახლების, ე.წ ,,ზეემკის“ დასახლების, 31-ე ქარხნის დასახლების, ორხევის, აეროპორტის დასახლების, ნავთლუღის, ლილოსა და ვარკეთილისთვის.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელის გადარქმევის დროს, იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ვისაც ახალი პირადობა აქვს, ავტომატურად დაურედაქტირდება მისამართი. ხოლო ვისაც ძველი პირადობის მოწმობა აქვს, ის პირადობის მოწმობები ჩვეულებრივ იქნება ძალაში.

    თუ ეთანხმებით მოაწერეთ ხელი პეტიციას.

    თუ გაქვთ საინტერესო მოსაზრებები და იდეები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვწერეთ [email protected] ან დაგვირეკეთ 591051601

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თამაზ ჩოჩია საქართველო თბილისი 21/08/2017
    2
    ზაზა ჩოჩია საქართველო თბილისი 21/08/2017
    3
    ლაშა კაჭარავა საქართველო თბილისი 21/08/2017
    4
    ლაშა ჟვანია საქართველო თბილისი 21/08/2017
    5
    გიორგი ლობჟანიძე საქართველო თბილისი 21/08/2017
    6
    Davit Sagaradze Saqartvelo Tbilisi 21/08/2017
    7
    მარიამ ხვადაგიანი საქართველო თბილისი 21/08/2017
    8
    გიზო პაპუაშვილი საქართველო თბილისი 21/08/2017
    9
    მარიანა გოგიძე საქართველო თბილისი 21/08/2017
    10
    მედეა ფრუიძე საქართველო თბილისი 21/08/2017
    11
    ელისო ფრუიძე საქართველო თბილისი 21/08/2017
    12
    გოჩა ფრუიძე საქართველო თბილისი 21/08/2017
    13
    ჟუჟუნა ფრუიძე საქართველო თბილისი 21/08/2017
    14
    იური ჯაიანი საქართველო თბილისი 21/08/2017
    15
    ლევან კახიანი საქართველო თბილისი 21/08/2017
    16
    ლევან ჩომახიძე საქართველო თბილისი 21/08/2017
    17
    შოთა სამსონაძე საქართველო თბილისი 21/08/2017
    18
    მარიამი Nარსია საქართველო თბილისი 21/08/2017
    19
    megi kurdadze amerika new york 21/08/2017
    20
    ირმა ფრუიძე საქართველო თბილისი 21/08/2017