08 აგვისტო

2017

მურმან
მარგველაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 915 ხელმოწერა
    85
    1000
    ადრესატი: კომუნიკაციების ეროვნული კომისია

    ხარისხიანი და უწყვეტი ქართული მაუწყებლობა საქართველოს რეგიონებში

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

    ასლი: საქართველოს პრეზიდენტს
    ასლი: საქართველოს პრემიერ მინისტრს

    საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დიდ ნაწილში დომინირებს მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო წყაროები. ქართული სატელევიზიო არხების სიგნალის ხარისხი და დაფარვა ვერ უზრუნველყოფს უწყვეტ და ხარისხიან მაუწყებლობას მთელ ტერიტორიაზე, რის გამოც მასახლეობა და რეგიონის სტუმრები ცილდებიან ქართულ საინფორმაციო სივრცეს და ექცევიან უცხო ქვეყნების საინფორმაციო ველში, რომლებსაც დაუფარავი პოლიტიკური, ეკონომიკური, ტერიტორიული და კულტურული ინტერესები აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ და ვისი საინფორმაციო არხებიც სავარაუდოდ მათ იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. 
    შესაბამისად, არსებული მდგომარეობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ქმნის და დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს. ამას გარდა, ის ლახავს მოქალაქის და მომხმარებლის უფლებას, რომ უწყვეტად და ხარისხიანად მიიღოს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე. 
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ:
    1. დაადგინოთ და გაასაჯაროოთ ის მიზეზები, რომლის გამოც აჭარის ტერიტორიაზე ქართული (ცენტრალური და ადგილობრივი) ტელევიზიის და რადიოს მაუწყებლობა უხარისხოდ და შეზღუდული დაფარვით მიმდინარეობს. იმ ორგანიზაციების და პირების მითითებით, ვისაც ევალება, ან უნდა ევალებოდეს მაუწყებლობის ხარისხის და დაფარვის უზრუნველყოფა; 
    2. შეიმუშავოთ და განახორციელოთ ყველა შესაბამისი ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და კერძო, ცენტრალური და ადგილობრივი მაუწყებლობის სიგნალის შეუზღუდავ და ხარისხიან მიწოდებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
    3. გთხოვთ გვაცნობოთ, თუ რა დრო და რა რესურსები დასჭირდება ამ მოთხოვნის განხორციელებას, ასევე, არსებობს თუ არა რაიმე დაბრკოლებები და ბარიერები, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაჭრას. 
    პატივისცემით,

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარიამ ტაბატაძე საქართველო თბილისი 22/06/2019
    2
    ალექსი ჯანგირაშვილი საქართველო თბილისი 22/06/2019
    3
    ხატია ტყეშელაშვილი საქართველო თბილისი 22/06/2019
    4
    სოფიკო ჯანჯულია საქართველო თბილისი 22/06/2019
    5
    თეონა გერგაია საქართველო ბერლინი 22/06/2019
    6
    ქეთევან თოდრია საქართველო თბილისი 22/06/2019
    7
    სალომე ნასყიდაშვილი საქართველო თბილისი 22/06/2019
    8
    მარო წულუკიძე საქართველო თბილისი 22/06/2019
    9
    ვახტანგ აბრამიშვილი საქართველო თბილისი 07/09/2017
    10
    მალხაზ სალდაძე საქართველო თბილისი 07/09/2017
    11
    ცირა ჭანტურია საქართველო თბილისი 24/08/2017
    12
    ლევან უშხვანი საქართველო თბილისი 24/08/2017
    13
    მარიამ კალანდარიშვილი გერმანია ბერლინი 24/08/2017
    14
    არჩილ მაღალაშვილი საქართველო თბილისი 24/08/2017
    15
    ბექა გოგოლაშვილი საქართველო თბილისი 24/08/2017
    16
    თამარ მარგველაშვილი საქართველო თბილისი 24/08/2017
    17
    დავით ნაზრიშვილი საქართველო ყვარელი 23/08/2017
    18
    მარიამ ყორღანაშვილი საქართველო თბილისი 22/08/2017
    19
    თამარ კახელიშვილი საქართველო თბილისი 21/08/2017
    20
    ნიკა პერტახია საქართველო თბილისი 21/08/2017