17 მარტი

2015

Dato
Naskidashvili
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9744 ხელმოწერა
    256
    10000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    გრაკლიანი გორისთვის ეროვნული კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსის მინიჭება

    გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც ქვის ხანიდან დაწყებული რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300 000 წლიანი განვითარება დასტურდება. ძეგლზე 2007-2008 წლიდან მიმდინარეობს ინტენსიური კვლევითი - არქეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე აღმოჩენილ მასალათა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით არის გამოვლენილი კერამიკა, ასევე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნივთები. ადგილობრივ მასალებთან ერთად, დადასტურდა ძველი ცივილიზაციების საწარმო ცენტრებში დამზადებული პროდუქციის იშვიათი კოლექცია: ოქროს დისკო - თარიღდება ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით და მისი ერთადერთი ანალოგი ირანში ქალაქ სუზაშია დაცული; საბეჭდავი - თარიღდება ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში ქალაქ ურუქშია და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები შენობის მოცულობის შესაბამისად იცვლება და დეკორატიული ელემენტებით არის შემკული. გრაკლიანის მდიდარი კოლექცია არქეოლოგიური სფეროსთვის განსაკუთრებული მონაპოვარია, ხოლო დარგის დაცვისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელწიფოს მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, გრაკლინის არქეოლოგიური ძეგლისთვის გადამწვეტად აუცილებელია ძეგლის სტატუსის საკითხი. თხოვნით მივმართავთ საქართველოს მთავრობას, უშალოდ ქვეყნის პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ახლადგამოვლენილ ძეგლს, რომლის მნიშნელობა კარგად არის ცნობილი საფრნაგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში, გრაკლიანის გორას მიანიჭოს ეროვნული ძეგლის სტატუსი, რაც გრაკლიანის დაცვისა და განვითარების მექანიზმებს კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. ჩვენ, საქართელოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა არქეოლოგები, სტუდენტები და არქეოლოგიური სფეროს გულშემტაკივრები ვითხოვთ გრაკლიანი დაცვას და გთხოვთ, შემოუერთდეთ, ხელი მოაწერეთ პეტიციას და ერთად განვავითაროთ გრაკლიანის გორა.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნელი ხუციშვილი საქართველო კასპსი 06/05/2017
    2
    გოგი გიორგაძე საქართველო თბილისი 11/02/2017
    3
    მარიამ პაპოშვილი საქართველო თბილისი 19/12/2016
    4
    დავით ბერიკაშვილი საქართველო თბილისი 06/12/2016
    5
    მარიამ ხელაძე საქართველო თბილისი 04/09/2016
    6
    Kote Jafaridze 29/12/2015
    7
    თამარ გვერდწითელი საქართველო თბილისი 25/11/2015
    8
    ნინო სამხარაძე საქართველო საჩხერე 29/10/2015
    9
    ზურაბ ლაცაბიძე საქართველო გორი 12/05/2015
    10
    შორენა მურუსიდზე საქართველო თბილისი 03/05/2015
    11
    გიორგი კოპაძე საქართველო რუსთავი 13/04/2015
    12
    შორენა ღუდუშაური საქართველო გორი 07/04/2015
    13
    ანა თეთრუაშვილი საქართველო თბილისი 01/04/2015
    14
    ჯონი ყოლბაია საქართველო თბილისი 01/04/2015
    15
    ანა წიქარიშვილი საქართველო ბორჯომი 27/03/2015
    16
    თამთა არჩუაძე საქართველო თბილისი 24/03/2015
    17
    ქეთი რეხვიაშვილი საქართველო თბილისი 24/03/2015
    18
    მონიკა ჯოლოგუა საქართველო თბილისი 24/03/2015
    19
    თამარ წაქაძე საქართველო თბილისი 24/03/2015
    20
    თეონა კენჭიაშვილი კენჭიაშვილი თბილისი 24/03/2015