12 სექტემბერი

2017

ნათია
ნიაური
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1200
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრება მასწავლებლის სტატუსთან

    2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება კვლავაც ერთ-ერთი პრიორიტეტია.

     

    2007 წლიდან განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო ინკლუზიური განათლებას განსაკუთრებულ მნიშნელობას ანიჭებდა და ამ მიმართულებით ევროპელი მოკავშირეების ხელშეწყობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. თუმცა ბოლო წლებში  ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული  ინიციატივები ნაკლებად ემსახურება სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლების მიწოდების შესაძლებლობის გაზრდას. რამდენადაც არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

     

    სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი ფლობს საჭირო კომპეტენციას სწავლების იმ მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიებს რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში.  სპეციალური მასწავლებელი ქმნის და/ან ეხმარება საგნის მასწავლებელს/ებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს სსსმ მოსწავლის სენსო-მოტორულ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას, სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისებას, ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას; მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში;

    სპეციალური მასწავლებელი  საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში, ხოლო სპეციალიზირებულ სკოლებში სსსმ მოსწავლეთა სწავლა/განვითარება მთლიანად დამოკიდებულია სპეციალურ მასწავლებელზე.

     

    მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ სპეციალურ მასწავლებელს   მასწავლებლად აღიარებს (მუხლი 212  პუნქტი ,,ე“) დღესდღეობით სკოლებში ისინი ადმინისტრაციულ, ან ტექნიკურ პერსონალად მოიაზრებიან. შესაბამისად ისინი ვერ სარგებლობენ  ყველა იმ შეღავათით, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს საჯარო სკოლაში- კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, ორმოცდღიანი საშვებულებო დრო და ა.შ  აქედან გამომდინარე,  ვთვლით, რომ აღნიშნული დამოკიდებულება სპეც.  მასწავლებლების  და სსსმ მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციულია.  

    პირველ რიგში, ამგვარი მიდგომა არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის უფლებების უხეში დარღვევა, ვინაიდან დაუშვებელია სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს ასწავლიდეს პირი, რომელსაც არ აქვს მასწავლებლის სტატუსი, პროფესიული წინსვლის და განვითარების შესაძლებლობა.

    პარადოქსულია ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სპეციალური მასწავლებლობის მსურველს აქვს მაგისტრის, ან თუნდაც დოქტორის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სპეციალურ პედაგოგიკაში, ის სკოლასთან ხელშეკრულების გაფორმებითანავე კარგავს მასწავლებლის სტატუსს და ხდება ტექნიკური პერსონალი. ბუნებრივია, ასეთ პირობებში არცერთი  უმაღლესი განათლების მქონე სპეციალურ მასწავლებელს არ მოუნდება  სკოლასთან თანამშრომლობა, ან მალევე დატოვებს სკოლას უკეთესი სტატუსის, ანაზღაურების და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების ძიებაში. შესაბამისად, სახელმწიფო სპეციალური მასწავლებლისთვის მასწავლებლის სტატუსის არ მინიჭებით და პროფესიული სქემიდან გამოთიშვით, ხელოვნურად ქმნის ბარიერს ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარებისთვის სკოლაში.

     

    დღესდღეობით ზოგადასაგანმანათლებლო სკოლებში  1400 - მდე მომუშავე  სპეციალური მასწავლებელის  განათლება და კვალიფიკაცია განსხვავებულია.  ხშირია შემთხვევა როცა ბაკალავრის, ან მაგისტრის ხარისხი მქონე სპეც. მასწავლებელი  და ფსიქოლოგი, რომელსაც  დამატებით გავლილი აქვს ,,სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითრების შესავალი კურსი“ (120 საათი) ტოვებს სკოლას, რადგან მას არ აქვს შექმნილი შესაბამისი  სამუშაო პირობები. მათ ადგილს იკავებენ ნაკლებად კვალიფიციური კადრები რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ყველა მოსწავლისათვის თანაბარ და  ხარისხიან ზოგადი განათლების მიწოდებას. 

     

    ამ პეტიციის ხელმომწერნი ვითხოვთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში  მოქმედ სპეციალურ მასწავლელთა ჩართვას „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“  რაც გულისხმობს, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრებას მასწავლებლის სტატუსთან.

     

    ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებას,  რაც გაზრდის მოსწავლეთა/მოზარდთა სწავლების ხარისხს  განათლების ყველა საფეხურზე.

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ხათუნა ბარბაქაძე საქართველო ზესტაფონი 17/09/2017
    2
    მაია ქუქჩიშვილი საქართველო ზესტაფონი 17/09/2017
    3
    ხათუნა ტეფნაძე Saqartvelo Tbilisi 17/09/2017
    4
    ნანს ჭუმბურიძე საქართველო ზესტაფონი 17/09/2017
    5
    თამარ სეფერთელაძე საქართველო თბილისი 17/09/2017
    6
    მაკა ბერეკაშვილი საქართველო ზესტაფონი 17/09/2017
    7
    ეკა ხუჯაძე საქართველო თერჯოლა 17/09/2017
    8
    ლალი ხუჯაძე საქართველო თერჯოლა 17/09/2017
    9
    ბაია კაკუშაძე საქართველლ თბილისი 17/09/2017
    10
    ციალა რატიანი საქართველო თბილისი 17/09/2017
    11
    რუსუდან ჩაჩუა საართველო თბილისი 17/09/2017
    12
    ნინო გაფრინდაშვილი საქართველო თბილისი 17/09/2017
    13
    ხათუნა გუსტერმანი შვედეთი სტოქჰოლმი 17/09/2017
    14
    ქეთევან დიდებელი საქართველო გორი 17/09/2017
    15
    თამარ რობაქიძე საქართველო ზესტაფონი 17/09/2017
    16
    ნინო დათიაშვილი საქართველო ზესტაფონი 17/09/2017
    17
    ნატალია მარაქველიძე საქართველო ზესტაფონი 17/09/2017
    18
    ნათია ბაწაშვილი საქართველო თბილისი 17/09/2017
    19
    ლანა ბურჯალიანი საქართველო ფოთი 17/09/2017
    20
    ზურაბ მამათელაშვილი საქართველო თბილისი 17/09/2017