14 სექტემბერი

2017

ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 542 ხელმოწერა
    458
    1000
    ადრესატი: პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება, მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები, მოსახლეობა, მედიის წარმომადგენლები.

    არჩევნებში ძალადობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მანიფესტი

    ქვეყანის დემოკრატიის განვითარების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაა. არჩევნები სამართლიანი ვერ იქნება თუ საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს არ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა.

    წინასაარჩევნო კამპანიის დროს  მნიშვნელოვანია კანდიდატების და განსაკუთრებით ქალი კანდიდატების მიმართ არ მოხდეს რაიმე ტიპის დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების შეზღუდვა, სიძულვილის ან დისკრიმინაციული ენის გამოყენება.

    არადისკრიმინაციულ და არაძალადობრივ გარემოში საარჩევნო აგიტაციის წარმართვის უფლება ორივე სქესისათვის გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით. სახელმწიფო და არჩევნებში ჩართული ყველა მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული უფლების პრაქტიკაში რეალიზება.

    „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მოუწოდებს:

    ყველა პოლიტიკურ ძალას და საარჩევნო სუბიექტს, ხელისუფლებას, საკრებულოს წევრობის და მერობის კანდიდატებს, მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს,

    2017    წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს არ მოხდეს:
     

    1. საარჩევნო კამპანიის წარმართვა ძალადობრივ გარემოში; სქესის ნიშნით ან სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და  უფლებების შელახვა;
    2. კანდიდატების მიმართ ძალადობა ან საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელის შეშლა;
    3. ამომრჩეველი ქალების მიმართ არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლა; არჩევანის გაკეთების დროს იძულება ან რაიმე ტიპის სხვა საარჩევნო ძალადობა;
    4. საჯარო გამოსვლებსა თუ მედია საშუალებებში დისკრიმინაციული გამონათქვამების და სექსისტური  ენის გამოყენება.

     

    „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ წინასაარჩევნო პერიოდში განახორციელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ტიპის ქმედებაზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას და  ყველა შემთხვევას გამოიტანს საჯაროდ განსახილველად.

    ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, კანდიდატს, ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს  შეუძლია საკუთარი ხელმოწერით დაადასტუროს მანიფესტში მოცემული პრინციპების მხარდაჭერა.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარიამ ზანგურაშვილი საქართველო თბილისი 11/03/2019
    2
    თამარ მაისურაძე საქართველო თბილისი 30/10/2017
    3
    მარიამ ალექსიძე საქართველო თბილისი 30/10/2017
    4
    თეონა გუდაშვილი საქართველო თბილისი 23/10/2017
    5
    მარიამ ხაბელაშვილი საქართველო თბილისი 20/10/2017
    6
    მზია გელაშვილი საქართველო თბილისი 20/10/2017
    7
    ბადრი ბაკურაძე საქართველო თბილისი 20/10/2017
    8
    ანნა ბაქრაძე საქართველო თბილისი 20/10/2017
    9
    ნინო ქავთარაძე საქართველო რუსთავი 20/10/2017
    10
    სალომე ხვედელიძე საქართველო დმანისი 20/10/2017
    11
    მანანა ჩიტაიშვილი საქართველო დმანისი 20/10/2017
    12
    მანანა რთველიაშვილი საქართველო დმანისი 20/10/2017
    13
    ეკატერინე როგავა საქართველო რუსთავი 20/10/2017
    14
    მერი ხაბელაშვილი საქართველო რუსთავი 20/10/2017
    15
    ლეილა ადეიშვილი საქართველო რუსთავი 20/10/2017
    16
    ნონა გელაშვილი საქართველო რუსთავი 20/10/2017
    17
    ანნა კეკენაძე საქართველო ბოლნისი 20/10/2017
    18
    ნიკო დევნიზაშვილი საქართველო ბოლნისი 20/10/2017
    19
    ნინო კავაძე საქართველო ბოლნისი 20/10/2017
    20
    ნონა რეხვიაშვილი საქართველო ბოლნისი 20/10/2017