27 ოქტომბერი

2017

ირაკლი
ღლონტი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4977 ხელმოწერა
    23
    5000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    ემიგრანტების პეტიცია ხელისუფლებას !

    საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას,

    ჩვენ, საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, გატყობინებთ, რომ აქამდე არ ვფლობდით ინფორმაციას ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის'' არსებობის შესახებ, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოქმედებს 2015 წლიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება პროგრამის დაფინანსება. 

    ოფიციალური ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ პროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაფინანსებულ იქნა 6 არასამთავრობო ორგანიზაცია და პროგრამის დაფინანსება შეადგენს 590 000 ლარს. 

    იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ ჩვენგანს აქამდე არ ჰქონდა ინფორმაცია პროგრამის ფუნქციონირების შესახებ, უფრო მეტიც, არც ერთ ჩვენგანს და ჩვენს ნაცნობ ემიგრანტს არ უსარგებლია ამ პროგრამით, მოგმართავთ, რათა შესწავლილ იქნას ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამის არსებობის მიზნობრიობა, ეფექტურობა და უკვე დახარჯული თანხებით გაწეული სერვისების მონიტორინგი, თუ ასეთი სერვისები რეალურად არსებობს.

    პროგრამა ითვალისწინებს ქვეყანაში დაბრუნებული ემიგრანტისთვის 4 დღის ვადით საცხოვრებელი ფართის დაქირავებას, თუმცა გაუგებარია, რამდენად რეალისტურია ამ კომპონენტით მიგრანტის რეინტეგრაცია სამშობლოსთან. ასევე გაუგებარია, საყოველთაო დაზღვევის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის საბუჯეტო პროგრამის ფარგლებში, რა საჭიროებას წარმოადგენს დაბრუნებული თანამემამულეებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება.

    ბევრი რამ იწვევს კითხვის ნიშანს, მათ შორის გაუგებარია გრანტით დაფინანსებული ორგანიზაციების კვალიფიკაცია და საიმედოობა, როცა მათი უმრავლესობის  შესახებ ინფორმაციებს ელემენტარულად არ გვაწვდის საძიებო სისტემა GOOGLE და  ამ ორგანიზაციებს ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებები არ გააჩნიათ (ვებ. გვერდი და სხვა).

    მოგმართავთ, გადახედილ იქნას წინამდებარე საკითხი, შესწავლილ იქნას საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების საკითხი და მოგიწოდებთ და გთხოვთ, მომავალში, ინფორმაცია და ნებისმიერი პროგრამა, რომელიც გვეხება ჩვენ, საქართველოდან ემიგრაციაში მყოფ მოქალაქებს მოგვეწოდოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და სოციალური ქსელების საშუალებით.

     

    პატივისცემით,

    საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები.

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნიკოლოზ გაბრაშვილი საქართველო თბილისი 29/10/2017
    2
    ნინო მამფორია USA New York 28/10/2017
    3
    nino izoria turqeti trapizoni 28/10/2017
    4
    ლუიზა კალაძე თურქეთი იზმირი 27/10/2017
    5
    მაია ბაჩანაშვილი საბერძნეთი ათენი 27/10/2017
    6
    მაია კიმოთიძე იტალია ფლორენცია 27/10/2017
    7
    ელინა ბასილაშვილი ესპანეთი მადრიდი 27/10/2017
    8
    ლალი პარკაული ტურქეტი მერსინი 27/10/2017
    9
    ყურაშვილი იზა საბერძნეთი ათენი 27/10/2017
    10
    მერი ფირცხალაიშვილი ამერიკა ნიუ იორკი 27/10/2017
    11
    givi dalaqishvili israeli xuloni 27/10/2017
    12
    ნანა ბაძაღუა თურქეთი იზმირი 27/10/2017
    13
    მთვარისა ბაძაღუა თურქეთი იზმირი 27/10/2017
    14
    ნინო უგულავა თურქეთი იზმირი 27/10/2017
    15
    თამარ ბაძაღუა თურქეთი იზმირი 27/10/2017
    16
    დიკა დათოშვილი აშშ ნიუ იორკი 27/10/2017
    17
    მელიტონი რაინაული ისრაელი Bat yam 27/10/2017
    18
    მარიამ ყიფშიძე იტალია პიზა 27/10/2017
    19
    ხათუნა ფორჩხიძე იტალია მილანი 27/10/2017
    20
    ნინო ღაზიაიძე ისრაელი თელ ავივი 27/10/2017