05 დეკემბერი

2017

როენა
მამიდა
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1997 ხელმოწერა
    3
    2000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება!!!

    დღესდღეობით ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში (როგორიცაა ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ავსტრალია, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, იტალია და ა.შ.) პროსტიტუცია ლეგალიზებულია და ფინანსური თვალსაზრისითაც ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი წვლილი შეაქვს.  ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში სექს-ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სპეციალური შენობებია გამოყოფილი, სადაც სექს-მუშაკები კლიენტს ფულის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას სთავაზობენ. 

    ამ დროს კი ჩვენს ქვეყანაში პროსტიტუცია კანონით აკრძალულია (სსკ 254-ე მუხლი), იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ  სექს-მუშაკების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას და მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბიზნესი მაინც ყვავის.  დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში საროსკიპოები  საგრძნობლად მომრავლებულ ჩინურ-ტაილანდური მასაჟების სალონებს, სასტუმროებსა და ზოგიერთ ბარ-რესტორნებს ამოფარებული მუშაობენ. ცირკის ტერიტორია კი კარგა ხანია  სექს-მუშკების "სამსახურთან" ასოცირდება.  სწორედ აკრძალვის შემთხვევაში ხდებიან მცირეწლოვნები მეძავები და ყვავის პედოფილია. ლეგალიზება, კანონის და კონტროლის ქვეშ მოაქცევს ამ სფეროს და რისკს შეამცირებს. პირველ რიგში უნდა მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება, შემდეგ კი დაწესდეს მკაცრი კონტროლი ასაკზე, ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე. 

           პროსტიტუციის სფერის კონტროლის ქვეშ აყვანა სახელმწიფოს მიერ, თავიდან აგვაცილებს სექსმონობას, ტრეფიკინგს, პედოფილიას... იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანოები თავისი მოწოდების სიმაღლეზე იდგებიან და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ, ამ სფეროში სიტუაცია საგრძნობლად გამოსოწორდება. 

    • ეს არის საუკეესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისათვის. ( სამართალდამცავების მიერ თითქმის სრულ კონტროლზე იქნება აყვანილი ეს სფერო, შესაბამისად მასში დასაქმებული პირების ასე ვთქვათ, ასავალ-დასავალი მათთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იქნება. სექსმონობის მსხვერპლი ბევრი ადამიანი ხდება, მათ შორის საქართველოში. ეს ნაბიჯი კი შეამცირებს ამ საფრთხეს.)

    • სექს-ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება დაცული იქნება და აღარ ექნება ადგილი მათზე ძალადობას.

    • სექსმუშაკთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაკონტროლდება ჯან-დაცვის სამინისტროს მიერ, რაც შეამცირებს ვენერიულ დაავადებათა გავრცელების რისკს;

    • ვერავინ შესძლებს ამ ბიზნესში არასრულწლოვანთა ჩართვას;

    • ის ფული, რაც ამ ინდუსტრიაში ტრიალებს შევა ბიუჯეტში, ნაცვლად იმისა, რომ დაილექოს სადღაც, არც თუ ისე პატიოსანი ადამიანების ჯიბეებში;

     

          გთხოვთ, ზემოაღნიშნული მოთხოვნის მხარდასაჭერად ხელი მოაწეროთ პეტიციას და დააფიქსიროთ თქვენი აზრი, თითოეული თქვენთანაგის ხელმოწერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს...

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თამარი კაკოჩაშვილი საქართველო თბილისი 13/12/2017
    2
    ანნა გასვიანი 01019030911 თბილისი 05/12/2017