25 იანვარი

2018

Natia
Gvianishvili
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 313 ხელმოწერა
    1187
    1500
    ადრესატი: რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობას

    რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მხარდასაჭერად In Support of RFE/RL’s Georgian service

    For English please scroll down

    ქართული საზოგადოება და პოლიტიკა უკანასკნელ წლებში განსაკუთრებულად პოლარიზებულ მედიაგარემოში არსებობს. მრავალი წლებია, რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია თანმიმდევრულად არის პროფესიული და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის ორიენტირი როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის, ისე მისი ძველი მსმენელებისა და ახალი მედია-პროდუქტების - სატელევიზიო გადაცემების, პოდკასტების, ვებ-პლატფორმის - მომხმარებლებისთვის. რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია მსმენელებს და მოგვიანებით, მრავალრიცხოვან მაყურებელსაც თანმიმდევრულად აძლევდა შესაძლებლობას, დროულად გასცნობოდნენ როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურ პროცესებს.

    ეს მედიასაშუალება ნდობით სარგებლობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მის კონფლიქტის რეგიონებსაც მოიცავს. რადიოს ქართული რედაქცია 1953 წლიდან მაუწყებლობს და ყოველთვის იყო ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელოვანი სიმბოლო რკინის ფარდის გამოღმა. მისი გავლენა საგრძნობლად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლების ბოლოს საქართველოშიც გაიხსნა თბილისის ბიურო. რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს 2005 წლიდან დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს.

    საქართველოსთვის პოლიტიკურად განსაკუთრებულ კრიზისულ სიტუაციებში, როცა მედიაგარემოსა და აქ მომუშავე უამრავი ჟურნალისტისთვის გაუსაძლისი პროფესიული პირობები შეიქმნა, რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს და იყო დემოკრატიაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე ორიენტირებული მოქალაქეების მოკავშირე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას ამჟამად პრობლემები ექმნება სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის და საქართველოში სატელევიზიო პარტნიორების შერჩევის თვალსაზრისით.

    თანამედროვე მსოფლიოში დღევანდელ დღეს მიმდინარე ჰიბრიდული მედია-პროპაგანდის პირობებში საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია აქ არსებული ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი მედია-სტანდარტებით მომუშავე პრესის, ვებ-პლატფორმების, ტელევიზიისა და რადიოს ამარა. ამავე დროს, სულ უფრო ხილული ხდება რუსული პოლიტიკის ე.წ. რბილი ძალის გავლენაც, რომელსაც ასაზრდოებს ბოლო წლებში განსაკუთრებით მომრავლებული პროპაგანდისტული და ანტიდასავლური მედია-ორგანიზაციები. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით სახიფათოა ქართული რედაქციის გამოცდილი და უაღრესად პრინციპული ხელმძღვანელობის დასუსტება.

    რადიო თავისუფლების ქართული სამსახური არის მნიშვნელოვანი თავისი მიუკერძოებლობითა და პროფესიონალიზმით. სწორედ ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს ამ რადიოს გავლენას, რომელიც მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება.

    ჩვენ, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მადლიერი აუდიტორია, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართულ რედაქციასთან დაკავშირებით გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოგმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გატარდეს საქართველოშჲ არსებული გამოწვევების ადეკვატური პოლიტიკა, რაც უნდა გამორიცხავდეს რედაქციის დასუსტებას და დესტაბილიზებას.

    In recent times, the social and political life of Georgia has been unfolding in an intensely polarized media environment. For many years, RFE/RL’s Georgian service has consistently remained a beacon of professional and unbiased reporting for young journalists and old listeners alike, also for users of the new media products – TV programs, podcasts and web platforms. The Georgian service of RFE/RL has consistently offered its listeners and, later, its viewers, timely information about the political and cultural processes developing in the world and in the region. This media organization has the trust of all of Georgia, including its conflict regions.

    The Georgian service of RFE/RL had been broadcasting since 1953 and has always represented an important symbol of freedom beyond the Iron Curtain. Its influence has tangibly increased since the late 1990s when the Tbilisi Bureau opened in Georgia. David Kakabadze has been leading RFE/RL Georgian service since 2005.

    During political crises in Georgia, when media environment and many journalists here had to work under unbearable professional conditions, RFE/RL’s Georgian service covered current affairs and remained an ally of the citizens, who are oriented towards democracy and the rule of law. According to recent media reports, the Georgian service is experiencing problems while determining its editorial policy and making decisions about its TV affiliates in Georgia. In the modern world, in which hybrid media propaganda is developing, Georgia is especially vulnerable, as the press, web-platforms, TV and radio here still operate in the environment of low media standards. At the same time, soft power of the Russian politics is becoming increasingly visible and feeds a growing number of propagandist and anti-western media outlets.

    In these circumstances, it is especially fraught with danger to weaken the experienced and highly principled leadership of the Georgian service. RFE/RL’s Georgian service is important because of its impartiality and professionalism. These two factors determine the influence of the Radio, which simply cannot be reduced only to numbers.

    We, the grateful audiences of RFE/RL’s Georgian service, express extreme concern regarding the leaked information about the Georgian service and are addressing you, so that the implemented policies are adequate to the current challenges Georgia faces. And this, in any case, should exclude a weakening and/or destabilization of the Service.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Irinka Pochkhua საქართველო თბილისი 20/02/2018
    2
    თამარ ყველაშვილი საქართველო გორი 18/02/2018
    3
    მარიამი ძელური საქართველო თბილისი 14/02/2018
    4
    თამარ რობიტაშვილი საქართველო თბილისი 06/02/2018
    5
    დავით ჭელიძე საქართველო თბილისი 06/02/2018
    6
    ნიკო კვარაცხელია საქართველო თბილისი 06/02/2018
    7
    კოტე ლომიძე საქართველო ხაშური 06/02/2018
    8
    ეთერი დარჩაშვილი საქართველო თბილისი 06/02/2018
    9
    მაია იველაშვილი საქართველო ახალციხე 05/02/2018
    10
    Miranda Zhozhikaishvili Germany Stuttgart 04/02/2018
    11
    თამარ ბარამშვილი საქართველო თბილისი 03/02/2018
    12
    თამაზ იმნაძე საქართველო თბილისი 03/02/2018
    13
    ნინო ჯინჭარაძე საქართველო თბილისი 03/02/2018
    14
    ელლეანორ კვახაჭელიძე საქართველო რუსთავი 03/02/2018
    15
    ხათუნა კაჭარავა საქართველო თბილისი 03/02/2018
    16
    Archil Kipiani Georgia Tbilisi 03/02/2018
    17
    ნანა ჩიტალაძე საქართველო თბილისი 02/02/2018
    18
    თამარ კილაძე საქართველო თბილისი 02/02/2018
    19
    ანა კვარაცხელია საქართველო ზუგდიდი 02/02/2018
    20
    ლიმერი გრიგოლია საქართველო თბილისი 02/02/2018