19 თებერვალი

2018

გერა
კარკაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 19728 ხელმოწერა
    272
    20000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , ფინანსთა სამინისტრო , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    სამედიცინო და სახანძრო სამაშველო ვერთმფრენები!

    მოგესალმებით
    აღნიშნული პეტიცია შეეხება სახელმწიფოს მხრიდან სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ვერტმფრენების შეძენის საკითხს.
    სატყეო სააგენტოს მონაცემებით 2007-16 წლებში დარეგისტრირა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 297 შემთხვევა. 2015 წელს ხანძრის ყველაზე მეტი, 72 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიწვა 205 ჰექტარზე მეტი. 2008 წელს 1300 ჰექტარი დაიწვა, გასულ წელს კი 100 ჰექტარზე მეტი. (1) აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ ასეთი საზარელი და ძნელად გამოსასწორებელი შემთხვევები შევამმციროთ დამეთანხმებით რომ ბევრად მეტი ვერტმფრენია საჭირო და უფრო მაღალი ტვირთამწეობის, ვიდრე საქართველოს ჰყავს. საჭიროა სპეციალურად ხანძრის საწინააღმდეგო ვერტმფრენის შეძენა. საქართველო მაღალმთიანი ქვეყანაა და ტყეს უკავია ტერიტორიის 39%. (2) ამ ტყეს გაფრთხილება ჭირდება და დაუშვებელია, რომ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ტექნიკის ასეთი სიმცირე იყოს.
    სამედიცინო და სამაშველო ვერტმფრენების საჭიროება აშკარა გახდა მაგალითად 2015 წელს 13 ივნისს, როდესაც მათი არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ბევრად ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. ასევე არის შემთხვევები როდესაც უამინდობის გამო მაღალმთიან დასახლებებში მიმავალი გზა იკეტება, ასეთ დროს ამ დასახლებებში თუ იქნება ავადმყოფი, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება ან ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება ზოგადად, რამდენიმე ვერტმფრენით, რომელიც დაშორებულია რეგიონებიდან, ვერ მოხდება მათი დროული დახმარება. საჭიროა რამდენიმე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საქართველოს ყველა რეგიონში. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და თანაც ასეთ სიტუაციაში, როდესაც გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ რთული აქვს, ამ სახის პრობლემები არ უნდა იდგეს დღის წესრიგში. მოგიწოდებთ ყველას ხელი მოაწეროთ პეტიციას და მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში.
     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Ana Qimadze საქართველო ახალციხე 05/03/2019
    2
    ბიასიკა გაბი საქართველო თბილისი 29/05/2018
    3
    აკაკი სტურუა საქართველო სამტრედია 16/03/2018
    4
    თენგიზი რუსია საქართველო თბილისი 28/02/2018
    5
    ჯონი გაბოშვილი საქათველო დაბა აბასთუმანი 27/02/2018
    6
    დავითი ჯიმშელეიშვილი საქართველო ქუთაისი 27/02/2018
    7
    ბაგრატ ფეიქრიშვილი საქართველო თბილისი 26/02/2018
    8
    ირაკლი დავითაძე Georgia Batumi 24/02/2018
    9
    გულიკო აბრამიშვილი საქართველო მცხეთა 23/02/2018
    10
    Ani Galstyan Saqartvelo Akhaltsikhe 22/02/2018
    11
    Mania Xmaladze Saqartvelo Axalcixe 22/02/2018
    12
    Davit Eradze Saqartvelo Rustavsh 22/02/2018
    13
    ნინო ლომსაძე საქართველო ბორჯომი 22/02/2018
    14
    ირაკლი ცხვარაძე საქართველო სამტრედია 22/02/2018
    15
    ბექა ბობოხიძე საქართველო თბილისი 22/02/2018
    16
    ალექსანდრე ჩარბაძე საქართველო თბილისი 22/02/2018
    17
    ნინო ბოგვერაძე საქართველო თბილისი 22/02/2018
    18
    ბუბა გერენავა საქართველო ფოთი 22/02/2018
    19
    სალომე კატშანი გერმანია ბერლინი 22/02/2018
    20
    ekaterine tsertsvadze saqartvelo tbilisi 22/02/2018