22 თებერვალი

2018

ემზარ
შალიკაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 999 ხელმოწერა
    1
    1000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

    ძმობისა და მეგობრობის პარკი

    ყველას --- 1945 წლის დიდი  გამარჯვების და  ხალხთა  მეგობრობის მომხრეებს!

    ძვირფასო  მეგობრებო --- არასამთავრობო ,,სამხრეთი ბუდე"(South  nest)-ი მოგმართავთ  თხოვნით,  რათა მხარი  დაუჭიროთ  ,,მშვიდობის სარტყლის" დამკვიდრების  იდეას სამხრეთ  ოსეთის ირგვლივ,  რაც  გამოიხატება  ძმობისა  და  მეგობრობის  დენდროლოგიური პარკის გაშენებაში  და  რომელიც  იქნება  გარანტია მუდმივი  მშვიდობისა  ამ  კონფლიქტურ  ზონაში  და  რომელიც  ამავდროულად  ხელს  შეუწყობს  ამ  რეგიონის  განვითარებას.

      ამ  იდეის  შესახებ,  რომელზეც  უკვე  4  წელზე  მეტია  ვმუშაობ,   უკვე  ვესაუბრე  როგორც  რუსულ,  ასევე  ქართულ მხარეს  მინისტრებისა  და  მათი  მოადგილეების  დონეზე,  ხოლო  სამხრეთ ოსეთის  პრეზიდენტს  კი  წერილი  გაუგზავნე.  ვიმედოვნებ,  რომ  პოლიტიკოსები  შეასრულებენ  თავიაანთ  პირობას  და  ბოლომდე  მხარს  დაუჭერენ  ამ უნიკალურ  სამშვიდობო  პროექტს რომლის  ანალოგი  ჯერ  მსოფლიოში არ  არის.

      ეს  ,,ძმობისა  და  მეგობრობის  დენდროლოგიური  პარკი"  იქნება  ადგილი კულტურული  და  სპორტული  ღონისძიებებისა,  ეს  იქნება  ადგილი  როგორც  პოლიტიკური,  ასევე  საქმიანი  შეხვედრებისა.

     ჩვენ  ასეთი  ,,სახალხო  დიპლომატიით"   შეგვიძლია  მთელს  მსოფლიოს ვაჩვენოთ  და  მივცეთ  მაგალითი  იმისა,  თუ  როგორ  მშვიდობიანად  და  დემოკრატიულად  შეიძლება  ასეთი  მტკივნეული  საკითხების  მოგვარება.

     ამიტომ  ყველა  კეთილისმსურველს  გთხოვთ  გაიზიაროთ  და  პოპულარიზაცია გაუკეთოთ  როგორც   ,,მშვიდობის  სარტყლის"  იდეას, ასევე  რუსი,  ქართველი  და  ოსი  ხალხების  მეგობრობას.

     ეს  თანადგომა  გთხოვთ  დაადასტუროთ  ,,ხელმოწერით"" 

    დიდი  მადლობა  ყველას.

    პატივისცემით, 
    ემზარ შალიკაშვილი 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ემზარ შალიკაშვილი საქართველო თელავი 22/02/2018