15 აპრილი

2015

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9535 ხელმოწერა
    465
    10000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი

    ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს!

    ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“, კოალიცია ქართულ ოცნებას და მთლიანად სახელისუფლებო გუნდს.

    დღეს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი თითქმის უფუნქციოდ რჩება. ქალაქი, რომელიც ისტორიის მანძილზე ხშირად ქვეყნის დედაქალაქის, კულურული და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ითავსებდა, სავარაუდოდ მალე ერთადერთ - საპარლამენტო ქალაქის სტატუსსაც დაკარგავს. 
    არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ქალაქს დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი არსებობას მხოლოდ იმ ადამიანების დახმარებით აგრძელებს, ვინც ეს ქალაქი უკვე დატოვა და დედაქალაქში ან სხვა ქვეყანებში აგრძელებენ ცხოვრებას და საქმიანობას. ამ ქალაქში ცხოვრება უკვე ენთუზიაზმის დონეზე რჩება.
    თქვენმა წინასაარჩევნო დაპირებამ ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების შესახებ მოსახლეობაში გააჩინა იმედი, რომ ამ ნაბიჯების შემდეგ ქალაქის ეკონომიკა ნელნელა აღორძინებას დაიწყებდა. ვთვლით, რომ თქვენს მიერ დაანონსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება პირველი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისთვის, ასევე ამ საარჩევნო დაპირების შესრულება დადებითი მუხტი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რასაც შესაბამისი უკურეაქცია აუცილებლად მოჰყვება, როგორც ქუთაისის ასევე რეგიონის მაცხოვრებლებისაგან. ასეთი მოცულობის ინვესტიცია ქალაქს მისცემს ახალ ბიძგს, როგორც განათლების, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. რასაც მოჰყვება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა; კერძოდ სტუდენტების სიმრავლე ბიძგს მისცემს ქალაქის მცირე მეწარმეობის განვითარებას. მით უმეტეს თუ გადავხედავთ უახლესი ისტორიის მანძილზე ქალაქის ფუნქციას, ტექნოლოგიურ ბაზას (უკვე არსებული უნივერსიტეტის სახით), ქუთაისს ნამდვილად აქვს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. 
    ამ ფაქტორების გათვალისწინებით გთხოვთ და მოვითხოვთ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას. გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში დაფუძნდება. ის ქალაქს ძალიან სჭირდება!

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ირინა მასხარაშვილი საქართველო თბილისი 11/02/2017
    2
    დავით ქვარიანი საქართველო თბილისი 04/06/2015
    3
    ქეთი გოგია საქართველო რუსთავი 04/06/2015
    4
    ლოლა ბუაჩიძე საქართველო თბილისი 02/05/2015
    5
    ოთარ ფარულავა საქართველო თბილისი 30/04/2015
    6
    ბადრი ბანძელაძე საქართველო ქუთაისი 26/04/2015
    7
    ნინია ტურაშვილი საქართველო თბილისი 26/04/2015
    8
    ნინო ჯიბლაძე საქართველო ქუთაისი 26/04/2015
    9
    ნონა გელაშვილი საქართველო ქუთაისი 26/04/2015
    10
    ანა კაკიტაძე საქართველო ქუთაისი 25/04/2015
    11
    ფარნაოზ ხონელიძე საქართველო თბილისი 24/04/2015
    12
    ინგა ვაშაყმაძე საქართველო ქუთაისი 23/04/2015
    13
    miranda vashakmadze saqartvelo qutaisi 23/04/2015
    14
    ლიკა კაშია საქართველო ქუთაისი 23/04/2015
    15
    ნიკა სომხიშვილი საქართველო გორი 22/04/2015
    16
    თეონა თოდუა საქართველო თბილისი 21/04/2015
    17
    ბორისი ჯავახაძე საქართველო ქუთაისი 21/04/2015
    18
    თამარ ბარამაშვილი საქართველო თბილისი 21/04/2015
    19
    თამთა გაბისონია საქართველო ქუთაისი 20/04/2015
    20
    ზაალ ქრისტესიაშვილი საქართველო თბილისი 20/04/2015