26 თებერვალი

2018

შპს ბადაგონი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 12746 ხელმოწერა
    7254
    20000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    ერთად დავიცვათ ბადაგონი!

    ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი,  მოვითხოვთ  კომპანია 
    "ბადაგონის" და მისი მფლობელისა და დამფუძნებლის,  გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ დაწყებული დევნის და ძალადობის შეწყვეტას! 

    ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ქართული მეღვინეობის ფლაგმანის, კომპანია "ბადაგონის" წინააღმდეგ ფინანსური პოლიცია ახორციელებს აუხსნელი  და საჩვენებელი ძალადობით სავსე მოქმედებებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სამართლიანად ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში კერძო საკუთრება იმყოფებოდა კანონის დაცვის ქვეშ,  ხოლო ბიზნესი სარგებლობდა უპრეცედენტო თავისუფლებით და განვითარების შესაძლებლობით. 


    ვფიქრობთ, რომ 7 თებერვალს კომპანია "ბადაგონის" ოფისში ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელებული შეჭრა და ამ უწყების მიერვე წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა ქართული მეღვინეობის ლიდერი კომპანიის მიმართ  ატარებს უსამართლო და მიკერძოებულ ხასიათს, რაც აზიანებს არა მხოლოდ "ბადაგონის" ფინანსურ მდგომარეობას და ბიზნეს საქმიანობას, არამედ ეჭვის ქვეშ აყენებს რუდუნებით მიღწეულ ხელსაყრელ გარემოს ქართული ბიზნესის განვითარებისთვის, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და  საერთაშორისო რეპუტაციას. 

    მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს კომპანია "ბადაგონისა" და მისი მფლობელის, გიორგი სალაყაიას სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო ყოფილი ბიზნეს პარტნიორების მხრიდან წარმოქმნილი პრეტენზიების განხილვა მოხდეს სამოქალაქო სასამართლოს დარბაზში მხარეების კანონიერი უფლებების სრული დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. 

    ერთად ბადაგონისთვის!                                                                  

    ჩვენ ვიცავთ ბადაგონს, ჩვენ ვიცავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Xatia Tevzadze Saqartvelo Tbilisi 18/11/2018
    2
    იროდიონ სებუა საქართველო თბილისი 18/11/2018
    3
    ნინო დევიძე საქართველო თბილისი 18/05/2018
    4
    ანა ზოზიროვი საქართველო თბილისი 26/04/2018
    5
    თინათინ უგრეხელძე საქართველო თბილსი 13/04/2018
    6
    მირანდა მალაზონია საქართველო თბილისი 13/04/2018
    7
    თინათინ ჯოჯიშვილი საქართველო თბილისი 12/04/2018
    8
    მარიამ მამულაშვილი საქართველო თბილისი 09/04/2018
    9
    გიორგი გავარდაშვილი საქართველო ახმეტა 03/04/2018
    10
    ნატალი დოლიძე Georgia თბილისი 23/03/2018
    11
    ნინო ხვედელიძე საქართველო თბილისი 22/03/2018
    12
    თამთა მღებრიშვილი საქართველო თბილისი 22/03/2018
    13
    ნინი კლდიაშვილი საქართველო ბათუმი 20/03/2018
    14
    ნათია კლდიაშვილი საქართველო ბათუმი 20/03/2018
    15
    ნათია კლდიაშვილი საქართველო ბათუმი 20/03/2018
    16
    ნინო ურატაძე საქართველო გურჯაანი 19/03/2018
    17
    თათA ჯმუხაძე საქართველო თბილისი 19/03/2018
    18
    Nani Ratiani Belgium Brugge 18/03/2018
    19
    ირაკლი ძლიერიშვილი აშშ ფილადელფია 18/03/2018
    20
    თამარ ძლიერიშვილი აშშ ფილადელფია 18/03/2018