18 მარტი

2018

დავით
ჯინჭარაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 988 ხელმოწერა
    12
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    აეკრძალოს პუტინის მხარდამჭერ მომღერლებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა

    მოგესალმებით,
    მოგეხსენებათ, უკრაინის რადას ინიციატივით, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი მომღერლებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალულია.

    ამ თვეში ქართველი და რუსი მომღერლების პუტინისადმი მხარდაჭერის საკითხი საზოგადოებრივი განხილვის თემა გახდა. საზოგადოების უარყოფითი რეაქცია და გაღიზიანება გამოიწვია მომღერალი ქეთა თოფურიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა. ასევე, საქართველოში ჩამოვიდა რუსი მომღერალი დიმა ბილანი და მოინახულა ბათუმის საზღვაო აკადემია.მოგეხსენებათ, ორივე მომღერალმა მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კომპანიის კლიპში ("Путеводная Звезда") მონაწილეობა.

    რუსეთმა ჩაიდინა არამხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის, მოლდოვასა და ბრიტანეთის წინააღმდეგ სერიოზული დანაშაულები.  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებდა სულ უფრო მძიმდება, ქვეყნისა და მოქალაქეების ღირსება კი ილახება რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის მიმართ მთავრობის გულგრილი დამოკიდებულებით.

    ამის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეები მივიჩნევთ საჭიროდ, პუტინის ყველა მხარდამჭერი საზოგადო მოღვაწე და ხელოვანი გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონ-გრატად (განურჩევლად პიროვნებსი ეროვნებისა, იქნება ეს ქართველი, რუსი, თუ სხვა), ანუ აეკრძალოს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოსვლა და კონცერტის გამართვა. ეს არის ყველაზე მცირედი, რისი გაკეთებაც შეიძლება ქვეყნის ღირსების აღსადგენად. 

    პატივისცემით. 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორგი გერმესაშვილი საქართველო თბილისი 29/08/2018
    2
    ნიკა ჯაში ფიფი ქქქ 23/03/2018
    3
    თეკლე მაქაცარია საქართველო ზუგდიდი 23/03/2018
    4
    ლიკა მენაფირე საქართელო თბილისი 23/03/2018
    5
    მარიამ მარიამიძე საქართველო გორი 23/03/2018
    6
    თეა ლეშკაშელი საქართველო თბილისი 21/03/2018
    7
    გვანცა ჩიბუხაშვილი საქართველო თბილისი 18/03/2018
    8
    მაკა გურაშვილი საქართველო თბილისი 18/03/2018
    9
    ნათია მახათაძე ჰოლანდია ამდტერდამი 18/03/2018
    10
    დავით ლაგვილავა საქართველო თბილისი 18/03/2018
    11
    შალვა ქიტესაშვილი საქართველო გურჯაანი 18/03/2018
    12
    დავით ჯინჭარაძე საქართველო ბათუმი 18/03/2018