20 მარტი

2018

სოლომონ
ნერგაძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტი

    საქართველოს პარლამენტს!
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!


    ბატონო პარლამენტის წევრებო!
    ბატონო ირაკლი!
    ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია ჩვენი სამშობლო და მისი მომავალი თაობების ბედი, მოგმართავთ ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონში ცვლილებების შეტანამდე ნარკომომხმარებელთა წარმომადგენლების განსაკუთრებული გააქტიურება, ღია ნარკოპროპაგანდა და სხვა ასპექტები იწვევს მომავალი თაობების ბედით შეწუხებული მოქალაქეების შეშფოთებას. არ გვსურს მოარული ხმებით, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ნაწყვეტებით ვიმსჯელოთ შემოთავაზებულ კანონპროექტზე.
    ჩვენ არ ვართ მომხრე ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვისა.
    ასევე, უკიდურესად წინააღმდეგნი ვართ ნარკოტიკების ე.წ. „ჩადებებისა“.
    მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ნარკოსაშუალებების გაუაზრებელი და მეცნიერულ დასაბუთებას მოკლებული ლიბერალიზაცია, მათი სამართლებრივი დოზების დადგენა, გადატანის, შენახვის და რეალიზაციის თავისუფალი უფლება, კანონის მიღებისთანავე დააყენებს დღის წესრიგში ნარკოტიკული საშუალებების ოფიციალური მწარმოებლების გამოჩენის, მათ მიერ პროდუქციის განაწილებისა და გაყიდვის აუცილებლობას. უაღრესად დიდია საშიშროება იმისა, რომ ეს პროცესი უმართავი გახდეს. 
    იგი დაღუპავს მომავალ თაობებს!
    ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონის მიღება ნაუცბათევად, საყოველთაო განხილვის გარეშე, დაუშვებელია. 
    მოვითხოვთ, კენჭისყრის წინ მის უცილობელ გამოქვეყნებას! 
    კენჭისყრა უნდა იყოს სახელობითი და ჩატარდეს არაუადრეს ერთი თვისა გამოქვეყნებიდან! 
    თუ კანონი, საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, მაინც იქნება მიღებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის ადამიანები, ვინც მომავალი თაობის სიჯანსაღეზე არ ფიქრობს, ჩამოვაცილოთ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ჩვენ მართალნი უნდა ვიყოთ მომავალი თაობების წინაშე! 
    თუ დღეს არ ძალგვიძს ქვეყნის სამომავლო, ღირსეული განვითარებისათვის აუცილებელი კანონის მიღება, ნუ მივიღებთ! 
    მომავალ თაობას ნუ წავართმევთ უფლებას, მიიღოს უკეთესი კანონი!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    პაატა გერაძე საქართველო ქუთაისი 31/03/2018
    2
    იამზე ალავიძე საქართველო ონი 31/03/2018
    3
    ნინო ალავიძე საქართველო ონი 31/03/2018
    4
    ნატო ალავიძე საქართველო ონი 31/03/2018
    5
    ნინო ბასილაია საქართველო ფოთი 31/03/2018
    6
    ნანა კაპანაძე საქართველო ჭიათურა 31/03/2018
    7
    ანი მორჩილაძე საქართველო აბაშა 31/03/2018
    8
    მინდია მელიავა საქართველო ქობულეთი 31/03/2018
    9
    გიორგი გოგია საქართველო თბილისი 31/03/2018
    10
    მარიკა წოწონავა საქართველო ფოთი 31/03/2018
    11
    მარიეტა თაბაგარი საქართველო ქუთაისი 31/03/2018
    12
    მარიამ გელაშვილი საქართველო წალენჯიხა 31/03/2018
    13
    მანანა ფხაკაძე საქართველო ქუთაისი 31/03/2018
    14
    მაყვალა ფრუიძე საქართველო ქუთაისი 31/03/2018
    15
    მადონა გეგუჩაძე საქართველო ქუთაისი 31/03/2018
    16
    მაკა ხეცურიანი საქართველო ქუთაისი 31/03/2018
    17
    ლია არტუხოვა საქართველო ფოთი 31/03/2018
    18
    ლალი ხარბედია საქართველო ქუთაისი 31/03/2018
    19
    გიორგი თელია საქართველო ქუთაისი 31/03/2018
    20
    ეკა ფერაძე გერმანია დუსელდორფი 31/03/2018