28 მარტი

2018

ილია
ლობჟანიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 349965 ხელმოწერა
    35
    350000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    ბრძოლა ოთხისათვის

    ადამიანებმა დაკარგეს ნდობა პოლიტიკური პროცესებისადმი.

    პოლიტიკოსები, დამსაქმებლები და ზოგადად პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა აღარ ერიდება ობიექტური ფაქტების იგნორირებას და ურცხვად ტყუის ქვეყანაში შექმნილ სამუშაო გარემოზე.

    დასაქმების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს მომსახურება, მშენებლობა თუ წარმოება დასაქმებულებს უწევთ მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ და ღირსების შემლახველ პირობებში მუშაობა.

    მოთხოვნები მარტივად გასაგები და აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    1. დაუყოვნებლივ დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება საათში ოთხი (4) ლარის ოდენობით (3.2 საშემოსავლო გადასახადების შემდეგ) და მიებას ინფლაციას.

    2. სასწრაფოდ შეიქმნას ეფექტური მონიტორინგის და გამოძიების სამსახური, რომელიც ნებისმიერ დროს შეძლებს ინსპექციაზე შესვლას ნებისმიერ დასაქმების ადგილზე და მიზეზის დასაბუთების შემთხვევაში ექნება დამსაქმებელი კომპანიის დაჯარიმების უფლება.

    3. სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის იძულების დასაბუთების შემთხვევაში დამსაქმებელი დავალდებულდეს სამი (3) თვის ანაზღაურება გადაუხადოს დასაქმებულს და ზუსტად იმავე თანხის ოდენობით დაჯარიმდეს.

    4. ორგანიზებული პროტესტი ან გაფიცვა გახდეს დასაქმებულის უფლება და არა თავისუფლება. თუ პროტესტში ან გაფიცვაში მონაწილეობს რომელიმე კომპანიის ან/და დამსაქმებლის კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებულთა მინიმუმ 70 პროცენტი (მაგალითად რომელიმე მაღაზიის მხოლოდ კონსულტანტები), გაფიცვა ჩაითვალოს სამართლიანად და დამსაქმებელი დავალდებულდეს გაფიცვის ყოველი სამუშაო დღე აუნაზღაუროს გაფიცულებს ნახევარი განაკვეთით (4 საათი).

    5. ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში, გარდა გაორმაგებული ანაზღაურებისა, დამსაქმებელი დავალდებულდეს დასაქმებულის ერთჯერადი კვებით და სამუშაოს დასრულების შემდეგ კომფორტული მგზავრობით საცხოვრებლამდე ან დამსაქმებლის მიერ მითითებულ ადგილამდე რომელიც მდებარეობს იმავე ქალაქში ან არ აღემატება საცოვრებლამდე არსებულ დისტანციას (ტაქსი ან დამსაქმებლის მიერ დაქირავებული ტრანსპორტი). 

    6. ცვლებს შორის მინიმალური დასვენების დრო განისაზღვროს ცამეტი (13) საათით. თუ დასაქმებული დავალდებულდება ცამეტ საათზე ნაკლებ დროში განაგრძოს მუშაობა, შრომა ჩაითვალოს ნახევრად-ზეგანაკვეთურად და ანაზღაურდეს ერთნახევარი (1.5) ტარიფით.

    7. აიკრძალოს აუნაზღაურებელი სტაჟირება (უფასო შრომა). სწავლების (ტრენინგის) პერიოდი განისაზღვროს ერთი (1) კვირით და თუ პოტენციურ დასასაქმებელს მოუწევს სამუშაო ადგილზე დღეში სამ (3) საათზე მეტის დაყოფა, მისი საქმიანობა ჩაითვალოს შრომად და დამსაქმებელი დავალდებულდეს აუნაზღაუროს ეს დრო დასაქმების შემდგომ მოსალოდნელი გასამრჯელოს ნახევარი განაკვეთით.

    8. ყოველი დამსაქმებლის/კომპანიის საოპერაციო დასაქმების ადგილიდან (ქსელის ფილიალები) აირჩეს წარმომადგენელი დასაქმებულების მიერ, რომელიც მენეჯმენტის ნებისმიერ შეხვედრაზე წარმოადგენს დასაქმებულთა ინტერესებს.

    9. თუ დამსაქმებელი გადაწყვეტს დახუროს ან/და გაყიდოს ბიზნესი, დასაქმებულებს მიეცეთ ვაჭრობის პირველი სიტყვა აუქციონამდე საწარმოს/ბიზნესის გამოსასყიდად კოლექტიური მფლობელობისთვის.

    10. შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო შრომითი დავების განსახილველად.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მაია მურუსიძრ საქართველო ქუთაისი 14/04/2018
    2
    Archili Kobaidze Georgia Dusheti 14/04/2018
    3
    მარიკა ფარღალავა საქართველო ფოთი 14/04/2018
    4
    ნინა ხონელია საქართველო ბათუმი 14/04/2018
    5
    მამუკა მანგოშვილი საქართველო რუსთავი 05/04/2018
    6
    მზია სულაძე საქართველო თბილისი 03/04/2018
    7
    რუსუდან ჩერქეზიშვილი საქართველო თბილისი 03/04/2018
    8
    მაია მარჯანიძე აშშ სომერსეტი 03/04/2018
    9
    ვაჟა ჯინჭარაძე საქართველო ქობულეთი 03/04/2018
    10
    მზია დოლიძე საქართველო თბილისი 03/04/2018
    11
    ნონა ხონელი აშშ მანვილი 03/04/2018
    12
    ნინო ბორჩხაძე აშშ NY 03/04/2018
    13
    თამარი ფუტკარაძე ამერიკა ნიუიორკი 03/04/2018
    14
    ციური გიორგაძე ამერიკა ქლიარვოთა 03/04/2018
    15
    მამიკა ორჯონიკიძე საქართველო თბილისი 03/04/2018
    16
    რუსიკო ტავბერიდზე საქარტველო ქობულეტი 03/04/2018
    17
    შალვა ბურდილაძე საქართველო თბილისი 03/04/2018
    18
    ნინო თვალჭრელიძე საქართველო თბილისი 03/04/2018
    19
    მამუკა მეგრელიძე საქართველო რუსთავი 03/04/2018
    20
    თამარ ოდიშელიძე საქართველო თბილისი 03/04/2018