14 აპრილი

2018

გიორგი
ჭვავჭანიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 49927 ხელმოწერა
    73
    50000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    მოხდეს მარიხუანას ლეგალიზაცია

    1) ადამიანებს გვაქვს უფლება მივიღოთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და ვაკეთოთ ის რაც გვსურს, თუ ამით არავის ვულახავთ უფლებას რომ მათაც აკეთონ ის რაც სურთ და ამავდროულად თუ არ ვავნებთ არავის. 

    2) ადამიანებს უნდა გვქონდეს საშუალება თავად ავირჩიოთ უნდა მოვწიოთ თუ არა მარიხუანა. ინდივიდუალური თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ჩვენი სხეული არის ჩვენი საკუთრება და გვაქვს აბსოლუტური უფლება ისე გამოვიყენოთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით.

    3) მთავრობა კარგავს დროს და ფლანგავს ჩვენს ფულს მარიხუანას აკრძალვით.

    გადასახადის გადამხდელები იძულებულები ვართ ვყაროთ ფული მარიხუანას მომხმარებლების ნარკო ტესტებში, ძვირადღირებულ ტომოგრაფიებში თუ შარდში. თუ მარიხუანა იქნება ლეგალური და იქნება რეგულაციები დაწესებული ადამიანის უფლებების შესაბამისად (როგორც ალკოჰოლის და თამბაქოს შემთხვევაში გვაქვს რეგულაციები - მაგალითად არასრულწლოვნისთვის მიყიდვა ისჯებოდეს კანონით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იკრძალებოდეს მარიხუანას მოწევა, ასევე რეგულაციები უნდა დაწესდეს რამდენი ძირის მოყვანა არის დაშვებული და ასე შემდეგ, ანუ განისაზღვროს პირადი მოხმარებისთვის ნებადართული მარიხუანას რაოდენობა).

    ასევე, უნდა იყოს დაშვებული სამედიცონო მარიხუანა როგორც წამალი, რა თქმა უნდა ექიმის დანიშნულებით და გაცემული იყოს მხოლოდ ექიმის დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებების მიერ, ისევე როგორც ეს ხდება მთელ რიგ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში.

    4) აკრძალვა არ არის პრობლემის ეფექტური გადაწყვეტა. ეს აჩვენა მსოფლიო პრაქტიკამ, მთელ რიგ ქვეყნებში აკრძალვების პროპორციულად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. მაშინ როდესაც, იმ ქვეყნებში სადაც ლეგალურია, მომხმარებელთა რაოდენობა პირველ თვეებში გაორმაგდა, შემდგე თვეებში კი იმაზე ნაკლები გახდა ვიდრე ლეგალიზაციამდე იყო. ზოგ ქვეყნებში 2ჯერ და სამჯერ დაბალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა. ეს აჩვენა მრავალწლიანმა პრაქტიკამ.

    5) მარიხუანა, ისევე როგორც თამბაქო და ალკოჰოლი, შეიძლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იყოს კონკრეტული ადამიანებისთვის კონკრეტულ სიტუაციებში, მოხმარების სიხშირის გამო თუ სხვადასხვა ფაქტორების გამო. მაგრამ აკრძალვა გვიჯდება ძვირი, როგორც ფინანსურად ასევე ადამიანური ფაქტორის გამო. ადამიანების სწორი ინფორმირება არის ყველაზე ეფექტური გამოსავალი, როგორც ეს პრაქტიკამ გვაჩვენა.

    მარიხუანას გაყიდვების რეგულირება და სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის: თუ რა შედეგები მოჰყვება მარიხუანას მოწევას, თუნდაც ჯანმრთელობის კუთხით, მინიმუმამდე დაიყვანს მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვს.

    ისტორიამ გვასწავლა ძალიან კარგი გაკვეთილი: ალკოჰოლის აკრძალვამ არ გაამართლა, (მშრალი კანონის პერიოდი საკმაოდ ახლო ისტორიაში გვქონდა), არც მარიხუანას შემთხვევაში არსებობს ლოგიკური მიზეზი იმისა რომ ვიფიქროთ მარიხუანას აკრძალვა გაამართლებს.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ზაზა ზურაბიშვილი საქართველო ჭიათურა 21/04/2018
    2
    ნიკა თაბაგარი საქართველო თბილისი 20/04/2018
    3
    ნუგზარ ტიელიძე საქართველო გორი 18/04/2018
    4
    berdia bunturi saqartvelo kaspi 18/04/2018
    5
    ლაშა გოგოლაური საქართველო თბილისი 18/04/2018
    6
    Gela Labauri Georgia Mcxeta 17/04/2018
    7
    ლევანი ლასარეიშვილი საქართველო ფოთი 17/04/2018
    8
    Shalva Labauri Georgia Mcxeta 17/04/2018
    9
    ირაკლი პატაშური საქართველო მცხეთა 17/04/2018
    10
    ლევან თავაძე საქართველო თბილისი 17/04/2018
    11
    ივანე გოხელაშვილი საქართველო თბილისი 16/04/2018
    12
    გოჩა გოჩიაშვილი საქართველო თბილისი 16/04/2018
    13
    zaur guseinov saqartvelo tbilisi 16/04/2018
    14
    დათო ამაშუკელი საქართველო ხაშური 16/04/2018
    15
    Lado Qvarcxava Saqartveloo Tbilisi 16/04/2018
    16
    Diana Argvliani Saqartvelo Poti 16/04/2018
    17
    თაზო აფხაზავა საქართველო თბილისი 16/04/2018
    18
    ნიკოლოზ ლატარია საქართველო რუსთავი 16/04/2018
    19
    ანზორ ჩახოიანი საქართველო ხაშური 16/04/2018
    20
    გიორგი გიგილაშვილი საქართველო თბილიი 16/04/2018