05 მაისი

2018

ქართული ძიუდოს გულშემატკივრები
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1050
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    ძიუდოს გულშემატკივრების პეტიცია დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით

    ძიუდოს ფედერაციამ, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ქართული ძიუდოს განვითარებაში და სპორტსმენებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნაში.

    ძიუდოს ფედერაციისთვის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს სპორტსმენების, ეროვნული ნაკრების წევრების სრული პოტენციალის მომართვა და იმგვარი მომზადება, რაც შედეგის მომტანი იქნება ფართო საერთაშორისო ასპარეზზე.

    ძიუდოს ფედერაციის საქმიანობის წარმატებისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან თითოეული სპორტსმენის მიმართ თანასწორობის პრინციპის დაცვა და მიუკერძოებლობა. ასევე მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა ნაკრების თითოეულ წევრთან და ინდივიდუალური მიდგომა მათ საჭიროებებთან.

    სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ქართველის ძიუდოისტების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სრულიად შეუსაბამო და შემაშფოთებელ ქმედებებთან დაკავშირებით გამოიწვია ქართველი გულშემატკივრების არაერთგვაროვანი და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. კრიტიკას ვერ უძლებს დავით ქევხიშვილის განცხადება, რომელმაც ეროვნული ნაკრების მთავარ წევრებს “მცირე ჯგუფი” უწოდა და გადაგდგომის მოთხოვნას უარით უპასუხა. მთლიანობაში, დავით ქევხიშვილის ქმედებები და განცხადებები იმაზე მიუთიებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რასაც ფედერაციის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს სრულიად შეუსაბამოა.

    ხელმომწერი ძიუდოს გულშემატკივრები, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა გადახდილი გადასახადებითაც ფინანსდება აღნიშნული ფედერაცია და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ამავდროულად გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მივიჩნევთ, რომ დავით ქევხიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი. ხოლო ახალ პრეზიდენტად უნდა იქნეს არჩეული პირი, რომელსაც აქვს ფედერაციის საქმიანობაზე და სპორტსმენებთან ურთიერთობაზე, მათ საჭიროებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც ნაცვლად პირადი ინტერესებისა, იქნება ძიუდოს განვითარება და მაქსიმალური შედეგზე ორიენტირება.

    ასევე, ხელმომწერი გულშემატკივრები სრულად ვიზიარებთ  ეროვნული ნაკრების პროტესტს, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს. ვუცხადებთ მათ სრულ თანადგომას და ვუდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერასა და უდიდეს პატივისცემას ქვეყნისთვის გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.

    ასევე, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტსა  და სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტს, დაუყოვნებივ დაინტერესდნენ ძიუდოს ფედერაციაში არსებული შემაძრწუნებელი მდგომარეობით - თანხების სავარაუდო არამიზნობრივი ხარჯვით, სავარაუდო კორუფციით, ნეპოტიზმით, რომელიც ყოვლად მიუღებელ ფორმებს იძენს და ა.შ. ასევე მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაინტერესდით ძიუდოისტების რეალური საჭიროებებით და ვითხოვთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მათ დასახმარებლად.

    აქვე, თხოვნით მივმართვათ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, ფედერაციის სრულ შემადგენლობასა და ევროპის ძიუდოს კავშირს დაინტერესდნენ ქართულ ძიუდოში არსებული სავალალო მდგომარეობით.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ირმა ქვათაძე საქართველო თბილისი 06/05/2018
    2
    გიორგი დანელია საქართველო თბილისი 06/05/2018
    3
    ლელა გიუნაშვილი საქართველო თბილისი 06/05/2018
    4
    ილია მეყანწიშვილი საქართველო თბილისი 06/05/2018
    5
    თეკლე ქავთარაძე საქართველო თბილისი 06/05/2018
    6
    იამზე ჭრიკიშვილი საქართველო თბილისი 06/05/2018
    7
    იამზე ჭრიკიშვილი საქართველო თბილისი 06/05/2018
    8
    ლაშა ჩოხელი საქართველო თბილისი 06/05/2018
    9
    ანა გამჯაშვილი საქართველო თბილისი 06/05/2018
    10
    ხატია გამჯაშვილი საქართველო თბილისი 06/05/2018
    11
    Aნდრო Dანელია Dიდუბე თBილისი 06/05/2018
    12
    მაია მამადაშვილი საქართველო თბილისი 06/05/2018
    13
    ამბაკო ავალიანი საქართველო თბილისი 06/05/2018
    14
    bondo kotorashvuli saqartvelo dusheti 06/05/2018
    15
    ნინო წიკლაური საქართველო მცხეთა 06/05/2018
    16
    ანი მიქავა საქართველო სიღნაღი 06/05/2018
    17
    ელენა მიხანაშვილი საქართველო თბილისი 06/05/2018
    18
    მარიამ პაპიძე საქართველო თბილისი 06/05/2018
    19
    გოგა ონიანი საქართველო თბილისი 06/05/2018
    20
    არსენ გელიაშვილი საქართველო კასპი 06/05/2018