06 მაისი

2018

გიორგი
გურული
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 14752 ხელმოწერა
    248
    15000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , თბილისის მერია

    დაიცავი სეკულარული და დემოკრატიული საქართველო

       აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო დროს რამდენჯერმე წამოიჭრა ეგრეთ წოდებული „რელიგიური გრძნობების“ შეურაცხყოფის დასჯადობის საკითხი და ის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის განხილვის საგნადაც იქცა. ბუნებრივია, კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ კანონპროექტს სრულებით ეწინააღმდეგება, მიიჩნევს რა მას ანტიდემოკრატიულ და ანტიკონსტიტუციურ ინიციატივად. საქართველოში, რომელიც კანონმდებლობით სეკულარულია და სადაც მიმდინარეობს დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, წარმოუდგენელია, მიღებულ იქნას მსგავსი კანონპროექტი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, არის ანტისოციალური და მნიშვნელოვნად შეგვიშლის ხელს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში.
      საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად :
    1. « ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით ».
    2. « მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია ». 
    შესაბამისად, კანონონპროექტის ინიციატორებიც და მხარდამჭერებიც ამით ღიად გამოდიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ და აშკარად იქმნება საფრთხე იმისა, რომ იგი შეიძლება გადაიქცეს ერთგვარ რეპრესიულ ინსტრუმენტად და მივიღოთ საქართველოს ირანიზაცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კანონპროექტის ავტორმა, ბ-ნმა ემზარ კვიციანმა, ცალსახად განაცხადა კანონის სელექტიური ხასიათის შესახებ. მისი თქმით: ,,მნიშვნელობა არ ექნება, რას იტყვის მამაო ქადაგების დროს,, - რაც აშკარა პრივილეგიას ანიჭებს მართლმადიდებლურ რელიგიას და შესაბამისად, მოძღვრის სტატუსი იქცევა ერთგვარ "იმუნიტეტად". ორმაგი სტანდარტებით მოქმედი კანონი კი არაფრისმომტანია. თავად ცნება ,,რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა,, კი - აზრს მოკლებული, რადგან შეუძლებელია განისაზღვროს, რა არის ე.წ რელიგიური გრძნობა და მითუმეტეს, მისი შეურაცხყოფა იურიდიულად. ეს აბსურდულია იმიტომაც, რომ რელიგია არის არამხოლოდ სოციო-კულტურული ფენომენი, არამედ ასევე იდეოლოგია და როგორც ნებისმიერი იდეოლოგია და სოციო-კულტურული მოვლენა, ისიც არაფრითაა გამორჩეული სხვებისაგან, შესაბამისად, რელიგია არ შეიძლება იყოს პრივილიგირებული, ტაბუირებული და საკრალური. იგი ისევე იმსახურებს განხილვასა და კრიტიკას, როგორც სხვა დანარჩენი სოციალური მოვლენა, მით უფრო მაშინ, როცა მონოთეისტური რელიგიები მათი ექსტრემისტული ტექსტების შემცველობის გამო არაერთხელ გამხდარა ფანატიზმის, ექსტრემიზმისა თუ ტერორიზმის საფუძველი დღევანდელ საზოგადოებაში. ეს კი ნამდვილად არ იმსახურებს არც პატივისცემას და არც თვალის დახუჭვას ასეთ უმსგავსობაზე. თუ იზიარებთ ჩვენი საინიციატივო ჯგუფის შეხედულებას ამ იდეის შესახებ, გთხოვთ, მოაწეროთ ხელი აღნიშნულ პეტიციას.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თედო გამეზარდაშვილი საქართველო თბილისი 27/07/2018
    2
    ნათია ბანეთიშვილი საქართველო თბილისი 31/05/2018
    3
    ხათუნა მამულაშვილი germania neuss 30/05/2018
    4
    ზურაბ ლომიძე საქართველო თბილისი 30/05/2018
    5
    Hatice Sert საქართველო თბილისი 30/05/2018
    6
    გიორგი კენჭიაშვილი საქართველო თბილისი 30/05/2018
    7
    სალომე გაფრინდაშვილი საქართველო რუსთავი 29/05/2018
    8
    მიხეილ წვერავა საქართველო თბილისი 24/05/2018
    9
    რუსუდან გიგინეიშვილი საქართველო თბილისი 24/05/2018
    10
    ნიკა ბახსოლიანი საქართველო თბილისი 23/05/2018
    11
    ლალი წურწუმია გერმანია ბერლინი 23/05/2018
    12
    მარიამ ნიკოლაიშვილი საქართველო თბილისი 23/05/2018
    13
    გიორგი მინაშვილი საქართველო თბილისი 23/05/2018
    14
    ირაკლი გოგუაძე საქართველო თბილისი 23/05/2018
    15
    ლევან ხუბულავა ავსტრია ვენა 22/05/2018
    16
    გიორგი წოწკოლაური საქართველო თბილისი 22/05/2018
    17
    კესო ფაჩუაშვილი საქართველო თბილისი 22/05/2018
    18
    ვლადიმერ თვალიაშვილი საქართველო თბილისი 22/05/2018
    19
    ლადო წიბახაშვილი საქართველო თბილისი 22/05/2018
    20
    ვალერი რეხვიაშვილი საქართველო წყალტუბო 21/05/2018