11 მაისი

2018

მ.პ.გ.-პარტია "საქართველო"
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 199984 ხელმოწერა
    16
    200000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    გაუქმდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი

    1.       ნინო ლომჯარია 2017 წლის დეკემბრიდან

    2.       უჩა ნანუაშვილი (2012– 2017)

    3.       გიორგი ტუღუში (2009-2012)

    4.       სოზარ სუბარი (2004-2009)

    5.       ნანა დევდარიანი (2000-2003)

    6.       დავით სალარიძე (1997–2000)

    მას შემდეგ რაც შემოღებული იქნასაქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი იმ მოსაზრებით, რომ იგი მოემსახურებოდა ადამინის უფლებების დაცვას ქვეყანაში, საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა საქართველოს მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვა, შემცირდებოდა არა ადამიანური მოპყრობის ფაქტები ხელისუფლების მხრიდან და უფრო დაცული იქნებოდა ქვეყნის მოსახლეობა.

    შედეგად კი მივიღეთ საპირისპირო შედეგი, სახალხო დამცველს ნიშნავს ხელისუფლება და მის ადმინისტრაცია სრულად კომპლექტდება ხელისუფლების წარმომადგენლებით, ასევე სახალხო დამცველი ანგარიშვალდებულია ხელისუფლებასთან და არა ხალხთან. ფაქტიურად სახალხო დამცველი დამნაშავე ხელისუფლებების დაცვითაა დაკავებული და არა ხალხის უფლებების დაცვით. მაგალითისათვის მოგიყვანთ შევარდნაძის რეჟიმს რომელმაც შექმნა ეს ინსტიტუტი, სააკაშვილის რეჟიმს რომელიც თავისი დანაშაულობების დასაფარად იყენებდა და ახლანდელ რეჟიმს რომელიც კვლავ აგრძელებს წინამორბედი რეჟიმების გზას და ქართველო მოსახლეობისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებებს, სახალხო დამცველი კი ხელს აფარებს ამ რეჟიმების დანაშაულობრივ ქმედებებს!

    მაგალითისათვის მოგიყვანთ ახალაიების კლანის გავლენას წინა ხელისუფლების დროს და სოზარ სუბარის როგორც სახალხო დამცველის სიჩუმეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობებზე, ამჟამად კი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად სახალხო დამცველად დანიშნულია ნინო ლომჯარია.

    რომელიც აშკარა მიკერძოებულობით გამოირჩევა,  კაშიას საქმე, რუსთავი 2 -თან მომხდარ საქმეზე, სადაც უკანონოდ დაკავებული ყავთ 7 ახალგაზრდა პოლიტიკური ნიშნით დ ა ეს პატიმრები  10 დღეზე მეტია ციხეში შიმშილობენ  და ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია სახალხო დამცველს. თუმცა ელ.გე.ბე.ტე-ს წარმომადგენლების უსამართლო გამოხტომებზე იგი დაუყოვნებლივ რეაგირებს, მეორე ფაქტი გოჩა მაჩაიძის საქმე 11 დღის განმავლობაში მოშიმშილე 68 წლის ვეტერანი ფეხბურთელი რომელიც თბილისში პარლანეტის შესასვლელ კართან იჯდა და ახლა ჯამრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი მძიმე მდგომარეობაში  (ყველა პარლამენტარის და ჟურნალისტების თვალწინ) მისი მონახულებაც კი არ ისურვა არც სახალხო დამცველმა და არც მისმა წარმომადგენელმა. 7 დღის მოშიმშილე მოხუც ადამიანს სახალხო დამცველის ოფისში იბარებდნენ განცხადების დასაწერად.  (გვაინტერესებს კაშია ოფისში გეახლათ განცხადების დასაწერად?)

    ქვეყანაში გამეფებული ნეპოტიზმი,  კლანურ მაფიოზური მმართველობა, მინისტრები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებებნ და ცვლიან საკუთარი ფანტაზიების მიხედვით, არსებობენ სინდისისა და პოლიტ პატიმრები,  ქვეყანაში ტრეფიკინგის ფაქტებია, ჩრდილოვანი ეკონომიკა ყვავის, საშიმშილოდ განწირულია საპენსიო ასაკის ადამიანები და  შ.შ.პ. ქვეყანაშია გაუხსნელი პოლიტიკური მკვლელობები და საგრძნობლად მოიმატა კრიმინალმა, მასმედია არ აშუქებს ან მიკერძოებულად შუქდება მოვლენები, არ ტარდება დემოკრატიული და თანაბარ უფლებიანი არჩევნები, უზურპირებულია ხელისუფლება, არ არის დაცული პატიმრების და მოქალაქეების საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. სახალხო დამცველი და მისი აპარატი ამაზე სდუმს და არ რეაგირებს. იგი მხოლოდ ელ.გე.ბე.ტე-ს და უცხო ქვეყნის მიგრანტების უფლებას იცავს.

    სახეზეა პოლიტიკურ-სამართლებრივი ღრმა კრიზისი, ქვეყანაში სუფევს სამართლებრივი ვანდალიზმი, არ არსებობს სამართლებრივი ლეგალური სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტები

    სახეზეა სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, კულტურულ-სამართლებრივი და სულიერი განადგურების ფაქტები, დაფიქსირდა ერის გენოციდი. (სიკვდილიანობამ გადაასწრო შობადობას) არ არსებობს პოლიტიკური პლურარიზმი არ არსებობს თავისუფალი მედია ხელისუფლებაში არიან კრიმინალურ მაფიოზური დაჯგუფებები, არის მართვადი ქაოსი. დაკარგული და ოკუპირებულია გაეროს მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, მიმდინარეობს მცოცავი ანექსია და აბორიგენი ქართველი მოსახლეობისაგან წმენდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე. დაწყებულია საქართველოს სახელმწიფოს რღვევის პროცესი. ქვეყანაში არ ჩატარებულა 1992 წლიდან თანამედროვე ცივილიზებული სამყაროში მიღებული სამართლიანი, პერიოდული ლეგიტიმური პატიოსანი არჩევნები. ყოველივე ამან გამოიწვია საქართველოს სამართლებრივი სივრციდან გასვლა.

    ასეთ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკური კრიზისის დროს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ასეთი სახით არსებობა მიუღებლად მიგვაჩნია და ხალხის ფულით დაფინანსება.

    ამიტომ მოვითხოვთ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა ამ სახით რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია არ გაამართლა და ის უნდა გაუქმდეს!

    მას უფრო დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი ქვეყნისატვის და აქ მცხოვრები მოსახლეობისათვის ვიდრე იცავს ჩვენს უფლებებს!

     

    http://www.ombudsman.ge/ge/public-defender/saqartvelos-saxalxo-damcvelebi/nino-lomdjaria1.page

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    შორენა მანჯავიძე საქართველო თბილისი 06/06/2018
    2
    რუსლან გვარაძე საქართველო თბილისი 05/06/2018
    3
    გიორგი ლილუაშვილი საქართველო თბილისი 14/05/2018
    4
    ხატია ზაქარაია საქართველო თბილისი 12/05/2018
    5
    Maia Samchkuashvili Sakartvelo Tbilisi 12/05/2018
    6
    გოგი გოგინაშვილი საქართველო თბილისი 12/05/2018
    7
    ცოტნე ჯაყელი საქართველო ბოლნისი 12/05/2018
    8
    თამუნა ანდრიაძე საქართველო თბილისი 12/05/2018
    9
    თამარ იოვაშვილი საქართველო თბილისი 11/05/2018
    10
    ზაზა პატარავა საქართველო ბათუმი 11/05/2018
    11
    ვაჟა გოგიტიძე საქართველო ბათუმი 11/05/2018
    12
    ნატა ვაჩნაძე საქართველო თბილისი 11/05/2018
    13
    ანა ლილუაშილი საქართველო თბილისი 11/05/2018
    14
    გიორგი კაპანაძე საქართველო რუსთავი 11/05/2018
    15
    სალომე ჩერქეზიშვილი საქართველო თბილისი 11/05/2018
    16
    მანოლი ლილუაშვილი საქართველო რუსთავი 11/05/2018