15 მაისი

2018

მ.პ.გ.-პარტია "საქართველო"
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 199996 ხელმოწერა
    4
    200000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

    2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

     

    ქვეყანაში არ არსებობს სოციალურ ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა, არ არის დაცული ელემენტარული სასიცოცხლო და საარსებო ნორმები, არ არსებობს პოლიტიკური პლურარიზმი, თავისუფალი მედია, სუფევს სახელმწიფო კორუფცია, ხელისუფლებაში არიან კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფებები, არის მართვადი ქაოსი. დაკარგული და ოკუპირებულია გაეროს მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის 30%, მიმდინარეობს მცოცავი ანექსია და აბორიგენი ქართველი მოსახლეობისაგან წმენდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე. დაწყებულია საქართველოს სახელმწიფოს რღვევის პროცესი. სახეზეა პოლიტიკურ-სამართლებრივი კრიზისი, ქვეყანაში სუფევს სამართლებრივი ვანდალიზმი, არ არსებობს სამართლებრივი, სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტები, სახეზეა სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, კულტურულ-სამართლებრივი და სულიერი განადგურების ფაქტები, დაფიქსირდა ერის გენოციდი. (სიკვდილიანობამ გადაასწრო შობადობას)

     

    ასეთ ვითარებაში  პარლამენტარები დაკავებულები არიან პირადი ანგარიშწორებებით და  საკუთარი ბიზნესების ლობირებით, მფარველობს კონტრაბანდისტებს და ნარკობარიგებს, ღებულობს ანტიეროვნულ კანონმდებლობას, ხელს უწყობს გარყვნილებისა და ეროვნული ღირებულებების დისკრიმინაციის პროპაგანდას,  არ მოხდა დისკრიმინაციული  საარჩევნო კოდექსის განხილვაც კი. ხდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დისკრიმინაცია, პარტიებს არ ეძლევათ საკუთარ მხარდამჭერებსა და საზოგადოებს გააცნონ თავიანთი პროგრამები საზოგადოებრივი ტელეარხების მეშვეობით. დახურულია მასმედია.პარლამენტი სრულიად მოქცეულია ოლიგარქიულ, კლანურ მაფიოზური წარმონაქმნების ზეგავლენის ქვეშ. 

     

    ამიტომ დაუყოვნებლივ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს ვადამდელი მრავლპარტიული, თანაბარ უფლებიანი ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები! საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ზედამხედველობით როგორებიცაა გაერო, ეუთო, ევროკავშირი!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    პაატა გრიგოლია საქართველო თბილისი 05/06/2018
    2
    თამუნა ანდრიაძე საქართველო თბილისი 15/05/2018
    3
    თამარ გვენეტაძე საქართველო თბილისი 15/05/2018
    4
    მურთაზი სიჭინავა საქართველო ქუთაისი 15/05/2018