18 მაისი

2018

მ.პ.გ.-პარტია "საქართველო"
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1991 ხელმოწერა
    9
    2000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

    ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დედაქალაქში უსახლკაროთათვის ღირსეული თავშესაფრების მოწყობა და კვალიფიციური სამედიცინო, ფქიატრიული და ფსიქოლოგიური მომსახურება.

    საქართველოს ევროპის საერთო სახლში ინტეგრაციის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა სამწუხაროდ ნებით თუ უნებლიედ ჩვენი ხელისუფლება თვალს ხუჭავს და აიგნორირებს ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებზე, თავს გვახვევს მეათეხარისხოვან პრობლემებსა და ეწევა ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციას და პროპაგანდას უწევს ჩვენი ერისათვის მიუღებელი ტრადიციების დანერგვას.

    ამ ფონზე იგნორირებას უკეთებს მსოფლიოსა და თავად ევროპაში აღიარებულ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებს, ქვეყანაში არ არსებობს სოციალურ ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა, არ არის დაცული ელემენტარული სასიცოცხლო და საარსებო ნორმები. 

     

    დედაქალაქში უამრავი უსახლკარო ადამიანია, მათი მდგომარეობა ფაქტიურად გაუსაძლისია, ასევე ისინი ქმნიან ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას, არავინ იცის რა ინფექციური დაავადების გადამტანები და გამავრცელებლები შეიძლება გახდნენ ისინი, ასევე მათი ყოფნა საგანმანათლებო დაწესებულებებთან ან სხვა საზოგადოებრივი თავსეყრის ადგილების მახლობლად მძიმე ეპიდემიოლოგიური და ფსიქოლოგიურ ფონს ქმნის და მომავალი თაობის ფსიქიკაში მძიმე კვალი შეიძლება დატოვონ. ამავ დროულად დედაქალაქში სადაც ტურისტული გარემოს შექმნაზეა საუბარი და უამრავი უცხოელი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას მსგავსი რამ მიუღებელია.

    ამიტომ ხელისუფლებიდან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოახდინოს ქვეყნის მაშტაბით, პრიორიტეტულად  დედაქალაქისა და ძირითადი ტურისტულ ქალაქებში, უსახლკაროთათვის ღირსეული თავშესაფრების მოწყობა, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა.  

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Tamuna Nat Saqartvelo Tbilisi 30/05/2018
    2
    ანნა ნაფეტვარიძე საქართველო ბათუმი 24/05/2018
    3
    ანანო ინაშვილი საქართველო თბილისი 23/05/2018
    4
    ანა ჟვანია საქართველო თბილისი 23/05/2018
    5
    ლელა ბადალაშვილი საქართველო რუსთავი 23/05/2018
    6
    ლია სულაძე საქართველო რუსთავი 23/05/2018
    7
    ქეთევანი ახმეტელი საქართველო თბილისი 23/05/2018
    8
    თათია ბიჩნიგაური საქართველო რუსთავი 23/05/2018
    9
    თამთა დავითიანი საქართველო თბილისი 18/05/2018