29 მაისი

2018

ნუკრი
ყველაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1452 ხელმოწერა
    48
    1500
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    აიკრძალოს სუპერმარკეტებიდან და რესტორნებიდან ვარგისი საკვების გადაყრა

    საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ სოციალურად დაუცველია და საარსებო მინიმუმის დაბლა შემოსავლით ცხოვრობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 451 538 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს. 13 872 საქართველოს მოქალაქე კი ამ სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 465 410 მოქალაქე ძალიან ღარიბია და თავს სოციალური შემწეობებით ირჩენს. აპრილის მონაცემებით, 130 750 ოჯახი ოფიციალურად ფიქსირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში!!! ბევრი ოჯახი იძულებულია იშიმშილოს, რათა სხვა მინიმალური საარსებო საჭიროებები დაიკმაყოფილოს.  http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=47221

    დღევანდელი კანონმდებლობით მორჩენილი საკვები პირდაპირ უტილიზდება, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან აპრილის ბოლომდე თბილისის მაღაზიებში 149 743.969 ლარის მზა საკვები განადგურდა, საქართველოს მასშტაბით კი 188 239.283 ლარის. რაც შეეხება 2017 წელს თბილისში მდებარე მაღაზიებმა 254 817.805 ლარის ღირებულების ჩამოწერილი მზა საკვები გაანადგურეს, საქართველოს მასშტაბით კი 483 822.6906 ლარის!!! http://batumelebi.netgazeti.ge/news/129773/

    საკვებად ვარგისი პროდუქტის დანაკარგი ევროკავშირის ქვეყნებში 50%-მდეა, იქნება ეს სახლებიდან, რესტორნის ქსელებიდან თუ სუპერმარკეტებიდან გადაყრილი პროდუქტი. ყოველწლიური საკვები დანაკარგი ერთ ადამიანზე დაახლოებით 179 კილოგრამია. მოცემული რეალობის შესაცვლელად ევროპის პარლამენტმა დასახა მიზანი, გაანახევროს საკვების დანაკარგი 2025 წლისთვის. ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს და მაღაზიებსაც საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ. 2016 წელს საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანონმდებლობით სუპერმარკეტებს საკვების გადაყრა აუკრძალეს. ჩვენც შეგვიძლია ამ მიმართულებებით დავნერგოთ მსგავსი პრაქტიკა და გავხდეთ მაგალითი და მისაბაძი სხვა ქვეყნებისთვისაც. 

    მოვუწოდებთ სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა, რათა მსხვილი მაღაზიები ვალდებულნი გახდნენ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს; მოხუცთა თავშესაფრებს; ფერმერულ მეურნეობებს და ა.შ გადასცენ პროდუქტები, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ ან ამოეწურათ, მაგრამ საკვებად სრულებით გამოდგება. ასევე რესტორნები, რომელთაც შეეძლებათ, შესაბამისი შემოწმების შემდეგ მორჩენილი გამზადებული ჯანსაღი საკვები თავშესაფრებს გაუნაწილონ. ან გადასცენ ფერმერებს ან ცხოველთა თავშესაფრებს ცხოველების გამოკვების მიზნით.

    ყველას მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ პეტიციას, რათა შევცვალოთ არსებული კვების პროდუქტების უტილიზაციის პრაქტიკა და შეცვლილი კანონმდებლობით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ და დაუცველ თანამოქალაქეებზე და ამავე დროს გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტის რესურსებს და ადამიანის შრომას! 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ქეთევან მამუკიშვილი საქართველო თბილისი 28/01/2019
    2
    თინათინ ქარელი საქართველო ყაზბეგი 04/09/2018
    3
    დიანა აბუაშვილი საქართველო თბილისი 21/07/2018
    4
    ელენა ატტარიან საქართველო თბილისი 27/06/2018
    5
    ნატო სლეპაკოვა საქართველო თბილისი 26/06/2018
    6
    ნინო ახალკაციშვილი საქართველო თბილისი 26/06/2018
    7
    ფიქრია ტაბატაძე საქართველო თბილისი 26/06/2018
    8
    არჩილი ჭუმბურიძე საქართველო ჭიათურა 25/06/2018
    9
    როინი ტაბარაძე saqartvelo sachxere 25/06/2018
    10
    Marta Nadiradze Saqartvelo Tbilisi 25/06/2018
    11
    მაია ვარშანიძე საქართველო ბათუმი 25/06/2018
    12
    ანა აბრამიშვილი საქართველო საჩხერე 25/06/2018
    13
    თეონა ჭიღლაძე საქართველო საჩხერე 25/06/2018
    14
    ეკატერინე აბესაძე საქართველო რუსთავი 25/06/2018
    15
    Irrakli Gavtadze Georgia Zestafoni 25/06/2018
    16
    Nato Tigashvili საქართველო თბილისი 25/06/2018
    17
    სოფიკო ვარშანიძე საქართველო ბათუმი 25/06/2018
    18
    ბესიკი ღავთაძე საქართველო თბილისი 25/06/2018
    19
    ლანა დვალი საქართველო თბილისი 22/06/2018
    20
    ნინო მინაშვილი საქართველო რუსთავი 22/06/2018