30 მაისი

2018

სოციალური შუქნიშანი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 480 ხელმოწერა
    520
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    შეიზღუდოს აზარტული თამაშების რეკლამირება

    მივმართავთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვის რეგულირების მოთხოვნით.

    რატომ?

    აზარტული თამაშების რეკლამები ამ სფეროს გართობის, წარმატების მოპოვებისა და ფულის შოვნის საშუალებად წარმოაჩენს მაშინ, როცა აზარტული თამაშების გამო ჩვენ ირგვლივ უამრავ ადამიანს ცხოვრება ენგრევა. 

    აზარტული თამაშების რეკლამას შეუზღუდავად შეხვდებით: ბილბორდებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკუთარ მობილურში, ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოში და ა.შ. ყველგან, სადაც კი ადამიანს და მათ შორის არასრულწლოვანებს თვალი მიუწვდებათ. მაგალითად, სატელევიზიო სივრცეში აზარტული თამაშების რეკლამები გადის ე.წ საბავშვო დროსაც, როდესაც წესით ტელესამაუწყებლო ბადე თავისუფალი უნდა იყოს ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ინფორმაციისგან („მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ 12.03.09).

    რატომ არის აზარტული თამაშების რეკლამირება საფრთხის მომტანი?

    აზარტულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება. აზარტულ თამაშებზე ადამიანები შეიძლება ისეთივე დამოკიდებულნი გახდნენ, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე (The University of Sydney). ამასთან, ავსტრალიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით პრობლემური მოთამაშე საკუთარი თავის გარდა მინიმუმ 5 ადამიანს აყენებს ზიანს (Rogers 2013, 47). მიუხედავად ამისა,  საზოგადოებაში არსებობს მითი იმის შესახებ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნაკლებ პრობლემურია. მსგავსი მცდარი შეხედულება თამაშდამოკიდებულების შესახებ  იმის გამო არსებობს, რომ მას ფიზიკური გამოვლინებები არ აქვს  (Walker 1992).

    უფრო მეტიც, აზარტული თამაშების შემთხვევაში მისმა ხშირმა რეკლამირებამ მოახერხა ის, რომ საზოგადოებაში აზარტული თამაშები მისაღებ, უსაფრთხო და გართობის ნორმალურ საშუალებად მიიჩნევა (Moore & Ohtsuka, 1999). 

    რა თქმა უნდა, ყველა, ვინც თამაშობს აზარტულ თამაშებს, მასზე დამოკიდებულად ვერ ჩაითვლება, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვინც ალკოჰოლს მოიხმარს, არ არის მასზე დამოკიდებული. მაგრამ ამის მიუხედავად, „საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ“ ზღუდავს ალკოჰოლის და თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას სწორედ იმის გამო, რომ მათი მოხმარება მავნებელია. იმ შემთხვევებში კი, როდესაც კანონი უშვებს ამ პროდუქტების რაიმე ფორმით რეკლამირებას მიეთითება, რომ  პროდუქტი (ალკოჰოლი/თამბაქო) ზიანს აყენებს ადამიანს.

    ვფიქრობთ რომ, აზარტული თამაშები მინიმუმ ისეთივე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, როგორც ალკოჰოლი და თამბაქო. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, შეიზღუდოს მისი რეკლამირება სულ მცირე შემდეგი ფორმებით:

    1.      აზარტული თამაშების ყველა რეკლამას მიეთითოს, რომ აზარტულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება.

    2.      სატელევიზიო ბადეში აღნიშნული რეკლამები არ განთავსდეს ე.წ საბავშვო დროს.

    3.      ინტერნეტ გვერდებზე საბავშვო პროდუქციის დაწყებამდე (მაგ. ანიმაციები) აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება.

    4.      გაკონტროლდეს რომ აზარტული თამაშების შესახებ SMS რეკლამები არ ეგზავნებოდეს არასრულწლოვნებს.

    5.      აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება საგანმანათლებლო დაწესებულებების სიახლოვეს.

    ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერნი მივმართავთ საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რათა განიხილონ რეკლამის შესახებ კანონში აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებების და დამატებების შეტანის საკითხი. 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ელზა ხარშილაძე საქართველო საჩხერე 27/02/2019
    2
    ნათია გრიგალაშვილი საქართველო თბილისი 23/02/2019
    3
    სოფიო მოსიაშვილი საქართველო თბილისი 20/02/2019
    4
    მაკა კალანდაძე საქართველო ჩაქვი 04/02/2019
    5
    გიორგი ტაბატაძე საქართველო თბილისი 09/01/2019
    6
    სერგი ლაფაჩი საქართველო თბილისი 09/01/2019
    7
    დავითი ცოტნიაშვილი საქართველო თბილისი 09/01/2019
    8
    ნინო ზაკუტაშვილი საქართველო თბილისი 26/12/2018
    9
    ნონა სილაძე საქართველო თბილისი 11/12/2018
    10
    ფატმან აბუაშვილი საქართველო თბილისი 29/09/2018
    11
    ნანა სირაძე საქართველო ქუთაისი 25/09/2018
    12
    ეკა ბოქოლიშვილი საქართველო თბილისი 18/09/2018
    13
    Giorgi Gabunia Saqartvelo Poti 04/09/2018
    14
    გიორგი ღვინჯილია საქართველო თბილისი 04/09/2018
    15
    Tazo Gelashvili Saqartvelo Lagodexi 03/09/2018
    16
    ციცინო დათუკიშვილი საქართველო თბილისი 03/09/2018
    17
    ზურაბი თათარაშვილი საქართველო კასპი 03/09/2018
    18
    თეა კოშაძე საქართველო კასპი 03/09/2018
    19
    ანა აჭარაშვილი საქართველო ლაგოდეხი 02/09/2018
    20
    ნიკა სიჭინავა საქართველო თბილისი 02/09/2018