04 ივნისი

2018

მაშო
სამადაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9909 ხელმოწერა
    91
    10000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    სოლიდარობა ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმოკლულ მშობელს!

    სახელოვნებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები ვაცნობიერებთ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმე საშიშ ფაზაში შევიდა. სამხილების აშკარა ფალსიფიკაციით და ჩინოსნების შვილებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის გაცემით ხელისუფლებამ ხელ-ფეხი გაუხსნა მომავალში დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას. საქმის ამგვარად წამართვის შედეგად, პროკურატურამ, ფაქტობრივად, მკვლელობის ლიცენზია გასცა - მაღალჩინოსნის შვილებს მომავალშიც შეეძლებათ მოკლან ჩვენი დები, ძმები და შვილები - მათ პასუხს არავინ მოსთხოვს, რადგან ეს ჩამყაყებული სისტემა თვითშენახვის ასეთი მახინჯი პრინციპით მუშაობს. შვილმოკლული ზაზა სარალიძე ითხოვს სამართალს და მას სჭირდება უპირობო მხარდაჭერა. ამის ნაცვლად კი, ერთი მხრივ, პოლიტიკური რელიქტები მამის ტრაგედიას იყენებენ რეაბილიტაციისთვის, რითაც მთავარ იდეას ასცდნენ და მოძალადე სისტემაში რეალური ცვლილებების შანსი მინიმუმამდე შეამცირეს. და მეორე მხრივ, ხელისუფლება, ნაცვლად საქმის გამოძიებისა, ორგანიზებულად ხელს აფარებს მკვლელებს და დაღუპული მოზარდის მამის წინააღმდეგ სუს-ის და შსს-ს ტროლების მეშვეობით უბინძურეს კამპანიას ეწევა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კრებითი შოთაძეების გადანაცვლებით სისტემა არ შეიცვლება. საქმის პროკურატურიდან შსს-ში გადატანა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება ვერც კი აცნობიერებს პრობლემის სიმწვავეს და იმას, რომ მხოლოდ ამ გზებით სისტემურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. და თუ აცნობიერებს, მაშინ ეს ნაბიჯი უკიდურესად ცინიკურ ჟესტად შეიძლება მივიღოთ. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ წულუკიანის მადლობას შოთაძის მიმართ, რაც მიუთითებს მის სრულ არაადეკვატურობასა და იწვევს ჩვენს უნდობლობას. ჩვენთვის მიუღებელია, რომ მან წარადგინოს საქართველოს ახალი პროკურორი, რომლის მიმართ რეალური ცვლილების მოლოდინია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება პროკურორი, რომელსაც ექნება სახალხო მანდატი და არ იქნება ხელისუფლების ბნელი ზრახვების ასრულებაზე დაპროგრამებული რობოტი. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც მოახერხებს, სამართლიანობის განცდა დაუბრუნოს ხალხს და განსაკუთრებით - შვილმოკლულ ოჯახებს. ხელისუფლებაში ნდობის ასეთი კაპიტალის მქონე ადამიანი აღარ დარჩა, ამიტომ ის უნდა აირჩეს გარედან, საზოგადოების ფართო კონსენსუსის შედეგად.

    ჩვენი უპირობო სოლიდარობა ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმოკლულ მშობელს!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    სულხან ბორძიკაშვილი 26/12/2018
    2
    გიორგი მგელაძე საქართველო თბილისი 09/08/2018
    3
    giorgi zhorzholiani saqartvelo mestia 10/06/2018
    4
    ლევან არბოლიშვილი საქართველო გორი 07/06/2018
    5
    გიორგი დვალაშვილი საქართველო თბილისი 07/06/2018
    6
    ანა მოლაშხია საქართველო თბილისი 06/06/2018
    7
    ზურა პაპიაშვილი საქართველო თბილისი 06/06/2018
    8
    თეონა გერგაია გერმანია ბერლინი 06/06/2018
    9
    ინგა ხაფავა გერმანია კოლნი 06/06/2018
    10
    tamar barbakadze Georgia tbilisi 05/06/2018
    11
    თამარ თვალავაძე საქართველო თბილისი 05/06/2018
    12
    ირაკლი ლომოური საქართველო თბილისი 05/06/2018
    13
    ნინო ფიცხელაური საქართველო თბილისი 05/06/2018
    14
    კიტი იოსელიანი საქართველო თბილისი 05/06/2018
    15
    დალი მელიქიძე Germany Frankfurt 05/06/2018
    16
    ბესო სოლომანაშვილი საქართველო თბილისი 05/06/2018
    17
    რომა ფოთელიძე საქართველო თბილისი 05/06/2018
    18
    რატი ცხვედიანი საქართველო ქობულეთი 05/06/2018
    19
    ნინო კაკაბაძე საქართველო თბილისი 05/06/2018
    20
    ნუნუ გელაძე იტალია ბორგომანერო 05/06/2018