06 ივნისი

2018

ნინო
შავერდაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , თბილისის მერია

    ცირკი ცხოველების გარეშე! აიკრძალოს ცირკში ცხოველების მონაწილეობა!

                                            ვითხოვთ - აიკრძალოს ცირკში ცხოველების მონაწილეობა!

    დღესდღეობით, მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ყველაზე კეთილმოწყობილ პირობებშიც კი, მათ ბუნებრივი ქცევის გამოვლინების საშუალება არ ეძლევათ. მათი გაწვრთნის მთავარი იარაღი შიში და დასჯაა, რომელიც მრავალი ფარული გამოძიებით არის ნაჩვენები. წარმოდგენებისთვის ,,დასწავლილი’’ ქცევა გამოწვეულია დიდხნიანი და ხშირშემთხვევაში, ძალადობრივი წრთვნით. პატარა ცხოველებს თავიდანვე წრთვნიან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ტკივილის მიყენებით, შიმშილობით.

    როცა ცხოველები არ გადიან წრთვნას, ისინი მთელ ცხოვრებას იზოლაციაში ატარებენ, გამომწყვდეულნი გალიებში. მოგზაური ცირკების შემთხვევაში, გადასაადგილებლად ცხოველებს პატარა, დახურულ გალიებში დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ყოფნა. დიდხნიანი მგზავრობისას, მათ არანაირ პირობას არ უქმნიან: არ ხდება სანიტარიის ბაზისური წესების დაცვა, ვენტილაცია და ასე შემდეგ. ცხოველები ხშირად სწორედ, გადაადგილების დროს იხოცებიან აუტანელი პირობების შედეგად.

    დღესდღეისობით, ცირკი არ თამაშობს არც საგანმანათლებლო, არც კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან როლს და ამ ცხოველების წამება მხოლოდ, ადამიანის რამდენიმე წუთიან გართობას ემსახურება. რა ღირებულება უნდა ჩამოუყალიბოს ცირკში დანახულმა ცხოველმა ბავშვს? ის, რომ ცხოველები მხოლოდ ადამიანთა გართობისთვის არსებობენ.

    აუცილებელია, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს ცირკში ცხოველების გამოყენება. აგრეთვე, სახელმწიფო დაეხმაროს ცირკის დასს და ინვესტიცია სწორედ იმ ადამიანებში ჩადოს, რომლებიც ახალ, თანამედროვე, ჰუმანურ ცირკს შექმნიან, რომელშიც ადგილი აღარ ექნება ცხოველთა ექსპლუატაციას.

     

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ვიკტორია არუთინოვი საქართველო თბილისი 06/06/2018
    2
    ანა ბედოიძე საქართველო თბილისი 06/06/2018
    3
    მაკა ტარყაშვილი საქართველო სიღნაღი 06/06/2018
    4
    ქეთევან კაპანაძე საქართველო თბილისი 06/06/2018
    5
    ეკა პაიკიძე საქართველო თბილისი 06/06/2018
    6
    ელენე ჯიშკარიანი საქართველო თბილისი 06/06/2018
    7
    ლიკა კვირკველია საქართველო ქობულეთი 06/06/2018
    8
    სალომე ბეჟაშვილი საქართველო თბილისი 06/06/2018
    9
    ანნა ჭარბაძე საქართველო თბილისი 06/06/2018
    10
    ვაჩე ხრიკული საქართველო თბილისი 06/06/2018
    11
    Nino Khazalia Georgia Zugdidi 06/06/2018
    12
    ცისია ქუმსიშვილი საქართველო თბილისი 06/06/2018
    13
    ლუკა არსენაშვილი საქართველო თბილისი 06/06/2018
    14
    მზევინარ ღაჭავა საქართველო ქუთაისი 06/06/2018
    15
    გიორგი ნეფარიძე საქართველო რუსთავი 06/06/2018
    16
    ნინო ჯებაშვილი საქართველო თბილისი 06/06/2018
    17
    ხათუნა ძოძუაშვილი საქართველო თბილისი 06/06/2018
    18
    თამთ მოხევიშვილი საქართველო თბილისი 06/06/2018
    19
    ელენე ქაიხოსროშვილი საქართველო თბილისი 06/06/2018
    20
    ანა ჯაფარიძე საქართველო თბილისი 06/06/2018