06 ივნისი

2018

დავით
ჭუმბურიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 217 ხელმოწერა
    283
    500
    ადრესატი: საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო

    დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმა და მოხდეს დაკავებული თემურ გოშაძისათვის მუხლის გადაკვალიფიცირება!

      მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური ქალაქში, ახალგაზრდების მისამართით, დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაეჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციასში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას.

       სწორედ ზემოთ აღნიშნული პროვოკაციის კლასიკური მაგალითი გახლდათ ამ ყველაფრის კულმინაცია. კერძოდ 2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის თავზე, პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით შეიარაღბულები მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთისადი ყელზე ავტომატის მიდებით და ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა, რის შედეგადაც დაკავებული და პოლიციის შენობაში გააყვანილი იქნა 9 ადამიანი, აქედან რვას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ედავებიან სისხლის სამართლის მუხლით, რაც 2 დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

    მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ -ერთმა მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში.

       გარდა იმისა, რომ ეს ფაქტები თავისთავად უმძიმესია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, ასევე თავს იჩენს არანაკლებ მძიმე პრობლემა, ხდება საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღვივება, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

    ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზემდგომ ორგანოებს ეყოფათ შორსმჭვრეტელობა და უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ორ ადამიანს არ გადააყოლებენ პოლიციის იმიჯსა და ქალაქის სტაბილურ განვითარებას.

                                                                   მოვითხოვთ

    1. დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმა
    2. გადაკვალიფიცირდეს მუხლი და ერთი დაკავებულიც გასამართლდეს ადმინისტრაციული სამართლით როგორც გასამართლდა მასთან ერთად დაკავებული 8 ადამიანი.

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნინო ტყეშელაშვილი საქართველო თბილიშI 20/06/2018
    2
    რევაზ ხვედელიძე საქართველო ჭიათურა 20/06/2018
    3
    ირაკლი დოხნაძე საქართველო ჭიათურა 20/06/2018
    4
    ნოდარ ტყეშელაშვილი საქართველო თბილისი 20/06/2018
    5
    მაია დოხნაძე საქართველო ჭიათურა 20/06/2018
    6
    lika wereteli saqartvelo chiatura 20/06/2018
    7
    გურანდა ქართველიშვილი საქართველო ჭიათურა 20/06/2018
    8
    შოთა ქამუშაძე საქართველო ჭიათურა 19/06/2018
    9
    ანი სოფრომაძე საქართველო საჩხერე 19/06/2018
    10
    სანდრო ნარსია საქართველო ხობი 19/06/2018
    11
    ეკა ვარდიაშვილი საქართველო ყვარელი 19/06/2018
    12
    თამარ დუმბაძე საქართველო ბათუმი 19/06/2018
    13
    ნანა ლაბაძე საქართველო ქუთაისი 19/06/2018
    14
    მამუკა არდაშელია საქართველო გალი 19/06/2018
    15
    ანა ბარბაქაძე საქართველო ხაშური 19/06/2018
    16
    ელეონორა ქირია საქართველო ხობი 19/06/2018
    17
    ლევანი ლეჟავა საქართველო ჭიათურა 18/06/2018
    18
    დავით ფალავანდიშვილი საქართველო ჭიათურა 18/06/2018
    19
    ფიქრია გოგოლაური საქართველო თბილისი 18/06/2018
    20
    თამარ ბრეგვაძე საქართველო თბილისი 18/06/2018