16 ივლისი

2018

თსუ
ეთნოლოგები
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 494 ხელმოწერა
    6
    500
    ადრესატი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    როლანდ თოფჩიშვილი სრულ პროფესორად

    ადრესატი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    ადრესატი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

     

    საქართველოს განათელბისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ  ჩხენკელს

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს

     

    სტუდენტების წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ როლანდ თოფჩიშვილის მხარდასაჭერად

    როგორც ცნობილია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობდა კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსიტუტის პროფესორის 1 (ერთ) ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი; მას 2012 წლიდან დღემდე უკავია აღნიშნული თანამდებობა. კომისიის სხდომის ოქმი #6 (შემაჯამებელი)-ის შედეგების მიხედვით, ფარული კენჭისყრის შედეგად, როლანდ თოფჩიშვილს მხარი დაუჭირა კომისიის მხოლოდ 1 (ერთმა) წევრმა, ხოლო მეორე კონკურსანტს - 5 (ხუთმა) წევრმა; შესაბამისად, როლანდ თოფჩიშვილმა აღნიშნულ კონკურსში ვერ დაიკავა პროფესორის თანამდებობა.

    ჩვენ გვსურს, დავაფიქსიროთ შემდეგი:

    1.      როლანდ თოფჩიშვილი მოქმედ ეთნგოლოგებში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეციალისტს, ის, ფაქტობრივად, უკონკურენტოა თავის საქმეში. დღეისათვის გახლავთ  307 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელთა შორის 44 წიგნია; 44-დან 8 კი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოა ეთნოლოგიაში.

    2.      როლანდ თოფჩიშვილის მოღვაწეობა საერთაშორისო ასპარეზზეც ძალზედ მნიშვნელოვანია, მისი არაერთი სტატიაა გამოქვეყნებული, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. აგრეთვე, მისი სტატიებიდან 14 დაბეჭდილია თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომებში (იხ.: http://geohistory.humanities.tsu.ge/ge/procedings.htm), რომელიც შეტანილია სამეცნიერო ჟურნალების შემდეგ ევროპულ ბაზაში: ERIH PLUS. რაც, ჰუმანიტარული ტიპის ჟურნალისთვის, უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.

    3.      აქვე გვინდა მოვიყვანოთ როლანდ თოფჩიშვილის სამეცნიერო შრომების ციტირების ინდექსის Google Scholar-ისა და Web of Science-ის მონაცემები:  1. Google Scholar (გათვალისწინებულია რუსულენოვანი პუბლიკაციებიც) - ციტირების ინდექსი - 28; H - ინდექსი - 3.;  2. Web of Science - ციტირების ინდექსი - 11; H - ინდექსი - 2.

    4.      მისი თაოსნობით ექსპედიციები ეწყობა თურქეთში, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე - ტაო-კლარჯეთში. როლანდ თოფჩიშვილი არის ერთ-ერთი პირველი, ვისი საშუალებითაც მოხდა კავშირის დამყარება ე. წ. თურქეთელ ქართველებთან, დაიწყო მათი ყოფისა და კულტურის სხვადასხვა ელემენტების შესწავლა, გარდა ამისა, როლანდ თოფჩიშვილის დამსახურებით მოხდა არაერთი ისეთი მონაცემის ფიქსაცია, რომელიც დაკარგვის პირას იყო, ვინაიდან, ქრებოდა თურქეთში მცხოვრები ქართველების მეხსიერებიდან. სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებით, ისინი კავშირში არიან საქართველოსთან, ინარჩუნებენ თვითშეგენბასა და ფესვებს.

    5.      ბატონმა როლანდმა არაერთ ადამიანის დაუბრუნა ძველი გვარი, მათ შორის არიან ე.წ. თურქეთელი ქართველებიც.

    6.      აღსანიშნავია, რომ გარდა მეცნიერისა, ის არის შესანიშნავი პედაგოგი, რომელმაც 2006 წლიდან მოყოლებული აღზარდა არაერთი თაობა. ბატონი როლანდი წარმოადგენს უდიდეს მოტივატორს სტუდენტებისათვის, ნებისმიერ მათგანს აძლევს სტიმულს სწავლისა და სხვადასხვა სამეცნიერო საქმიანობის.

    7.      სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ფართო საზოგადოებისათვის ეთნოლოგიის - როგორც დარგის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ის ტელევიზიისა თუ გაზეთების მეშვეობით პოპულარიზაციას უწევდა და უწევს ეთნოლოგიას. გარდა ამისა, ბატონი როლანდი მცირე ლექციების საშუალებით ცდილობს, რომ სკოლის მოსწავლეებსაც მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული დარგის შესახებ, რათა მოხდეს როგორც მათი ინფორმირება, ისე დაინტერესება.  გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფართო საზოგადოების მცირე ნაწილს თუ მოეხსენება ეთნოლოგიის შესახებ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამ მიმართულებას ძალიან ცოტა სტუდენტი ირჩევდა, სწორედ როლანდ თოფჩიშვილის დამსახურებით დაინტერესდა სტუდენტთა დიდი ნაწილი აღნიშნული პროფესიით.

    8.      გარდა თეორიული ცოდნისა, მისი წყალობით სტუდენტები სწავლობენ ველზე მუშაობასაც - მის მიერ მოწყობილი სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების საშუალებით. ის ბავშვებს აჩვევს როგორც ველზე მუშაობას, ისე აცნობს საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს, უშუალოდ აჩვენებს ყოფა-ცხოვრების ყველა იმ ელემენტს, რაც ეთნოლოგისათვის ამდენად მნიშვნელოვანია.

    9.      მისი ხელმძღვანელობით ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ფარგლებში არსებობს ,,ეთნოლოგიის სამეცნიერო წრე“, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მოწვევითა თუ სხვა აქტივობებით, როლანდ თოფჩიშვილი ცდილობს, სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ეთნოლოგიის და მისი მომიჯნავე დარგების შესახებ. გარდა ამისა, ამავე სივრცეში, სტუდენტები ეჩვევიან სამეცნიერო სტატიების წერასა და საჯარო წარდგენას.

    10.  აღსანიშნავია ისიც, რომ როლანდ თოფჩიშვილის თაოსნობით სამომავლოდ იგეგმება არაერთი სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიცია თუ პროექტი, რაც ხელს შეუწყობს როგორც დარგის განვითარებას, ისე უნივერსიტეტის პოპულარიზაციას.

    ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ როლანდ თოფჩიშვილმა არ უნდა დატოვოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის ობიექტურად იმსახურებს პროფესორობას. ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი როლანდ თოფჩიშვილის ხელმძღვანელობის გარეშე - ის სჭირდება დარგს, სჭირდება სტუდენტებს, არამხოლოდ ეთნოლოგიის, არამედ ფაკულტეტის ფაქტობრივად ყველა მიმართულებიდან, რომლებიც მისი საშუალებით აქტიურად ეცნობიან ეთნოლოგიას, იღებენ უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას.

    ბოლოს გვსურს, შევეხოთ კომისიის გადაწყვეტილებას და აღვნიშნოთ შემდეგი: მათი შემადგენლობიდან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ როლანდ თოფჩიშვილი ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორის ვაკანტური ადგილის კონკურსში ვერ გაიმარჯვებდა.

     

    ჩვენ, პეტიციის ხელმომწერნი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვითხოვთ:

    1.      არსებული კომისია გაძლიერდეს სხვა ავტორიტეტული კადრებით; მოხდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ისტიტუტის პროფესორის ვაკანტური ადგილის დასაკავებელი კონკურსის ხელმეორედ, საჯაროდ განხილვა;

    2.      სტუდენტურმა წარმოამდგენლობამ შეძლოს დასწრება და კონკურსის მსვლელობისათვის თვალის მიდევნება;

    3.      სტუდენტურ წარმომადგენლობას ჰქონდეს საბუთების წარმოების პროცესზე წვდომა.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    Lia Gogochuri Saqartvelo Telavi 23/07/2018
    2
    მედეა გრიგოლია საქართველო თბილისი 16/07/2018
    3
    გურამი ლეგაშვილი საქართველო თბილისი 16/07/2018
    4
    ლუკა კარკაძე საქართველო თბილისი 16/07/2018
    5
    ნინო ბადაგაძე საქართველო თბილისი 16/07/2018
    6
    თსუ ეთნოლოგები საქართველო თბილისი 16/07/2018