24 ივლისი

2018

მგზავრები vs ინტერ ტრანსი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1548 ხელმოწერა
    452
    2000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა, შპს ინტერ ტრანსი

    რუსთაველი მგზავრები vs შპს ინტერ ტრანსი

    მივმართავთ შპს "ინტერ ტრანსის" დამფუძნებელს, ზაზა ლომიძეს, დირექტორის მოადგილეს, თენგიზ სანიკიძეს და ქალაქ რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას:

    შპს "ინტერ ტრანსის" მიმართ რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად ჩვენი მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი იმ უპასუხისმგებლობის და აპარპოფესიონალიზმის ასატანად, რასაც  მგზავრები ყოველდღიურად ვაწყდებით ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით  სარგებლობისას!

    ჩვენ მოვითხოვთ:

    ·         აღიკვეთოს „ინტერტრანსის“ და მის მიერ დასაქმებული მძღოლების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური, ხშირ შემთხვევაში უხეში და უზრდელი მოპყრობა მგზავრების მიმართ;

    ·          შეკეთდეს და სათანადოდ მოეწყოს ყველა მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება იმ ნორმების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო და მართებულ გადაყვანას

    ·          ამოღებულ იქნას გადმოსაშლელი სკამები ტრანსპორტიდან,რადგან ამ სკამებზე შეუძლებელია მგზავრის ნორმალურად მოთავსება,  არის სრულიად უკანონოდ დამონტაჟებული,სიცოცხლისთვის საშიშია და არ შეესაბამება სტანდარტებს!

    ·          აეკრძალოთ მგზავრებს ტრანსპორტში ფეხზე დგომა თავისუფალი ადგილების არარსებობის დროს

    ·          დაემატოს ყველაზე უფრო დატვირთულ ხაზებს ტრანსპორტი, რომ მგზავრებმა დროულად მოახერხონ სამსახურებში წასვლა და საღამოს სახლში დაბრუნება

    ·         აიკრძალოს იმ სამარშრუტოების მუშაობა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე, რომლებიც არ არიან აღჭურვილი კონდიცირების სისტემით

    ·         ყველა სამარშრუტოს მძღოლს მკაცრად დაევალოს გააკეთოს სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერება და მარშრუტში  თვალსაჩინო ადგილას ქონდეს გამოკრული ტექდათვალიერების დამადასტურებელი საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში აეკრძალოს მას მგზავრების გადაყვანა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე

    ·         აღიკვეთოს მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო მოძრაობის სხვა წესების უხეში დარღვევის შემთხვევები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა გაუმართავი სამარშრუტოებით ავარიები და რამოდენიმეჯერ ფატალური შედეგითაც დასრულდა  

    მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მგზავრები ვეცდებით "ინტერ ტრანსის" ხელმძღვანელობისთვისაც ისეთივე არაკომფორტული გახდეს ყოველდღიურობა,როგორიც ჩვენთვის არის მათი ტრანსპორტით სარგებლობა!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    შოთა სტურუა საქართველო რუსთავი 13/06/2019
    2
    ნინო სვან საქართველო რუსთავი 10/06/2019
    3
    თამარი ნოზაძე საქართველო რუსთავი 07/06/2019
    4
    ნინო ჩიტაშვილი საქართველო რუსთავი 07/06/2019
    5
    თორნიკე მაჭარაშვილი საქართველო რუსთავი 07/06/2019
    6
    საბა ჩიტაშვილი საქართველო რუსთავი 07/06/2019
    7
    მაია კობახიძე საქართველო რუსთავი 04/01/2019
    8
    თიკო ქენქაძე საქართველო რუსთავი 04/12/2018
    9
    ავთანდილი ღუღუნიშვილი საქართველო რუსთავი 04/11/2018
    10
    ნინო გოგოლაძე საქართველო რუსთავი 23/10/2018
    11
    Salome kharaishvili Saqartvelo Rustavi 22/10/2018
    12
    ნინო მელაშვილი საქართველო რუსთავი 19/10/2018
    13
    ნინო მეტრეველი საქართველო რუსთავი 09/10/2018
    14
    ანა დარბაიძე საქართველო რუსთავი 09/10/2018
    15
    ხატია ხუციშვილი საქართველო რუსთავი 08/10/2018
    16
    თამარ ჭაჭუა საქართველო რუსთავი 08/10/2018
    17
    Salome Gogaladze Saqartvelo Rustavi 08/10/2018
    18
    თათია ქოჩაქიძე საქართველო რუსთავი 08/10/2018
    19
    ნიკა ზარნაძე საქართველო რუსთავი 06/10/2018
    20
    ნინო ბერიძე საქართველო რუსთავი 05/10/2018