27 აპრილი

2015

გვანცა
ჯობავა
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 8463 ხელმოწერა
    1537
    10000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა

    ქართული წიგნის გადასარჩენად


    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

     

    მოგეხსენებათ, 2018 წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, სადაც ამ სტატუსით მონაწილეობა გულისხმობს: ქართული მწერლობისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების წარმოჩენას. მოვლენას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც – ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და გაზრდის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

    ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამომცემლობების მხარდაჭერა და გაძლიერება.

    ეს კი შეუძლებელია იმ პირობებში, როცა ბოლო ორი წლის მონაცემებით:

    – გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა ქართული გამომცემლობების მნიშვნელოვანი ნაწილი.

    – დაიხურა მცირე და საშუალო პოლიგრაფიული საწარმოები (სტამბები), უმუშევარი დარჩა ასეულობით ადამიანი.

    – გაძვირდა მხატვრული, შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა, საგრძნობლად შემცირდა წიგნების ტირაჟები.

    – დაიხურა რამდენიმე წიგნის მაღაზია თბილისსა და რეგიონებში.

    – გასული საუკუნის 90-იანი წლების მსგავსად, შავ ბაზარზე ისევ გაჩნდა აღურიცხავი და კონტრაფაქციული წიგნები.

    ამ სავალალო და საგანგაშო მდგომარეობის მიზეზი, რომელშიც ამჟამად იმყოფება ქართული წიგნი, დიდწილად ის არის, რომ უკვე ორი წელია განათლების სამინისტრო ითვისებს ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ინტელექტუალურ საკუთრებას და უკანონოდ ბეჭდავს სასკოლო სახელმძღვანელოებს ტენდერის გარეშე შერჩეულ, განათლების სამინისტროს მიერ ლობირებულ სტამბებში. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამომცემლობებთან კომუნიკაციის უგულებელყოფის გამო იხარჯება მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხები.

    წიგნი, როგორც კულტურის სახე და პრესტიჟი, საზოგადო, საერთო ეროვნული მოვლენაა და არა მხოლოდ კერძო ინტერესის საგანი. სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლები სახელმწიფო სუბსიდიებს არასოდეს იღებდნენ და არც ითხოვდნენ. ამიტომაც არის საჭირო და აუცილებელი, მათ დავუტოვოთ ის, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მოიპოვეს, და რამაც, კულტურული თვალსაზრისით, გაამართლა (წლების განმავლობაში იბეჭდებოდა არაკომერციული სამეცნიერო, მხატვრული, შემეცნებითი ლიტერატურა, არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოები).  

    ეს არა მარტო ჩვენი, არამედ ამ საქმით დაინტერესებული ფართო სექტორის – ავტორების, მესტამბეების, წიგნის გამავრცელებლების, საბიბლიოთეკო და საგანმანათლებლო ქსელის მუშაკების – და ქართული წიგნის ყველა ქომაგის მოთხოვნაა.

     

    გამომცემლობა „არტანუჯი“                       ზვიად კვარაცხელია

    ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა       თინათინ მამულაშვილი

    გამომცემლობა „დიოგენე“                          თამარ ლებანიძე

    გამომცემლობა „ინტელექტი“                   კახმეგ კუდავა

    გამომცემლობა „მერიდიანი“                     კახაბერ რუსიძე

    გამომცემლობა „პედაგოგიკა“                   ირინა რუხაძე

    გამომცემლობა „სიესტა“                             ქეთევან კიღურაძე

    გამომცემლობა „სწავლანი“                        ნინო ნაკუდაშვილი    

    ქარჩხაძის გამომცემლობა                           გია ქარჩხაძე

     

     

    23 აპრილი, 2015

     

    წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თამარ დვალიშვილი საქართველო თბილისი 15/10/2017
    2
    თამარი გვასალია საქართველო ფოთი 25/10/2016
    3
    მელანო კობახიძე საქართველო ქუთაისი 05/07/2016
    4
    Lado Nakashidze 29/03/2016
    5
    ნოე სვანიძე საქარტველო ქუთაისი-თბილისი 25/01/2016
    6
    დავით ვანიშვილი საქართველო გორი 16/01/2016
    7
    სალომე აბულაშვილი საქართველო რუსთავი 13/01/2016
    8
    ნინო გოცაძე საქართველო თბილისი 18/12/2015
    9
    ქეთევან სტურუა საქართველო თბილისი 19/08/2015
    10
    ნინო ქურთაული საქართველო თბილისი 18/08/2015
    11
    ნინო გომარელი საქართველო ხაშური 18/08/2015
    12
    ქეთევანი დიღმელაშვილი საქართველო თბილისი 18/08/2015
    13
    ანია პაპელიშვილი საქართველო გორი 18/08/2015
    14
    ელენე ლომაძე საქართველო თბილისი 18/08/2015
    15
    მანანა ჯოხარიძე საქართველო თბილისი 18/08/2015
    16
    დავით შალიკაშვილი თბილისი საკართველო 18/08/2015
    17
    ნანა მჟავანაძე საქართველო თბილისი 18/08/2015
    18
    ბექა სესაძე საქართველო თბილისი 18/08/2015
    19
    ანა თავაძე საქართველო თბილისი 15/07/2015
    20
    მარიამ მარგალიტაძე საქართველო თბილისი 02/07/2015