06 აგვისტო

2018

ელფის გამომცემლობა
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 802 ხელმოწერა
    698
    1500
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი , განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    SOS!!! სიახლის წინააღმდეგი მხოლოდ განათლების სამინისტროა!

    ელფის გამომცემლობამ გერმანულ გამომცემლობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში წარადგინა ევროპაში წარმატებული ავტორების 1-6 კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოების სერია: „მე მიყვარს მათემატიკა“ და ექსპერტებისაგან უმაღლესი შეფასება (98 ქულა 100-იდან!) დაიმსახურა. წიგნები იხილეთ: https://issuu.com/elf67 
    პირველად, ამ წიგნებით ჩვენი მოსწავლეები გასცდებიან ქაღალდს და მიიღებენ წიგნის გვერდის თემის შესაბამის ინტერნეტ-თამაშებსა და კომპაქტ-დისკებს (V-VI კლასში)  მასწავლებლები კი -დამხმარე მასალას საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვისთვის (იხ. www.mathematics.elf.ge). აღარაფერს ვამბობთ, წიგნში მოცემულ თემებზე, თავსატეხებსა და პროექტებზე, რომლებშიც გამოყენებულია თანამედროვე, ევროპაში აპრობირებული, აღმოჩენით სწავლა/სწავლების მეთოდი. 
    ამ წიგნებით ბავშვებს არა მხოლოდ მათემატიკას ვაყვარებთ, არამედ ვასწავლით მათემატიკის ცხოვრებაში გამოყენებას!

    ამ სახელმძღვანელოების კიდევ უამრავი სხვა ღირსება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სიახლეზე ორიენტირებულ პედაგოგებს, რაც დადასტურდა არჩევანის დროს. ელფის გამომცემლობის წიგნები სკოლებში ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა. სახელმძღვანელო აქტიურად განიხილებოდა სოციალური ქსელებში, სიახლეს ერთხმად იწონებდნენ განათლების სფეროში მოღვაწე საზოგადოება და მშობლები.

    24 ივლისს ელფის გამომცემლობის მათემატიკის სახელმძღვანელოებს მიენიჭა გრიფი, თუმცა თეიმურაზ მურღულიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს (10 დღის შემდეგ!!!), ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გრიფი მოგვეხსნა.

    ამ კონკურსისთვის სამინისტრომ დაიქირავა 200 ექსპერტი, დახარჯა უამრავი თანხა! ასევე გამომცემლობამ ითანამშრომლა სამინიტროსთან და ორი წლის განმავლობაში მაქსიმალური რესურსი ჩაიდო ქვეყნისათვის ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეში. თუ ერთ კონკრეტულ სახელმწიფო მოხელეს, ვინც არ უნდა იყოს ის, შეუძლია, რომ საექსპერტო კომისიის დასკვნა თავისი სურვილისამებრ გააბათილოს, მაშინ რა საჭიროა საერთოდ ამ კონკურსის ჩატარება? რა პასუხს სცემს ის იმ პედაგოგებს, რომლებსაც დიდი ხანია მობეზრდათ ძველი სახელმძღვანელოები?..

    ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის!!!

    გვერდით დავუდგეთ დაჩაგრულ გამომცემლობას!!!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მარი ჯავახიშვილი საქართველო თბილისი 15/07/2019
    2
    ნიკოლოზ ბენდელიანი საქართველო თბილისი 05/10/2018
    3
    მარი სურმანიძე საქართველო თბილისი 06/09/2018
    4
    ცირა ხუჯაძე საქართველო ქუთაისი 30/08/2018
    5
    გიორგი სებისკვერაძე საქართველო თბილისი 28/08/2018
    6
    თამარ ლაშაური საქართველო თბილისი 21/08/2018
    7
    ხატია ჯავახიშვილი Saqartvelo Tbilisi 20/08/2018
    8
    თეონა ბითაძე საქართველო თბილისი 17/08/2018
    9
    სოფიო რაზმიაშვილი საქართველო გორი 16/08/2018
    10
    ნინო ალექსიძე საქართველო გორი 15/08/2018
    11
    ლანა ჯიქია საქართველო გორი 15/08/2018
    12
    ლანა ჯიქია საქართველო გორი 14/08/2018
    13
    Salome Sigua Sakartvelo Tbilisi 13/08/2018
    14
    ნანა ხურციძე საქართველო გორი 12/08/2018
    15
    Rezo Kupriashvili Georgia Gori 12/08/2018
    16
    მარი ბესტავაშვილი საქართველო თბილისი 12/08/2018
    17
    Nia Burjaliani Georgia tbilisi 12/08/2018
    18
    ცისია ამუზაშვილი საქართველო თბილისი 11/08/2018
    19
    დეა გოგოლაძე საქართველო თბილისი 11/08/2018
    20
    ლიანა ოთარაშვილი საქართველო თბილისი 10/08/2018